სტივენ კინგის უძილობა

Insomnia 3ინსომნია. უძილობა. მათ შორის , ვისაც შეუძლია იძინოს და ვინც ვერ იძინებს, უზარმაზარი უფსკრულია და ეს ის არის, რაც ერთმანეთისგან განსახვავებს ადამიანებსო. არ ვიცი, სტივენ კინგი რას ფიქრობდა, როცა ამხელა წიგნის დასაწერად ემზადებოდა და მისი რამდენღამიანი უძილობის ნაყოფია ეს ცხრაასგვერდიანი წიგნი, რომელიც ახლახან ხელში ძლივს მეჭირა და რომლის შესახებაც ახლა ვაპირებ საუბარს. მაგრამ ფაქტია, რომ კინგი ჩვენგან ძალიან განსხვავდება. ჩვენს შორის ხომ უძილობისგან გამოწვეული უზარმაზარი უფსკრულია.

რაღა უნდა დავამატო. არ ვიცი, რამე თუ დარჩა ისეთი, რაც ქართველ მკითხველს სტივენ კინგზე ჯერ არ უთქვამს. უკვე მეგობრებთანაც მომბეზრდა მასზე საუბარი. აუტანელია. „ედემში დასაბრუნებლად ისედაც გრძელი გზაა გასავლელი, საყვარელო, ამიტომ წვრილმანებზე ნუ ინერვიულებ!“ – ან ეს ამაზრზენი ფრაზა, რომელიც თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის მატარებელივით მეორდება ყოველ თავში. დამიჯერეთ, ტყუილია ყველაფერი. არაფერსაც არ ნიშნავს არც ეგ და არც სხვა განმეორებადი, იდიოტური ფრაზები. ბოლოს მაინც ყველაფერი ისე ხდება, როგორც ხდება ხოლმე. ისევ მოვტყუვდი. ყველაზე უკეთ კი, სწორედ ეს ეხერხება კინგს.

ადამიანებს სჭირდებათ ჭერი, რომ თავზე არ აწვიმდეთ. საკვები დღეში სამჯერ და საწოლი. ნორმალური სექსუალური ცხოვრება. ჯანსაღი ორგანოები. მაგრამ ამ ყველაფრიდან მთავარი ალბათ მაინც ის არის, რაც ამ წიგნის მთავარ პერსონაჟს აკლია – ძილი. შექსპირი მას იმ ძაფს უწოდებდა, რომლითაც მორღვეულ სახელოს აკერებენო. ნაპოლეონისთვის ღამის დალოცვილი დასასრული ყოფილა, ხოლო უინსტონ ჩერჩილი–მეოცე საუკუნის ერთ–ერთი უდიდესი უძინარი ამბობდა თურმე, რომ ძილი ერთადერთი შვებაა, რომელსაც ღრმა დეპრესიიდან გამოჰყავს ადამიანიო. სხვების არ ვიცი, და აი, ჩერჩილი რომ სიმართლეს ღაღადებს , საკუთარი გამოცდილებით ვიცი.

ზოგიერთი ავტორი უძილობას მხოლოდ სიმპტომად თვლის, სხვები მას დაავადებას უწოდებენ, ზოგი საერთოდ მითად მოიხსენიებს. თუმცა პრობლემა უფრო რთულია, რადგან ვერც ერთი წიგნი ვერ პასუხობს ამომწურავად კითხვაზე – რა არის ძილი, რა პრინციპით მოქმედებს და, საერთოდ, რას ემსახურება იგი. მაგრამ ადამიანები იქამდე ვერ ხვდებიან , რამდენად მნიშვნელოვანია ძილი, სანამ ცოტა არ დააკლდებათ ის. ამ დროს თითქოს ფეხებქვეშ მიწა გეცლება და ვერ ხვდები, რა ხდება შენს გარშემო. ეს კი ყოველგვარ იუმორს მოკლებული საკითხია.

ამას რალფი მაშინ მიხვდა, როცა უძილობამ მისი ცხოვრების ყველა სფეროში შეაღწია, როგორც შემწვარი ნივრის სუნი აღწევს ხოლმე კორპუსის ყველა ბინაში. საგნებმა ფერები დაკარგეს, მთელ სამყაროს კი გაზეთში დაბეჭდილი სურათის მსგავსი მუქი, უჟმური ფერი ედო. თუმცა ყველაფერი სხვაგვარად დაიწყო – ჰოკინგის ლაბორატორიის თანამშრომელი ედ დიპნო გაგიჟდა ! ეს აშკარა სიგიჟე იყო . წმინდა წყლის სიგიჟე. ადამიანი, რომელიც საპიკნიკე ადგილას ჭადრაკის თამაშით იქცევდა ხოლმე თავს და რომელიც ყველასთვის მისაღები ადამიანი იყო, გაგიჟდა, ურჩხულად იქცა.

