კონცეპტუალური ფერწერა და გერჰარდ რიხტერი

“ხელოვნება იწყება მაშინ, როცა მთავრდება ყოველგვარი ფუნქცია, თვით ესთეტიკურიც კი“

3065

ხელოვნება მუდმივად განიცდის ცვლილებებს, რაღაც მუდმივად იბადება ან კვდება. კი არ კვდება, უფრო ვითარდება.
გასული საუკუნის ხელოვნებაში კონცეპტუალური ხელოვნება შემოიჭრა, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ის, რაც საუკუნეების განმავლობაში მიიჩნეოდა ხელოვნებად. მხატვრებმა უარი თქვეს ტრადიციულ პრინციპებსა და ღირებულებებზე და შექმნეს ახალი სრულიად განსხვავებული ხელოვნება. კონცეპტუალური ხელოვნება — ავანგარდის უკანასკნელი მნიშვნელოვანი მიმდინარეობაა, რომელიც აღმოცენდა 60–80–იან წლებში. კონცეპტუალიზმის ფუძემდებელთა და ძირითად წარმომადგენელთა შორის არიან ამერიკელები რ. ბერრი, დ. ჰიუმლერი, ლ. ვაინერი, დ.გრეჰემი, ე. ჰესე, ნ. ბაუმანი, ონ კავარა, ინგლისური დაჯგუფების „ხელოვნება და ენა“ წევრები და სხვ.

კონცეპტუალიზმში პირველ პლანზე ჩნდება კონცეპტი, საგნის, მოვლენის, ხელოვნების ნაწარმოების ფორმალურ–ლოგიკური იდეა, მისი ვერბალიზებული კონცეფცია, დოკუმენტურად გადმოცემული პროექტი. არტ–მოღვაწეობის არსი კონცეპტუალიზმში განიხილება არა იდეის გამოსახვასა თუ გამოხატვაში (როგორც ტრადიციულ ხელოვნებაშია), არამედ თავად იდეაში, მის კონკრეტულ პრეზენტაციაში, პირველ ყოვლისა, არასიტყვიერი ტექსტის ფორმით, არამედ მისი თანმხლები კინო, ვიდეო, ფონოჩანაწერების ტიპის დოკუმენტური მასალებით.

ევროპული კონცეპტუალიზმის მამა, ყველაზე დიდი მოაზროვნე, რაც კი ევროპულმა კულტურამ ომის შემდგომ შექმნა, იყო იოზეფ ბოისი.მას შემოაქვს ასეთი ფორმულა: ყველა ადამიანში ცოცხლობს ხელოვანი, რომელსაც გაღვიძება სჭირდება, ყველა ქმედება არტისტული ქმედებაა, რომელსაც, უბრალოდ არტისტული იმპულსებით ბომბარდირება სჭირდება, უბრალოდ, გაღვიძებულ უნდა იქნეს მივიღეთ უსაზღვრო, ფაქტიურად უკრეტერიუმო, უფუნქციო გაგება ხელოვნებისა, და ხელოვანი თითქოსდა აღმოჩნდა ცნობიერების ზღვარზე, სად მთავრდება გაგება ცნება ხელოვნებისა და სადამდე შეიძლება არტისტმა, არტისტულად ორიენტირებულმა ადამიანმა ჩათვალოს, რომ იგი ხელოვნებას აკეთებს.

80-იანი წლებიდან საკმაოდ დიდი მოძრაობები დაიწყო ბოისის მოწაფეების გავლენით. ექშენის, ანუ აქციის, ხელოვნებას დაემატა გამოსახულებითი ხელოვნებისადმი ლტოლვა და დაიწყო ახალი მოძრაობები მთელს ევროპასა და ამერიკაში. მას საფრანგეთში ახალი ფიგურაცია ერქვა, ახალი ექსპრესიონისტები დაერქვა გერმანიაში, იტალიელებმა კი მას ტრანს ავანგარდი დაარქვეს. ამ იდეის შემქმნელი იყო ხელოვნებათმცოდნე აკილე ბენიტო ოლივა, მან გააერთიანა დიდი მხატვარების, არაჩვეულებრივი ხელოვანების ჯგუფი, გერმანიაში: გეორგ ბაზელიცი, გერჰარდ რიხტერი, ყველაზე ძვირადღირებული მხატვარი, ანსელმ კიფერი , ზიგმარ პოლკე, რომელიც ახლა გამოფენილია ქარვასლაში, იტალიაში იყვნენ, სანდრო კია, ფრანცისკო კლემენტე, მიმო პალადინო, ლუჩიე ფონტანა. ამერიკაში წამოვიდა არაჩვეულებრივი მხატვრების ჯგუფი ჯულიენ შნაბელი , უორჰოლის წრიდან წამოსული ჟან მიშელ ბასკია. ასევე გააქტიურდნენ ისეთი ტიპის მხატვრები, რომლებიც სოციალურზე იყვნენ ორიენტირებულნი და სოციალური ირონიის გზით მუშაობდნენ.

