საიდუმულოებით მოცული შავი ორქიდეა ანუ ქალი, რომელიც იცინის.

61r3Zsg3wpL._SL1294_არ მიყვარს დეტექტივები. აი ასე, უბრალოდ არ მიყვარს. ვერც იმას ვიტყვი, რომ ძალიან ჩვილი გული მქონდა და იმიტომ ვარიდებდი თავს. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, აგატა კრისტის და არტურ კონან დოილის ნაწარმოებებსაც მოვალეობის მოხდის მიზნით ვკითხულობდი ბავშვობაში. ახლაც ვერ გეტყვით, ასე ძალიან რა მაღიზიანებდა დეტექტივებში. თუმცა, მაშინ როცა ჩემი ხნის მეგობრები და უფროსებიც თავფეხიანად ეშვებოდნენ დამნაშავეების, მკვლელების, ქურდების, მანიაკების და სხვა სახის შეშლილების იდუმალებით მოცულ სამყაროში, მე მერჩივნა წამეკითხა ჩვეულებრივ ადამაინებზე, რომლებიც ცხოვრობენ ამ ყველაფრისგან მოშორებით – ტყეში, მთაში, ზღვაზე, აფრიკის მიუვალ ადგილებში, სხვადასხვა თვალწარმტაც ადგილებში ცხოველებთან, ფრინველებთან და ერთ რიგით, უბრალო და ჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად, რომლებიც საიდუმლოებების ამოხსნის არანაირი ზებუნებრივი ნიჭით არ იყვნენ დაჯილდოებულები. ტურ ჰეიერდალის “ფატუ–ჰივაც” იმ ასაკში რომ წამეკითხა, ალბათ დღემდე ჩემი ყველაზე საყვარელი წიგნი იქნებოდა.

მაგრამ დღემდე გადავაწყდები ხოლმე ისეთი დანაშაულების ისტორიებს, რომელებმაც შეუძლებელია ცნობისმოყვარეობა არ აღძრას ადამიანში. სამწუხაროა, რომ ჯერ სწორედაც ცნობისმოყვარეობა ჩნდება და მერე სევდა იმის გამო, რომ ისეთი ადამიანებიც დადიან დედამიწის ზურგზე, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი დაბინდული გონებით ისეთი შემზარავი დანაშაულები ჩაიდინონ, როგორიცაა თუნდაც, 20 წლის გოგონას უმოწყალოდ დასახიჩრება და სიკვდილს გამოსალმება. ის შემზარავი ისტორიაც , რომლის შესახებაც მინდა ვისაუბრო, სწორედ იმ ერთეულებში შედის, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყრო.

1947 წელს ლოს–ანჯელესის გარეუბანში, უკაცურ ადგილას, იპოვეს ახლაგაზრდა ქალის, 20 წლის ელიზაბეტ შორტის უმოწყალოდ დასახიჩრებული ცხედარი. ლამაზი გოგონა სავსე იყო ამბიციებით და ოცნებობდა ჰოლივუდზე. იგი ერთერთი ფილმის კასტინგზე მივიდა და დარწმუნებული იყო საკუთარ გამარჯვებაში. 1974 წლის 9 იანვარს რობერტ მანლიმ იგი წაიყვანა ”ბალტიმორის სასტუმროში” საიდანაც ელიზაბეტი უკვალოდ გაქრა. მხოლოდ 15 იანვარს იპოვეს მისი დასახიჩრებული სხეული. ელიზაბეტის პირი ყურებამდე იყო ჩაჭრილი. საქმის ძიებისას უამრავი ეჭვმიტანილი დაიკითხა, მათ შორის ის 60 ადამიანი რომლებმაც თავისი სურვილით აღიარეს დანაშაული.