ეს სიგიჟე კი მას შემდეგ ეწვია, რაც ვიღაც უცხო ტიპები მოვიდნენ და მისი სამყარო სხვადასხვა ფერებით აავსეს. ეს ყველაფერი არც მეტი, არც ნაკლები აურებია. დიახ, აქედან იწყება ყველაზე საოცარი რამ – საგნები არასდროს ყოფილა ასეთი მბრწყინავი. ეს ნამდვილი ჰიპერრეალობაა, სადაც არსებობენ ე.წ. მოჩვენებები, რომლებიც მომავალს წინასწარმეტყველებენ და სადაც ყველა ჯურის არასასურველ არსებას თავისუფლად შეუძლია შემოფრენა. ეს სამყარო იმდენად დიდი და ძლიერია, რომ ჩვეულებრივი, მოკლედღიანების აღქმულს სრულიად უბადრუკ რამედ აქცევს. ეს ყველაფერი კი ლახესისის და კლოტოს ოინებია: მათ დღემოკლეთა აურებში გარკვეული ცვლილებები შეიტანეს და ამ ცვლილებებით უძილობის სპეციფიური შემთხვევა გამოიწვიეს, რათა ამ გზით ჩვენი ბებერი , ყოფილი გაყიდვების აგენტი რალფი, გმირად აქციონ და სიკვდილის წინ ცხოვრება „გაუხალისონ“.

ანუ რალფი ის ადამიანია, რომელსაც „დიადებს“ უწოდებენ და რომელთა ცხოვრება „იდუმალ განზრახვას“ ემორჩილება. მათი დროზე ადრე წაყვანა ყველაფერს ცვლის და სასწორი წონასწორობას კარგავს. წარმოიდგინეთ, ჰიტლერი ბავშვობაში აბაზანაში რომ დამხვრჩვალიყო, მსოფლიო დღეს არ იარსებებდაო. ისე, შენ გაგიხმა ეგ ხელები სტივენ კინგ. თუმცა, ფაქტია, რომ ყველა სიცოცხლე თავისებურია, ფასდაუდებელია – „მნიშვნელობა აქვს ყველას, ან არც ერთს არ აქვს“.

მაგრამ ეს ყველაფერი უბრალოდ ფონია იმ მოვლენებისთვის, რაც გამოგონილ ქალაქ დერიში უნდა განვითარდეს ერთერთი ყველაზე ცნობილი ფემინისტის და „ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის“ ე.წ. აბორტის მომხრე ქალბატონ სიუზან დეის ჩამოსვლის შემდეგ. „ქალთა დაცვის ცენტრი“, „სიცოცხლის დამცველები“, „სხეულის მცველები“, „დღიური პური“… ესენი ყველანი მართლაც ჩვენი ტრაკები არიან და ჩვენვე უნდა მოვუაროთ. რა ნაცნობი სურათია. ვერაფერს იტყვი.

კითხულობ და გგონია, რომ დიასახლისებზე  და უკვე თავშესაფარში მისაბარებელი ბებრებზე გათვლილ სერიალს უყურებ. მართლა სასაცილო წიგნია მთელი თავისი ბრძნული შეგონებებით : „ ყველაფერი განზარახვაზეა დამოკიდებული. ამ სამყაროში შეცდომები ნაკლებად ხდება და თუ გზის გაკვლევას ისწავლი, შეცდომას თითქმის არ დაუშვებ“ 🙂 ამ მწერალმა ლამის თავის ქალა აგხადოს და შიგ ჩაგიდოს თავისი დაღეჭილი ნაბოდვარი.

წიგნში არის ასეთი დიალოგი, როგორ მოიქცეოდით, ოთახში ჰიტლერთან, სტალინთან და აბორტის მომხრესთან ერთად რომ იმყოფებოდეთ, თოფში კი მხოლოდ ორი ტყვია გქონდეთო? პასუხი შემდეგია– აბორტის მომხრეს ორჯერ უნდა ესროლოთო. იგივე კითხვა ჩემს თავს დავუსვი და ამ შემთხვევაში პასუხი შემდეგია : იქიდან გავიდოდი, ამ ბებერ შეშლის მოვძებნიდი და ორივე ტყვიას მას დავახლიდი. ან უკეთეს შემთხვევაში ვურჩევდი–ჩვენო საყვარელო სტივენ, ძალიან გთხოვთ, უფრო მეტხანს იძინეთ!

თუმცა, ერთ რამეში ნამდვილად ვერ შეედავები. არაფერი ჯობია ლოგინში თბილ ადამიანთან ერთად წოლას და ძილს, მაშინ როცა გარეთ ქარი ოხრავს, ზუზუნებს და სახლის სახურავებზე ბობოქრობს.

Advertisements

11 responses to “სტივენ კინგის უძილობა

    • თავხედი და უზნეო ადამიანია )) ეს ალბათ ხუმრობით. უბრალოდ, კინგი უკვე პაპსაა ჩემთვის.
      ბევრი შემედავება და მესმის კიდეც, რატომაც, მაგრამ მორჩა, მე კინგი ამოვწურე 🙂 ის მე ახალს ვერაფერს შემომთავაზებს.

  1. მეც კი აღარ მიკლია ბევრი გაგიჟებამდე იმ პატიოსანი კაცის არ იყოს… თუმცა ამაღამ ინსომნია არა, ხვრინვა არ მაძინებს ))))

    • 😀 😀 ვაიჰ, რა მაცინე….. 🙂 ეს იმხელა წიგნია , რომ ნებას გაძლევ ჩაარტყა და დამიჯერე, ვერასდროს იხვრინებს 🙂 ნუ კინგია მაინც და ცოტა ჰორორ იდეები მოგაწოდე პრობლემის გადასჭრელად 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s