კადრებში გაყინული ველური აფრიკა

Nick-Brandt-14ნიკ ბრანდტი თუ არ გაგიგიათ, “Earth Song” გექნებათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოსმენილი მაიკლ ჯექსონის გენიალური შესრულებით. შეიძლება , ვიდეო–რგოლიც კი გქონდეთ ნანახი. ხოდა, იცოდეთ, რომ სწორედ ეს  ნიკ ბრანტიც დგას იმ თავბრუდამხვევი წარმატების და აჟიოტაჟის უკან, რაც ამ კლიპმა და ამ შესრულებამ გამოიწვია მსოფლიოში. ამიტომ, გასაკვირიც კია, რომ ჯერ მისი ფოტოების შესახებ გავიგე და მხოლოდ ამის შემდეგ ვნახე ინტერნეტში მისი და მაიკლ ჯექსონის ამ საინტერესო პარტნიორობის შესახებ.

ასე მგონია, ამას მხოლოდ იმათთვის ვწერ, ვისაც ნიკივით და ჩემსავით უყვარს ცხოველები. თითქოს, სხვას არც აქვს ამის წაკითხვის უფლება : ). ასეცაა. ანუ უნდა გიყვარდეს ეს არსებები, ან საერთოდ ახლოსაც არ უნდა გაეკარო არც მათ და არც იმას, რაც მათ ეხება. თუ გაქვს პრეტენზია მათ სიყვარულზე, უნდა გჯეროდეს, რომ ეს არსებები, მართლაც სულ–იერი არსებები არიან. არსებები, რომელთაც ისევე აქვთ საკუთარ ტერიტორიაზე მშვიდად ცხოვრების უფლება, როგორც ჩვენ. ყველაზე კარგად კი მათი ეს სულიერება ფოტოგრაფიაში ამ ადამიანმა აღბეჭდა – ნიკ ბრანდტმა. იმისთვის, რომ ეს ადამიანი და მისი ფოტოები სიცოცხლის ბოლომდე დაგამახსოვრდეთ, ბევრჯერ გავიმეორებ მის სახელს. როგორ გითხრათ რა შეგრძნებაა. ძალიან რთულია ჯერ შენი შთაბეჭდილებები აღწერო, შემდეგ კი თავად ნიკის ემოციებს ჩაწვდე, თუ რას გრძნობდა იმ დროს, როცა ასე ახლოს იყო ამ საოცარ არსებებთან.

იმდენად ინტიმურია მის მიერ აღბეჭდილი ყოველი ცხოველი, რომ გრძნობ , როგორ ესმის ამ ადმიანს ცხოველების სულისკვეთება. ისეთი ფოტოებია, თითქოს ერთხელაც მოიწყინა მარტოობისგან და გაიფიქრა, მოდი , ამ არსებებს დავპატიჟებ ამ საღამოს კამერასთან გულახდილად სალაპარაკოდო.  მიფიქრია , როცა ღამე მშვიდად წევს თავის ფეშენებელურ სახლში თავსქვემოთ ხელებამოწყობილი, ნეტა რომელი ცხოველის უნიკალური კადრი იღიბეჭდებათქო მის ფიქრებში–სპილოები მტვრის ღრუბელში, ბეჰემოტები მდინარე მარაზე, ლოდებზე წამოწოლილი დედა ავაზე ბოკვერებთან ერთად, ხეზე ამძვრალი ავაზა, მდედრი ლომები, სპილოების ჯოგი ტბაზე, აფრიკული კამეჩების ჯგუფი, ჟირაფები ხვეული ღრუბლების ფონზე, ტყის ანტილოპა ცის ფონზე, ხეზე მიყუდებული ლეოპარდი, მარტორქა მტვერში, ცალი თვალით ბრმა აფრიკული კამეჩი, დედა–შვილი ჟირაფი, შიმპანზე თუ მდედრი ლომი, რომელიც ნაღვლიანად გაჰყურებს ჰორიზონტს.