დანაშაულმა დიდი რეზონანსი გამოიწვია მას დაარქვეს ”შავი ორქიდეის” საქმე, რადგან ელიზაბეტს მუქი შავი თმა ქონდა და ეს ყველაფერი საიდუმლოებით იყო მოცული. პირველ ეჭვმიტანილად იქცა მანლი, რომელმაც ბოლოს ნახა გოგონა. შემდეგ უკვე ეჭვი მიიტანეს მარკ ჰანსენზე ღამის კლუბის და იმ სახლის პატრონზე რომელშიც ელიზაბეტი ცხოვრობდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილები იყვნენ: ვუდი გატრი, ორსონ უელსი და ბაგსი სიგალი. დამნაშავედ მიიჩნევდნენ ასევე დოქტორ უოლტერ ბეილის, რომლის შვილიც იცნობდა ელიზაბეტის დას. საბოლოოდ ამ დანაშაულისთვის არავინ დაუპატიმრებიათ.ეს მკვლელობა აშშ–ში ჩადენილი ერთ–ერთი უსასატიკესი და იდუმალებით მოცული დანაშაულია. ეს გოგო ისეთი პოპულარული გახდა , როგორც ატომური ბომბი, მაგრამ მისი საქმე დღემდე გაუხსენელია. ალბათ , სწორედ ამის გამოც, ელიზაბეტ შორტის ამბავი არაერთი ხელოვანის ინტერესის საგანი გახდა. მათ შორის , ჯეიმს ელროის, რომლის ყველა წიგნი მაშინვე ბესტსელერი გახდა.

tumblr_lqvph5vioh1r2xld8o1_400ელროი 1948 წელს დაიბადა ლოს–ანჯელესში. 1958 წელს კი მისი დედა გამოუცნობ ვითარებაში მოკლეს. ეს საქმე გაუხსნელი დარჩა. ალბათ სწორედ ამ ტრაგედიამ უბიძგა ჯეიმზ ელროის დეტექტივების შექმნისაკენ. ის ცნობილია თავისი „სატელეგრაფო“ და ფრაგმენტლი წერის სტილით, შავი იუმორით და საშინლად პესიმისტური მსოფლმხედველობით. ელროის დღემდე უწოდებენ „ამერიკული დეტექტივების დემონ ძაღლს“.

სწორედ, ზემოთხსენებული ახალგაზრდა ქალის მკვლელობა დაედო საფუძვლად მის ცნობილ რომანს „შავი ორქიდეა“. მოქმედება გასული საუკუნის 40–50–იან წლებში, ლოს–ანჯელესში ვითარდება. ლამაზი ელიზაბეტ შორტი, რომელსაც ლოს–ანჯელესში „შავი ორქიდეა“ შეარქვეს, ჰოლივუდში სახელისა და პოპულარობის მოსაპოვებლად ჩამოვიდა მასაჩუსეტსიდან, თუმცა, სანაცვლოდ პორნოგრაფია, პროსტიტუცია და სიკვდილი ერგო. მაგრამ აღსანიშანავია, რომ სწორედ ეს გახდა მისი პოპულარობის მიზეზი და არა მისი, როგორც მსახიობის მიერ შესრულებული როლები.

მისი მკვლელობის საქმეს ყოფილი მოკრივე ბაკი ბლაიჩერტი იძიებს თავის მეგობართან ერთად, რომელიც ასევე ყოფილი მოკრივეა. მათგან ყოველთვის ელოდა ბრბო , თუ რას იზამდნენ, მაგრამ თავად შესანიშნავად იცოდნენ რას წარმოადგენდნენ – ამბიციების, სიამაყის და უკმაყოფილების ნაზავს არასწორად წასული ცხოვრების გამო.

ის სულაც არ არის იდეაულური გამომძიებელი, ცივი გონებით არ ადარებს ერთმანეთს ფაქტებს, საქმიან განსჯას წინ უსწრებს მისი ემოციები და სექსუალური მისწრაფებები. ის თვითონაც აღიარებს, რომ მიუხედავად მცდელობისა, თავი დაერწმუნებინა თავის სიძლიერესა და სიმტკიცეში, ბოლოს ყველაზე სუსტი აღმოჩნდა ამ ზღაპრულ სამკუთხედში, სადაც ლი, კეი ლეიკი და თავად ის იყვნენ ჩაბმულნი. თუმცა, ბოლოს ჩანს, რომ ამ სისუსტემ მის ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, თან არც თუ ისე უარყოფითი.

