ლუჩიო ფონტანას დაჭრილი ნახატები

fontana4ღამე ზომბები რომ მოგსდევენ და გულამოვარდნილი რომ იღვიძებ, აი, სწორედ მაშინ უნდა მიაშურო კომპიუტერს. და უნდა იპოვო კიდეც ისეთი საინტერესო ადამიანები, რომლებიც კოშმარულ ღამეს დაგავიწყებენ. სწორედ ასეთ დროს „ნაპოვნი“ ხელოვანია ლუციო ფონტანა. არ შეიძლება, არ დაინტერესდეთ ამ მრავალმხრივი განვითარების მქონე ხელოვანის ნამუშევრებით. თავდაპირველად შეიძლება ვერც გაიაზროთ, რას აკეთებს ეს ადამიანი, ან რისი ჩვენება უნდა ჩვენთვის თავისი დანაკუწებული, ამოჭრილი და თითქოს ჭრილობისგან სისხლდაცლილი ნამუშევრებით, თუმცა არ არსებობს ისეთი რამ, რისი გაგებაც ადამიანს არ შეუძლია. მითუმეტეს , თუ ეს რაღაც ისევ ადამიანის მოგონილ–შექმნილია.

ლუჩიო ფონტანა (19 თებერვალი, 1899 – 7 სექტემბერი, 1968) იყო იტალიელი მხატვარი და მოქანდაკე. ის ცნობილია თავისი თავისი იმ ნამუშევრებით, რომლის დამსახურებითაც იქცა ხელოვნების ერთ–ერთი მიმდინარეობის – სპაციალიზმის დამფუძნებლად (Italian: Spazialismo). დაიბადა არგენტინაში, თუმცა მისი მშობლები იტალიელები იყვნენ. მამამისიც ასევე მოქანდაკე იყო. ფონტანამ თავისი ახალგაზრდობის წლები იტალიაში გაატარა, თუმცა 1905 წელს არგენტინაში დაბრუნდა და 1922 წლამდე მამისთან ერთად მუშაობდა. უკვე 1926 წელს კი ის უკვე მონაწილეობდა ნექსუსის , ახალგაზრდა არგენტინელ ხელოვანთა ჯგუფის გამოფენაში.

1927 წელს ის დაბრუნდა იტალიაში და სწავლობდა სკულპტურას ადოლფ ვაილდტთან, ბრერას აკადემიაში 1928 წლიდან 1930 წლამდე. იმავე წელს გამართა თავისი პირველი გამოფენა მილანის სამხატვრო გალერიის ორგანიზებით. მომდევნო თვეების განმავლობაში მან იმოგზაურა იტალიაში და საფრანგეთში, მუშაობდა აბსტრაქტული მხატვრობის სხვადასხვა წარმომადგნლებთან და ექსპრესიონისტებთან ერთად.

1940 წელს ის დაბრუნდა არგენტინაში, სადაც ბუენოს–აირესში დაარსა ალტამირას აკადემია თავის სტუდენტების ხელშეწყობით. ამავე პერიოდში გამოაქვეყნა თეთრი მანიფესტი, სადაც ამბობდა, რომ მატერია, ფერი და ხმა არის ის ფენომენი, რომლის ერთობლივი სიმულირება ავითარებს ახალ ხელოვნებას. ამის შემდეგ მან უფრო განავითარა თავისი თეორიები და აქედან დაედო სათავე სპაციალიზმს – ახალ მიმდინარეობას ხელოვნებაში, რომელსაც მხარს უჭერდნენ სხვა ფილოსოფოსებიც და მწერლები. 1947–დან 1952 წლამდე მან თავისი ეს დებულებები განავრცო ხუთ  მანიფესტში, მაგრამ მილანის დაბომბვის დროს მისი ნამუშევრები ფაქტობრივად სრულად განადგურდა. თუმცა, ამის შემდეგ მან ისევ აქტიურად გააგრძელა მუშაობა.

მილანში ის თანამშრომლობდა სხვადასხვა არქიტექტორებთა ერთად, რომლებიც მუშაობდნენ ომის დროს დაბომბილი მილანის აღდგენაზე. ის თავის ძალისხმევას არ იშურებდა ამ საქმისთვის. როცა 1948 წელს ისევ დაბრუნდა იტალიაში, მან მოაწყო გამოფენა მილანში, სადაც ნაჩვენები იყო გიგანტური ამებას ფორმის დროებითი ინსტალაცია ჩაბნელებულ ოთახში, სადაც მხოლოდ ნეონის შუქი ანათებდა.ის მონაწილეობდა მრავალ ერთობლივ პროექტებში, განსაკუთრებით ლუჩიანო ბალდესარისთან ერთად, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს მის მიგნებას – სივრცით შუქს, ნეონის სტრუქტურას.

1949 წლიდან კი მან დაიწყო სივრცითი კონცეფციის განვითარება, ე.წ. slash სერიების შექმნა, სადაც ერთფეროვანი გამოსახულება შედგებოდა ხვრელებისგან, დახრილი  და დაჭრილი, დაქუცმაცებული ეფექტის მომცემი ხაზებისგან. მან შეიმუშავა საერთო სახელწოდება ამ სახის ნამუშევრებისთვის და მას უწოდა სივრცითი კონცეფცია (Concetto spaziale), რომელიც მის შემდეგ ნამუშევრებში აქტიურად გამოიყენებოდა.

მისი ეს შემოქმედებითი პერიოდი შეიძლება დავყოთ ორ კატეგორიად: „ხვრელები“, რომელიც დაიწყო 1949 წელს და „დახრილი ხაზები“, რომელიც დაიწყო 1950 წელს. ფონტანა მისი ტილოების უკანა ნაწილს ხშირად ავლებდა შავ ქსოვილს, რათა ამ ამ დროს წარმოქმნილ ერთგვარ სიბნელეს შეექმნა მისტიური შეგრძნება, ილუზია იმისა, რომ „ღია ჭრილობების“ მიღმა სიბნელე შავად ციმციმებს სიღრმეში.

თავისი კარიერის ბოლო წლებში ის აქტიურად მართავდა გამოფენებს მსოფლიოს სხვადსახვა კუთხეში. ამავე პერიოდში თავისი თეთრი ნახატებით თითქოს ერთგვარ სიწმინდეს მიაღწია. ამ ყველაფრიდან ცოტა ხნის შემდეგ, მან მიატოვა სახლი მილანში და იტალიის ერთ–ერთ პროვინციაში გადასახლდა , სადაც გარდაიცვალა კიდეც 1968 წელს. თუმცა, მისი ნაყოფიერი მუშაობის შედეგად დატოვებული ნამუშევრები დღემდე არ კარგავს თავის აქტუალობას.

Advertisements

2 responses to “ლუჩიო ფონტანას დაჭრილი ნახატები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s