ფოტოგრაფმა ნიკ ბრანდტმა (Nick Brandt) შესანიშნავი ფოტოსერია შექმნა თემაზე აფრიკის ველური ბუნება და ადამიანის დამანგრეველ ძალაზე ბუნებაში. ის 1966 წელს ლონდონში დაიბადა, სადაც შეისწავლა მხატვრობა. 1992 წელს კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მან ძალიან დიდი წარმატებას მიაღწია ვიდეო–რგოლების შექმნით. ხოლო აფრიკის ბუნების საოცარი სილამაზე 1995 წელს აღმოაჩინა, ჯერ კიდევ მაშინ , როდესაც იგი ტანზანიაში ქმნიდა ვიდეო–რგოლს არც მეტი, არც ნაკლები , თავად მაიკლ ჯექსონის ცნობილი ჰიტისთვის  “Earth Song”, სადაც გენიალურად წარმოაჩინა გარემოს დაცვის თემის პრობლემატიკა თანამედროვე სამყაროში – ცხოველებისადმი სისასტიკე, გაჩეხილი ტყეები, გარემოს დაბინძურება, სიღარიბე, ომი.

შემდეგ კი, ჩათვალა, რომ ვიდეო–რგოლებით და ფილმებით ვერ ახერხებდა სათანადოდ გადმოეცა ის გრძნობები და ის დიდი სიყვარული, რაც გააჩნდა აფრიკის, ცხოველებისა და ბუნების მიმართ. ამიტომაც იმედგაცრუებული ნიკი 2000 წელს ფოტოგრაფიით დაკავდა. იმავე წელს კი წარადგინა პირველი ამბიციური ფოტო–პროექტი, სადაც შესანიშნავად და სრულიად განსხვავებულად წარმოაჩინა აფრიკის ბუნების თვალწარმტაცი ღირსეშესანიშნაობები. ის მართლაც შესანიშნავად წარმოაჩენს ცხოველების ეპიკურ პანორამებს საუცხოო და დრამატული ლანდშაფტის ფონზე.

ნიკ ბრანდტს ეკუთვნის წიგნი სახელწოდებით “On This Earth, A Shadow Falls” სადაც მის მიერ ფოტოობიექტივით დაფიქსირებული 90 ფოტოსურათია წარმოდგენილი. ამ პროექტის ფარგლებში, მან იმ ფრინველებისა და ცხოველების ფოტოსერია გადაიღო, რომლებიც ტბის სიახლოვეს დაიღუპნენ  და მათ ქვის ქანდაკების იერსახე აქვთ.

– “ნატრონის ტბის ნაპირზე მოულოდნელად აღმოვაჩინე მკვდარი ჩიტები და ღამურები. მე ვერ შევძელი დახმარება, მაგრამ ფოტოები გადავუღე მათ. არავინ იცის ზუსტად, როგორ კვდებიან ისინი, მაგრამ ჩანს, რომ ტბის დრამატულად ამრეკლავი ზედაპირი აბნევს მათ და როგორც ჩიტი ეჯახება მინის ფანჯარას, ისე ეჯახებიან ფრინველები წყლის ზედაპირს. წყალი შეიცავს ექსტრემალურად მაღალი რაოდენობის სოდას და მარილს, რაც დაღუპული არსებებს ქვის ქანდაკების ფორმას აძლევს, გამშრალ მდომარეობაში. მას შემდეგ რაც არსებები ვიპოვე, ისინი “ცოცხალ მდგომარეობაში” დავაყენე და ამ ფორმით დავუბრუნე მათ სიცოცხლე”.

ვაღიარებ, რომ საოცარი ემპათია მაქვს ამ ადამიანის მიმართ.  ის საოცრად რთულია თავის სიმარტივით და უბრალოებით. ნიკ, საოცარი ადამიანი ხარ. მშურს შენი. მაგრამ, პირველ რიგში მადლობელი ვარ იმ საუკუნეებისთვის შემოსანახი კადრებისათის, რომლითაც ამ ცხოველების საოცარი სიცოცხლის ერთი წამი შემოგვინახე.

Advertisements

4 responses to “კადრებში გაყინული ველური აფრიკა

    • არაფრის მერც ანნა.
      ღირდა ეს ადამიანი აღნიშნვად.ხომ დამერწმუნეთ… : )

  1. ნამდვილად კარგი პოსტია)კარგი სურათებია და ა.შ. საინტერესო კაცი გაგვაცანი ….გეპარდებიიიი ❤ მაგათი ყურება არ მომწყინდება არასდროს….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s