Bonjour, tristesse!

9780241951569ის ყველაზე აუტანელი ქალია იმათ შორის, რომელთა ნაწარმოებებიც წამიკითხავს – აბეზარი, თავისნათქვამა, ჯიუტი , ხარბი. მისი წიგნების წაკითხვის შემდეგაც ყველასთვის ცნობილი და ასერიგ ბანალური შეგრძენება გიჩნდებათ ალბათ ყველას – „ღმერთო , რა მარტივია, ამას ხომ მეც დავწერდიო“. კი, დაწერდით, ამ თვრამეტი წლის, სულით ხორცამდე ფრანგულად მომართული გოგოს მსგავსი ნებისყოფა რომ გქონოდათ. საფრანგეთში უნდა დაიბადო ფრანგად, რომ ასე გულგრილად და ცივსისხლიანად აღწერო ფრანგული სექსუალური ვნებები.

წერა იყო მისი ნამდვილი თავგადასავალი. თან ისე გულგრილად და აუღელვებლად გვიყვება, თითქოს რამე აუცილებლობის გამო წერს და არა მკითხველისთვისო. სწორედ, ამ შეუბრალებლობისთვის შემიყვარდა ასე ძალიან ეს პატარა ქარფშუტა , სასმელზე და გართობაზე დამოკიდებული ფრანგი. თან ქალი. უთქვამს კიდეც, მართალია, ფულს ბედნიერება არ მოაქვს, მაგრამ მირჩევნია იაგუარში ვიტირო, ვიდრე ავტობუსშიო. წარმოიდგინეთ, რა ამაყი და თან რა სიცივემდე გულგრილი იქნებოდა თავისი პირველი ჰონორანით ნაყიდი წითელი იაგუარით პარიზის ქუჩებში – სულ რაღაც თვრამეტი წლის , მოდური მეამბოხის როლს მორგებული ფრანგი . გოგონა, რომელიც სულ რაღაც ცოტა ხნით ადრე, გამომცემლობაში , ფოსტალიონიც კი ეგონათ თურმე, როცა ამ თავისი პატარა , სევდიანი წიგნით მიაკითხა. ვერაფერს იტყვი, ფრანსუაზა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იმარჯვო იმ სოციუმზე , რომლისთვისაც წითელი იაგუარიც, წერაც და ფუფუნებაც ამორალურია.

თავად ბრძანა კიდეც ერთ–ერთ ინტერვიუში, რომ ხელოვნება რეალობას სიურპრიზს უნდა უწყობდესო – ის იღებს იმ მომენტს, რომელიც ჩვენთვის უმნიშვნელოა, ამატებს მას კიდევ ერთ მომენტს, მერე კიდევ… და იმპულსურად მათ ტრანსფორმაციას ახდენს მომენტების ისეთ წყებაში, რომლებიც ერთად გარკვეულ ემოციად იკვრება. ვფიქრობ ხელოვნება საფუძვლად არ უნდა იღებდეს რეალობას. არაფერია იმაზე ყალბი, ვიდრე ე.წ. “რეალისტური” რომანები – ისინი ღამის კოშმარია. ხელოვნების ილუზია სწორედ იმაშია, რომ დააჯეროს ადამიანი, თითქოს დიდი ლიტერატურა ძალიან ახლოს არის ჩვენთვის ნაცნობ ყოველდღიურ ცხოვრებასთან, სინამდვილეში კი პირიქითაა. ცხოვრება ამორფულია, ლიტერატურა კი ფორმალური.

ფრანსუაზ საგანი თვრამეტი წლის იყო, როდესაც ეს რომანი დაწერა. ნაწარმოები გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. თამამი სექსუალური სცენები, სიმდიდრისა და ფუფუნების ზეიმი და ჰომოსექსუალური კავშირები შოკში აგდებდა და სასიამოვნოდ აღელვებდა მკითხველს, და ამასთანავე, გზას უკაფავდა ლმობიერად განწყობილი ფრანგი საზოგადოებისკენ. ფასადური აღშფოთების მიღმა მოზარდის მტანჯველი განცდები იმალება, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს მშობელთაგან ის ერთი მაინც, რომელსაც ასე თუ ისე, იცნობს. არც უნდა გაგვიკვირდე, რომ გამოსვლისთანავე მისი ეს ნაწარმოები ოც ენაზე ითარგმნა – სევდისთვის ხომ  არც ეროვნება არსებობს, არც საზღვრები და არც ენა. ეს ისეთი რამეა, რომ დედამიწის ნებისმიერ კუთხეში შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერი ფერის, კანის, რწმენის მქონე ნებისმიერ ადამიანში. ამიტომაც გახდა ალბათ ყველასთვის მისაღები თითქოს გულგრილი და ქარაფშუტა გოგონას სევდით სავსე ცხოვრების ორი წელი.

