ს ო ფ ი ა

1463909_542304325843865_1590162592_n

ორი წლის წინ ერთი გოგო გავიცანი სოციალურ ქსელზე. ეტყობოდა, რომ არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი. მაგრამ ჩვეულებრივი ქალი კი იყო. პატარა თოჯინაში იყო გამომწყვდეული. დიდი, ცასავით უსასარულო თვალები ჰქონდა და გრძელი, ვარდისფერი თმა . პატარა, სასაცილო კაბაში და ცისფერზოლებიან წინდებში იყო გამოწყობილი. იჯდა ასეთი, გახევებული, შუშის თვალებით და გეგონებოდა აი, ახლა კი ცრემლები წასკდება დამძიმებული ქუთუთოებიდანო. (რა ვქნა, რომ ასე ძალიან მიყვარს დიდი თვალები. ჩვენი ყველა ცოდვის დატევა რომ შეუძლიათ ისეთი თვალები. სულისგამყიდველი თვალები.)
დიდი სიფრთხილით აწყობილს ჰგავდა – ათასერთი ფერისგან და ათასერთი სამყაროსგან. ცხრა მთაც რომ გადაიარო , ამდენ სამყაროს ერთად ვერ იპოვი. გადავიარე კიდეც ცხრა მთაც , ცხრა ზღვაც, ცხრა ცაც და ისევ მასთან დავბრუნდი.თავისი პატარა იისფერი სამყარო ქონდა და ძალიან ფრთხილად უნდა შესულიყავი იქ, რომ ერთი უხეში მოძრაობისთანავე არ ჩამოშლილიყო. მაგრამ სად უნდა გვეპოვა, ცაზე უფრო მაღლა იყო. მოკლედ, ერთი ჩვეულებრივი გოგო იყო. მაგრამ არაჩვეულებრივი ადამიანი. ვრწმუნებოდით კიდეც ამაში ყოველ დღე. ასეთი ადამიანები ცაზე, მთავარეზე, ვარსკვლავებზე, და თვით ზესკნელზე მაღლაც კი არიან, მაგრამ იმდენს კი ხედავენ, რომ უფრო ჩვეულებრივი ადამიანების დასახმარებლად მიწაზე ჩამოდიან. მიწის ყველა ცოდვას – ტალახს, ქარს, წვიმას, თოვლსაც კი უძლებენ ისე, რომ არც იმსხვრევიან და არც ის პატარა, სასაცილო, ცისფერზოლებიანი კაბა ესვრებათ. ხო, დაუჯერებელად გეჩვენებათ, მაგრამ მერწმუნეთ, მართლა არსებობენ ასეთი ადამიანები. საკუთარი თვალით ვნახე.აბა როგორ უნდა ვილაპარაკო მასზე, როცა მასზე უფრო ჩვეულებრივი ვარ. მაგრამ დავმეგობრდით კი. ძალიან უბრალოდ და ადამიანურად. არამისებურად. მრცხვენია კიდეც იმის გახსენება, რომ გაცნობისთანავე ვიკამათეთ. აბა როგორ უნდა ეკემათო – წყალივით გამჭვირვალე გახდება მაშინვე და თვალები ვეღარ იტევს ზღვებს, ოკეანეებს. ლამისაა წაგლეკოს თვალებში დატეული უსასრულობით. ამ დროს ჰაერი არ ჰყოფნის ხოლმე – ტუჩებს ოდნავ გახსნის და უხმოდ იხრჩობა. უწყლობისგან იხრჩობა, როცა თავად მასშია წყალიც , ჰაერიც, მიწაც და მზეც.

დამიჯერეთ ყველაფერი. მე ხომ საკუთარი თვალით ვნახე. შევეხე კიდეც, თან არც თუ ისე ფრთხილად, მაგრამ უძლებდა. და არა მარტო მე. მოვიდოდა ხოლმე და ამ შავ ატალახებულ მიწაზე დგომას,ზამთარს და ყველა ცოდვა–ტკივილს უძლებდა წამობით, წუთობით, წლობით. უძლებდა ჩვენთან ერთად ლაპარაკს, ჩვენს ნახვას, ჩვენთან ერთად სეირნობას, ჩვენს ჩახუტებას, ჩვენს სუნთქვას, ჩვენს ლექსებს, ჩვენს გადაუშლელ წიგნებს, ჩვენთან ერთად კოცონთან ჯდომას, ჩვენნაირების არსებობას , თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენს შეხებასაც კი უძლებდა. გაგიკვირდებათ, სად პატარა, მსხვრევადი არსება და სად ჩვენი უხეში ხელები. მაგრამ საოცარი კი იყო. ალბათ, თქვენც შეგეკრებოდათ სული.
ახლა ვფიქრობ, ცაზე მაღლა რომ ცაა და იმის იქით რომ სხვა სამყაროებია, აი, ისევ იქ რომ მოუნდეს დაბრუნება, თავის ათასერთ სამყაროში, ჩვენ რას ვიზამთ. აბა, აქ სად უნდა იპოვო იმდენი სიყვარული, რომ ეს არსება გამოკვებო, როგორც პატარა. ამ დროს ხომ ისევ ისე გახნის ტუჩებს და უხმოდ დაიწყებს კვდომას. ვიცი, რომ მას მზე ისე სჭირდება, როგორც ჩვენ – ჰაერი, მაგრამ ისიცი ვიცი, რომ ჰაერზე მეტად თვად ის გვჭირდება. ვგრძნობ , იქამდე დიდი დროა.
ნეტავ, იქამდე კიდევ რამდენჯერ უნდა მოკვდეს მზე შორეულ ზღვაში.

<

p style=”text-align:justify;”>

Advertisements

4 responses to “ს ო ფ ი ა

    • მადლობა…ეს ადამიანი უფრო საოცარსაც იმსახურებს. დამიჯერეთ, მე ხომ საკუთარი თვალით ვნახე : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s