ამჟამად,განვიხილოთ გერჰარდ რიხტერის შემოქმედება,რომელიც ზიგმარ პოლკესა და გეორგ ბაზელიცთან ერთად საერთაშორისო სარბიელზე ყველაზე ცნობილი სამი გერმანელი ხელოვანის რიცხვში ირიცხება.

გერჰარდ რიხტერი

(გერმ. Gerhard Richter; დ. 9 დეკემბერი, 1932, დრეზდენი) — გერმანელი მხატვარი.

სამხატვრო განათლება მიიღო დრეზდენის ხელოვნებათა აკადემიაში (1951). მისი მასწავლებლები იყვნენ კარლ ფონ აპენი, ულრიხ ლომარი და უილ გროჰმანი. კარიერის ამ ადრეულ პერიოდში აქვს მას შექმნილი მიურალი ”ზიარება პიკასოსთან” (1955), როგორც აკადემიის საბაკალავრო ნაშრომი. მას მოჰყვა მეორე მიურალი გერმანიის ჰიგიენის მუზეუმისთვის სახელწოდებით ”ლებენსფროიდე” (სიცოცხლის სიხარული), როგორც სადიპლომო ნაშრომი.

ორივე ნაშრომი საღებავით დაფარეს იდეოლოგიური მოსაზრებით, მას შემდეგ რაც რიხტერი აღმოსავლეთიდან დასავლეთ გერმანიაში გაიქცა (2 თვეში ბერლინის კედლის აღმართვიდან); გერმანიის გაერთიანების შემდეგ კედლის ნახატი ”ლებენსფროიდე” შემთხვევით აღმოაჩინეს მუზეუმის კიბის უჯრედის ერთ-ერთ კედელზე.

1957-61 წლებში რიხტერი მთავარ შეგირდად მუშაობს აკადემიაში და გდრ-ის მთავრობის დავალებებს ასრულებდა. ამ პერიოდში ის ინტენსიურად მუშაობდა მიურალზე ”არბაიტერკამპფ” (მუშის ბრძოლა), ზეთის ტილოებზე (მათ შორის აღმოსავლეთ გერმანელი მსახიობი ანგელიკა დომროსისა და რიხტერის პირველი მეუღლის პორტრეტებზე), რამდენიმე ავტოპორტრეტსა და დრეზდენის პანორამაზე სახელწოდებით ”შტადტბილდ” (ქალაქის პანორამა, 1956).

რიხტერი მოწვეული პროფესორი იყო სახვითი ხელოვნების უმაღლეს სკოლაში, ჰამბურგი, და ნოვა სკოტიას ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯში რამდენიმე წელი, სანამ დიუსელდორფის ხელოვნების აკადემიის პროფესორი გახდებოდა 1971 წელს. 1983 წელს რიხტერი კელნში გადადის, სადაც ის დღემდე ცხოვრობს.

მისი თქმით, ფერწერა,ხატვა არის ისეთი შეხედულებების გამოხატვა,რომელიც უფრო მეტად ჰუმანურს გვხვდის. ხელოვნება არის გრძნობების შექმნა და ამ გრძნობებისათვის კონკრეტული , განსაზღვრული ფორმის მიცემა. ხელოვნება-ეს არის რელიგიის მსგავსი, უფრო სწორად თავად არის რელიგია,რომელიც ეძიებს ღმერთს.

რიხტერი თვლის, რომ ხელოვნება არის იმედის უმაღლესი ფორმა. როცა ხელოვნების ნიმუშს ეხება საქმე, იქ ყველა თეორია იმსხვრევა და არ რჩება მათთვის ადგილი. სურათი რომელიც არის ერთჯერადად ინტერპრეტირებადი და ერთი აზრის შემცველი, ცუდი ნახატია.

ეს გოგონა კი, ცისფერი, მიბნედილი და გულუბრყვილო თვალებით, ბეტი რიხტერია. ხელოვნების ეს ნიმუში ძალზე დელიკატურად არის შესრულებული . წითელი ფერი გოგონას ქალურობაში გადასულ ხიბლს უფრო მეტად უსვამს ხაზს. ცისფერი თვალები, ყურებთან ოდნავ ჩამოშლილი ქერა თმა კი მის სიწმინდეზე და გამოუცდელობაზე მიუთითებს. როცა უყურებ, ადამიანური ცნობისმოყვარეობა გიპყრობს – რას შეიძლება უყურებდეს გოგონა ასეთი სუფთა და გაოგნებული თვალებით?

შეიძლება, სწორედ ამ ცნობისმოყვარეობის აღძვრა იყო რიხტერის მიზანიც.

Advertisements

2 responses to “კონცეპტუალური ფერწერა და გერჰარდ რიხტერი

    • მაგ “საინტერესოობის” აღსანიშნავად ეს ორი სიტყვა ძალზე არასაკმარისია 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s