ბლაიჩერტი ცდილობს , ფაქტების კონსტანტირებით აღადგინოს ელიზაბეტის უკანასკნელი რამდენიმე დღე, რასაც გავლენიანი ჩინოვნიკები ეწინააღმდეგებიან. ის იმდენად გაეხვია ამ საიდუმლოებებით მოცული დანაშაულების სერიის ბურუსში, რომ  იმ მოკლული საწყალი, სევდიანი გოგოს აჩრდილის გარდა არაფერი არ დარჩა. მიუხედავად ამისა, წიგნის დასასრულს გამომძიებელი აღადგენს „შავი ორქიდეის“ მკვლელობის სცენას, თუმცა მისთვის ბოლომდე გაურკვევლი დარჩა, თუ რას გრძნობდნენ ის დამნაშავეები, როცა საკუთარ სახელს სხვებს სულებში ისეთი სისასტიკით ამოწვავედნენ , როგორც ამოწვეს თავიანთი სახელი კი ლეიკის სხეულზე.

Elizabeth-Short-as-Snow-White-A-smile-II-484x640რაც შეეხება ეკრანიზაციას, წიგნის გამოსვლიდან ოცი წლის შემდეგ 2006 წელს ეკრანებზე გამოვიდა ცნობილი რეჟისორის ბრაიან დე პალმას ფილმი ამ რომანის მიხედვით, სადაც მთავარ როლს ჯოშ ჰარტნეტი, ჰილარი სვონკი და სკარლეტ იოჰანსონი თამაშობენ. თუმცა, თავდაპირველად დაგეგმილი იყო , რომ დევიდ ფინჩერს უნდა გადაეღო ფილმის სამსაათიანი შავ–თეთრი ვერსია, მაგრამ მას ეჭვი შეეპარა ამ გადაწყვეტილების სისწორეში , ჩათვალა , რომ ისეთი არ გამოვიდოდა, როგორიც ჩაფიქრებული ჰქონდა და ამის შედეგად, ამ გენიალურმა რეჟისორმა პროექტი დატოვა.

საინტერესოა, რომ მედლინ ლინსკოტის როლი ბრაიან დე პალმამ თავდაპირველად ევა გრინს შესთავაზე, თუმცა, მან უარი თქვა ფილმში მონაწილეობაზე ამ გმირის ცხოვრების ფატალური დასასრულის გამო. სწორედ ამის შემდეგ დაამტკიცეს როლზე ჰილარი სვონკი. აღსანიშნავია, რომ შავ ორქიდეასთან ინტერვიუს ეპიზოდში, ადამიანი კამერის უკან, რომელიც სვამს კითხვებს, თავად ბრაიან დე პალმაა. ფილმში ის პრობლემები და დეტალები, რომლებიც თვალშისაცემი და საკმაოდ უხეშია, არის ლესბოსელების მიმართ აშაკარად გამოხატული ცინიკური ტონი.

2002 წელს კი, როკმომღერალმა მერლინ მენსონმა გამოუშვა აკვარელების სერია ელიზაბეტ შორტის მკვლელობის თემაზე. ჩემთვის ამის გაგება ერთგვარი სიურპრიზი იყო, იმიტომ, რომ არც კი ვიცოდი ეს ადამიანი ხატვის ნიჭითაც თუ იყო დაჯილდოებული 🙂

ესეც ასე. არაფერი არ იმარხება სამუდამოდ – გვამები, მოჩვენებები.

არაფერი იმარხება სამუდამოდ. არაფერი.

artwork_images_943_539032_marilyn-manson

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s