როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან…

lomebiაქამდეც მისაუბრია  ნატო დავითაშვილის და მისი ლილე იროელის შესახებ. მაგრამ ის ამბავი, რაც მოთხრობილია წიგნში „როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან“, სულ სხვა გზაა სულ სხვა სამყაროსკენ. სრულიად ახალი პერსონაჟები და სრულიად განსხვავებული ფანტასმაგორული სამყარო. სიამაყით ვივსები, როცა მახსენდება, რომ ასეთი ულამაზესი ხილვებით აღსავსე ქალბატონის თანამედროვე ვარ.

მოკლედ, ბევრია იარა თუ ცოტა, ჩვენი ლილე სრულიად სხვა სამყაროს ცენტრში აღმოჩნდება. დასავლეთით იტურის ტყის ხალხი ცხოვრობს, ჩრდილოეთით მიწათმოქმედი ტამრიტელები, აღმოსავლეთით, ტბებისა და ვრცელი საძოვრების მხარეში ლოტები – მესაქონლეობით განთქმული ხალხი.

ამ სამყაროში სამი ყველაზე საპატიო და ძველი ხელობა არსებობს. ამ ხელობის ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები კი ყველაზე დაფასებულები და მნიშვნელოვანი პირები არიან. ესენი არიან კვამლის წამკითხველები, ნიღბების ოსტატები და გამყოლები. სწორედ ერთ–ერთი მათგანი შეეგებება ლილეს ამ ახალ სამყაროში. ეს არის კვამლის წამკითხველი ჯუფრა, რომელსაც შეუძლია კოცონი დაანთოს და მისი კვამლით ამბავი გააგებინოს სხვა კვამლის წამკითხველებს.

თითქოს ამაზე გასაოცარი რა უნდა იყოს, მაგრამ ყველაფრისმნახველი ჯუფრას გაოცებას საზღვარი არ აქვს, როცა ლილეს გვერდით თვით ძაღლ ბესანჯს იხილავს. ეს ჩვეულებრივი ძაღლი არ გეგონოთ – ის პატრონს თავად ირჩევს და ერთგულად ემსახურება მანამ, სანამ პატრონის ყველა საქციელს სამართლიანად თვლის. სწორედ აქედან იწყება ლილეს იროელის ახალი საოცარი თავგადასავალი.

უშიშარი გულისა და ღონიერი მარჯვენის პატრონია, ახლა ღმერთს სწირავს მადლობას, ყვავი რუფია ლილეს რომ არ გაჰყვა და მასთან დარჩა, თორემ ხომ მარტოდმარტო მოუწევდა ლილეს მოძებნა ამ უცნაურ მხარეში, სადაც მიწა მზესავით ცხელია და მტერს კი , თუ ომი არ იყო, ოჯახში მოყვარესავით შეუძლია შესვლა.

აქაურობას ერთ დროს თავაშვებული ცხოვრების მოტრფიალე სულა განაგებდა, რომელსაც ნადირობისა და გართობის მეტი არაფერი აინტერესებდა. ერთხელაც შორეული მოგზაურობიდან დაბრუნებულმა ცოლად გრძნეულთა გვარის შთამომავალი მოიყვანა. ამ ქალმა სულ აურია ისედაც არეული ჭკუა და გონება. ბევრჯერ დაუქადნია თურმე, როცა აბარდაგანის მმართველი გავხდები, მსაჯულის წიგნს დავხევ და ყველას თავისუფლებას ვაჩუქებო. მიმდევრებიც გამოუჩნდნენ ქაოსის მომღერლები.

ქვეყანა აირია. სულა დამარცხდა და ქაოსის მომღერლებთან ერთად ცოლის ნათესავებთან , გრძნეულთა ქალაქ ომდურმანში გადაიხვეწა. აქედან იწყება გადამწყვეტი ეტაპი ამ სამყაროს ისტორიაში, რომლის წარმართვაც სწორედ ლილე იროელს ეკისრება.

 რას ან ვის არ ნახავთ აქ : ტამრიტელებს, რომელთა დამზადებულ ძვლების სამკაულებს და ტარუტოს ფასი არ დაედება ტუალუნის ბაზრობაზე; უსუმბა–ნიღბების ოსტატს; მამამის ტისოს; ბიგოს ულამაზეს, მაგრამ დროებით შერისხულ მგლისთავიან დედოფალ იორუბას; მასზე უიმედოდ შევარებულ, მისი ჯარების მცველ და მთავარ ალის; გალი–გალას და მისთვის თავგანწირულ დედა ასაის ; ცებაის; იტურელების ტყიან სამყაროს, რომელთათვის ტყეა სულიც, გულიც და სიცოცხლის მონიჭებელიც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტარუტოს ხისაგან გამოჭრილ ფრთოსან ლომს, რომელმაც ლილესთან ერთად ბოლო უნდა მოუღოს დაპირისპირებებს და გააერთიანოს ამ საოცარი არსებებით დასახლებული სამყარო…

აქ ყოველ მათგანს რაღაცის მოყოლა შეუძლია.თუმცა,ახლა თითოეული მათგანის ყურადღება აბარდაგანის მთავარი ქალაქის სალიტულასკენ არის მიპყრობილი, რომელსაც სამყაროს ყურსა და თვალს უწოდებენ.

დანარჩენი თავად უნდა ნახოთ. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ლილე უამრავ ახალ მეგობრებს შეიძენს, მაგრამ მშობლიურ მხარეს ის სამუდამოდ ვერასდროს მიატოვებს. გავლით კი მეფეები არ ხდებიან.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s