Rainbow Gathering – საზოგადოება ცისარტყელას ფერებში

თქვენი აზრით რას ნიშნავს ეს ყველაფერი? თქვენი აზრით რა არის ცისარტყელას დაჯგუფება?

ეს არის განსაკუთრებული საზოგადოება, თემი, რომლებიც ჩვეულებრივ ცხოვრობენ გარეთ, ყველაფრისგან მოშორებით. მონაწილეები ყოველწლიური ივენთისას ამტკიცებენ მათ მთავარ პრინციპებს, რასაც ემსახურება ეს ყველაფერი : ესაა სიყვარული, მშვიდობა, ჰარმონია, თავისუფლება….განსხვავებით თანამედროვე საზოგადოებისგან.

ისინი არინ მედიის, პოპკულტურის, კაპიტალიზმის და კონსიუმერიზმის წინააღმდეგ. ეს მოძრაობა მოგვაგონების ჰიპების მოძრაობას და მართლაც ბევრი აქვთ საერთო მათთან.

მჟამად კი ის ყოველწლიურად ტარდება ძალიან ბევრ ქვეყანაში. თუმცა ძალიან ხშირად არის კონფლიქტის შემთხვევები პოლიციას, ადგილობრივ მოსახლეობას და მონაწილეებს შორის. მასმედია არ არის დაშვებული Rainbow Gathering–ში, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ჟურნალისტები წერენ ნარკოტიკების , ნუდიზმის და სხვადასხვა არალეგალური აპექტების შესახებ.

მიუხედავად ამისა, ეს შეხვედრები უკვე 41 წლისაა. და ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ, თავს ბედნიერად გრძნობენ!

მე გეტყვით სიმართლეს, თუ რას ვგრძნობ, როცა ამ ადამიანებს ვუყურებ – მე მინდა ვიყო მათთსავით თავისუფალი. მათ მზერაშიც შეიძლება ამოიკითხოთ : “იყავით თავის უფალი და აღმოაჩინე შენი ახალი ცხოვრება”. შეუძლებელია მათი სახე ტყუოდეს, ისინი ხომ საერთო ღირებულებებისთვის შეკრებილი ადამიანები არიან.

ზოგს თავისი შვილიც კი მიყავს, რათა მათ ბავშვობიდანვე აგრძნობინონ, თუ რა კარგია ცხოვრობდე ყოველგვარი ნორმებისგან თავისუფალ საზოგადოებაში ბუნებასთან ახლოს. ბუნება ხომ ყველაზე უკეთ გვაჩვენებს ადამიანის ემოციონალურ მხარეს. ის ადამიანებს აშიშვლებს და ისინი ხდებიან ისეთები, როგორებიც იყვნენ მანამ, სანამ ტყეში, ღრეში, გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ.

შეუძლებელია აქ თავი მარტო იგრძნო. აქ ხვდები, რომ სამყაროს ცენტრში ხარ. შეუძლებელია, აქ სასაცილო ნორმებით, ვალდებულებებით, ათასგვარი მომაბეზრებელი წესებით შებოჭილი ადამიანი იყო. აქ თავად ბუნება განიჭებს თავისუფლებას. აქ თითქოს სამყაროს ცენტრში ხარ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s