tumblr_lf38axBufZ1qbbjneo1_500მოკლედ ხდება ისე, რომ 15 წლის სესილი ტოვებს სკოლა–ინტერნატს და მამიკოსთან ერთად გადადის საცხოვრებლად. ყველაფერი აღწერილია ყოველგვარი გარეგნული ნიშნების,ხასიათობრივი თუ კულტურული ასპექტების გათვალისწინებით. ეს ის სიტუაციაა, რომელიც სავსებით შესაძლებელი და ბუნებრივიც კია თანამედროვე კულტურულ კონტექსტში და რომელიც, რა თქმა უნდა, ნაკლებად იყო შესაძლებელი  არამოდერნისტულ სამყაროში. ახლებური ყოფა კარდინალურად განსხვავდება მკაცრ სკოლა–ინტერნატში გატარებული დღეებისგან. პარიზსა და ფრანგულ რივიერას შორის ხეტიალისას, სესილს დაუოკებელი სიამოვნების მიღების სურვილი იპყრობს. და უკვე აქედან , სიუჟეტის განვითარებასთან ერთად პორტრეტთა სისტემა გარდაუვლად განიცდის შინაგან  ტრანსფორმაციას.

ნაწარმოებში მრავალრიცხოვანი უსახელო პერსონაჟი ჩნდება. ეს ფუფუნებაში მცხოვრები საზოგადოების ხიბლია, სხვათათვის სანატრელი ცხოვრება. თავქარიანი მოგზაურობა ორი წლის შემდეგ დასრულდება, საკმაოდ მოულოდნელი შედეგებით. რეიმონდი აცნობიერებს, რომ სესილის დედის მეგობარი, ანა, შეუყვარდა, ინტელექტუალური და საინტერესო ქალბატონი  და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟი. და თუ აქამდე მამის პორტრეტი იყო დომინანტი, ახლა უკვე გამოჩნდა ანა ლორენსი – პორტრეტთა უკვე განხილული სისტემის ორგვარ ტრანსფორმაცია. და უკვე ვხვდებით, რომ სწორედ მანდ უნდა ითამაშოს გადამწყვეტი როლი შემდეგ განვითარებულ მოვლენებში.

პორტრეტი გვიჩვენებს ანას შინაგან სამყაროს, მაგრამ ამავე დროს გვიჩვენებს მის მიმართებას იმ კულტურასთან, რომლის წარმომადგენელიც იგი იყო. გენდერული თვალსაზრისით ანა  თვალშისაცემად გამოირჩეოდა სხვა ქალების ფონზე, რაც, რა თქმა უნდა, განპირობებულია კულტურის იმ ტიპით, რომელსაც ეკუთვნის როგორც თვით ანა, ისე რომანის სხვა პერსონაჟებიც. შინაგანად ეს პერსონაჟი უპირისპირდებოდა არსებულ კულტურულ სივრცეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი შემოდის უკვე ჩვენს მიერ დახასიათებულ პერსონაჟთა სისტემაში როგორც ამ სისტემის განუყრელი ნაწილი, რაც შეუძლებელი იქნებოდა იმ შინაგანი ეგზისტენციალური ტრაგედიის გარეშე, რომელიც მასში უნდა მომხდარიყო.

ანა თითქოს თავს ბედნიერად გრძნობს სიტუაციის იმ ახლად შექმნილი სტაბილურობის ფარგლებში, რომელიც განპირობებული იყო მისივე გამოჩენით. მაგრამ მერე ვხედავთ, რომ მისი ბედნიერება მხოლოდ ილუზია იყო. ქალი, რომელიც აქამდე გარეგნულად და შინაგანი მდგომარეობითაც ბედნიერებას ასხივებდა, ერთბაშად გადაიქცა უბედურ და დაბერებულ ქალად.

მამის გატაცება ქალიშვილს აფრთხობს: თავისუფლების დაკარგვის შიშით სესილის მოზარდისათვის დამახასიათებელი შფოთვა შეიპყრობს და მისი მომავალი სევდით ივსება. რომანში მომხდარი ტრაგედია, მართალია განპირობებულია მამისა და ანას ურთიერთობაში მისი ჩარევით, მაგრამ  ამავე დროს ფინალში ცხადი ხდება შემდეგიც: სესილს არ ჰქონდა ბოლომდე გააზრებული ის, თუ რითი შეიძლებოდა დამთავრებულიყო მისი ჩანაფიქრის განხორციელება. სწორედ ასე გაუცნობიერებლად ჩადენილი დანაშაულის გაცნობიერება გვაიძულებს იმის გააზრებას, თუ რამხელა ადგილს იკავებს ჩვენში სევდა.

კიდევ , მე არ მინახავს, მაგრამ ამ ნაწარმოების მიხედვით 1958 წელს  ოტო პრემინგერს გადაუღია ამავე სახელწოდების ფილმი დებორა ქერისა და ჯინ სებერგის მონაწილეობით. ვფიქრობ, არც ფილმი უნდა იყოს ურიგო.

BONJOUR-TRISTESSE_111

Advertisements

4 responses to “Bonjour, tristesse!

  1. Pingback: რომენ გარ, ცხოვრება წინაა! | ლა მაგა რაიუელა·

  2. სტუდენტი ვიყავი, ამ ქალს რომ გავეცანი და მას შემდეგ მიყვარს მასთან დიალოგი წიგნებში. რაღაცით მგავს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s