მეთიუ BRANDT

სწორედაც რომ ასეა. ნებისმიერ კარგ ხელოვანს შეუძლია გითხრათ, რომ მხოლოდ კონკრეტული უნარების სრულყოფილად დაუფლება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გახდეთ სრულყოფილი და აღიარებული. იმისთვის, რომ საკუთარ წარმატებებს საჭირო წინაპირობები შეუქმნა, აუცილებელია გამუდმებით ეძებდე ახალ გზებს, მუდმივ ატარებდე ექსპერიმენტებს და არასდროს არ იყო კმაყოფილი საკუთარი შემოქმდებით. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა იმისთვის, რომ გამუდმებით წინ მიიწევდე. მეთიუ ამის მაგალითია – ის აკეთებს იმ ყველაფერს, რასაც ყველა კარგი ფოტოგრაფი უნდა აკეთებდეს უნიკალური გამოსახულებების აღსაბეჭდად.

მისი უახლესი კოლექცია „ტბები და წყალსაცავები“ (Lakes and Reservoirs) გვიჩვენებს, რომ მას ბოლომდე ესმის ფოტოგრაფიის , როგორც ხელოვნების , დანიშულება და მიზნები. ეს უკანასკნელი სერია აერთიანების და უფრო მართებულად რომ ვთქვათ, აჯამებს მის გამოცდილებას და ამდენწლიანი მუშაობის განმავლობაში ჩამოყალიბებულ ტექნიკას. თუმცა, თავად მეთიუ აღნიშნავს, რომ ის მხოლოდ იმას აღბეჭდავს, რასაც ხედავს. თუმცა, ფაქტია, რომ ის ახერხებს ასეთი “სამაგალითო” მომზადების შედეგად, მის წინ ასახული უნიკალური პროცესებით ძალიან კარგად მოახდინოს ჩვენი მანიპულირება. ეს არ არის მარტივი. მისი ექსპერიმენტები ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს – ის არის ერთგვარი დამაკავშირებელი ნამდვილსა და ასახულს შორის.

მას როცა ჰკითხეს მისი ექსპერიმენტების მნიშვნელობის და მასზე მუშაობის პროცესის შესახებ, ის შეეცადა განემარტა თავისი ნამუშევრების და კონკრეტულად ამ სერიის – „ტბები და წყალსაცავების” კონცეფცია. ის თვლის, რომ ეს საკმაოდ მარტივია. მიდის, უღებს სურათებს ამ ტბებსა და წყალსაცავებს, შემდეგ იღებს წყალს სწორედ იქიდან, აკეთებს C-print–ს  ამ ნამუშევრების და ჟღინთავს სწორედ ამ წყლით. ამ რეაქციის შედეგად ვღებულობთ ულამაზეს გამოსახულებას ტბებისა და წყალსაცავების, რომლებიც ისევ და ისევ საკუთარი “ნაწილისგან” არიან მიღებულნი. ანუ არ კარგავენ “საკუთარ თავს” ამ უცანური ექსპერიმენტისა და საინტერესო მიგნების საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფოტოები ამ ცდების შედეგად “მახინჯდება”, ის მაინც ცდილობს ფრთხილად შეარჩიოს საუკეთესო პოზიცია მისი გადაღებისას. მეთიუ თვლის, რომ ეს პროექტი ემსახურება იმ მიზანს, რომ გაავლოს პარალელი ორი იდეის დეგრადაციასთან – როგორც შემცირებასთან ტბების და წყალსაცავების, ასევე C-print–ის მოძველებით განპირობებულ დანაკარგებთან. ასე მიღებული ფოტოები ხომ ასე ფერადი და მკვეთრი იყო!

ყველაზე საინტერესო და შოკისმომგვრელი იყო, როცა გავიგე, როგორ ქმნიდა ადამიანების პორტრეტებს. ამ შემთხევავში, ის იყენებდა მათ ცრემლებს. როცა თავისი ერთ–ერთი მეგობარი აღბეჭდა ფირზე, მან სწორედ ეს ექსპერიმენტი ჩაატარა და ამ გზით , საშუალება მისცა მას, რომ სწორედ ასე შეექმნა საკუთარი “იმიჯი”.  წარმოიდგინეთ, ცრემლებისგან დამახინჯებული ფოტო – მისი აზრით, საუკეთესო საშუალება , დაინახო შედეგი ტკივილის, სევდის, მწუხარების. და წარმოიდგინეთ ის ცნობისმოყვარე და მუდამ იდეებით სავსე ადამიანი–ფოტოგრაფი, რომელიც გაძლევს საშუალებას, დაინახო შენი მეორე სახე – ის, რაც ყველასგან დაფარულია, თვით შენგანაც კი.

როცა ჰკითხეს , თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ექსპერიმენტები ფოტოგრაფიაში, მან განაცხადა, რომ მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი დასახული შედეგის მიღწევა. მხოლოდ ექსპერიმენტების საშუალებით შეიძლება მოვიდეს ახალი იდეები.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s