სიმბოლიზმი და მელანქოლია

tumblr_mhiowfyvmc1rv5690o1_1280ყოველი ახალი დღე ახალი ხელოვანის აღმოჩენით იწყება. დავაკონკრეტებ – ბევრისთვის ნაცნობი, მაგრამ ჩემთვის უცნობი მხატვრების უცნობი ნამუშევრებით . თუ ცუდ განწყობაზე ვარ, მაშინ მითუმეტეს. ამაზე უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე ცუდად დაწყებული დღის ბედნიერად დასრულებისთის. დღესაც ჩვეულებრივი დღეა – დღე , რომელიც იწყება მზიანი სიცივით, საწოლზე შავად მოკუნტული კატით, არავითარი ყავით და უკმაყოფილო დაიკოს ზარით, რადგან მე არასდროს არ მცალია მისთვის და ა. შ. ეს რა მოსაყოლია.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ვინმე ბელგიელი მხატვარი, სიმბოლისტი და გრაფიკული ხელოვნების ოსტატი ლეონ სპილიაერტი, რომელიც დაიბადა 18881 წლის 28 ივლისს ოსტენდში, იყო პარფიუმერ ლეონარდ ჰუბერტ სპილიაერტის შვიდი შვილიდან ერთ–ერთი, რომელმაც ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა თავისი ინტერესი ხატვისა და ზოგადად, ხელოვნებისადმი. ლეონი ერთი კარჩაკეტილი და ძირითადად, თვითნასწავლი მხატვარი იყო, თავისი თაობის ერთგვარი აუტსაიდერი, რადგანაც სიმბოლიზმსა და ექსპრესიონიზმს შორის საგრძნობლად ჩაიკარგა. ის იშვიათად იყენებდა ზეთს და უპირატესობას ანიჭებდა აკვარელებს, პასტელებს, გუაშს. თვლიდა , რომ ასე უკეთ გამოხატავდა თავისი ნამუშევრების შინაარსს.  სპილიაერტი გულგრილი იყო ჩვეულებრივი საგნების მიმართ და თავის ნამუშევრებში საკუთარ სულიერების ვიზუალურ ენაზე გველაპარაკება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ყოველდღიურობას გვერდს უვლის და თვალები დახუჭული აქვს.

ლეონის თითოეული ნამუშევარი ალბათ ღრმა მეტაფიზიკურ პროცესების ასახვის მცდელობაა. იქიდან გიმზერთ სიჩუმე, მელანქოლია, მარტოობა, ლოდინი, რომელიც თითქოს შავ ლაქად ედება მნახველის გონებას , შემდეგ კი იშლება ხაზებად, ღებულობს გარკვეულ ფორმას და ჩვენც ნელ–ნელა ვარჩევთ ერთმანეთისგან ავტოპორტრეტს სარკეში, რომელიც სიკვდილს მოგვაგონებს თავისი უსასრულობიდან მომზირალი, თითქოს დათხრილი თვალებით; თავბრუსხვევას ; ახალგაზრდა მამაკაცს წითელი ყელსახვევით; მთვარის შუქს ხელოვნური შუქის ფონზე, რომელიც ისე ტრიალებს საკუთარ თავში, რომ ისევ თავბრუსხვევის შეგრძნება გიჩნდებათ ; გამხდარ, დაკლაკნილ ძაღლს თოვლში; ისევ და ისევ საკუთარ ავტოპორტრეტს, სადაც კარგად ჩანს მეტაფიზიკური ძიებისგან გატანჯული ხელოვანის მარტოობა, შიში, მუქარა, შინაგანი გამოცდილება, ფსიქოლოგიური დაძაბულობა და პირადი მკაცრი სტილი, რომელიც ასევე მთელი თავისი შემოქმედებისთვის იქცა დამახასიათებლად.

tumblr_n1voeg9F2w1rv5690o1_500მისი ყველა „გმირი“ ერთი შეხედვით, ერთფეროვანებისგან დაქანცული მარტოსული ადამიანია, თუმცა შევხვდებით არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ცხოველებს, ფრინველებს, ან ადამიანებს და ცხოველებს ერთად. ისინი ზოგჯერ ზურგს გვაქცევენ და ამ დროს გგონიათ, რომ მაინც გიყურებენ. თუმცა, ზოგჯერ თვალებში გვიყურებენ და თითქოს , ჩვენ არ ვართ ის, რისი ნახვაც მათ თვალებს უნდათ. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს მათ მისტიურობას, არაჩვეულებრივობას, განუმეორებლობას და იმის შეგრძნებას ჩვენში, რომ ისინი სხვა სამყაროდან არიან, იმ სამყაროდან, სადაც ჩვენც ვართ ხოლმე, თუმცა არ გვახსოვს და სწორედ , მათი არაბუნებრივი მზერა არის ამ ორ სამყაროს შორის ზღვარის წაშლის მცდელობა.

ლეონ სპილიაერტი 1946 წელს ბრიუსელში გარდაიცვალა.

მასთან ერთად შეუძლებელია არ ვახსენოთ ოდილონ რედონი (Bertrand-Jean Redon; French: [ʁədɔ̃]; April 20, 1840 – July 6, 1916)– ფრანგი სიმბოლისტი, რომლის გავლენასაც ხშირად მიაწერენ ლეონ სპილიაერტს. თუმცა ლეონისგან განსხვავებით, ოდილონმა სწავლა–განათლების მიღებაც მოახერხა და უფრო კარგადაც დაიმკვიდრა თავი. მისი ნამუშევრები სავსეა გროტესკული, უცნაური არსებებით, რომლებსაც, როგორც თავად რედონი ამბობდა, შეიძლება იყვნენ ორაზროვნები, მაგრამ იმდენად თავისთავადები არიან, არ სჭირდებათ განსაზღვრა, ახსნა, რამესთან დაკავშირება. ეს ყველაფერი თითქოს, ავადმყოფობას, ბოდვას და საკუთარი გონების აჩრდილებთან საუბარს ჰგავს.

მართლაც ასეა. არა არის საჭირო ყოველთვის ყველაფრის რაციონალურად ახსნა. ზოგჯერ ისე უნდა დავტოვოთ ყველაფერი, როგორც არის. შეიძლება, მხოლოდ შეგრძნებებმა მიგვიყვანოს სიმართლემდე.

 467329_288260074597569_843293815_o

Advertisements

3 responses to “სიმბოლიზმი და მელანქოლია

  1. არაჩვეულებრივი ხერხი მოგიფიქრებია! მე ახალ ანიმაციებს ვეძებ ხოლმე ვიმეოზე. :))

    • ეგ მეც მიყვარს,მაგრამ პირველი განტვირთვის საშუალება მაინც ესაა ხოლმე…))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s