დორის ლესინგის დაგვიანებული თავისუფლება

noteამბობს, რომ ნებისმიერი რამ ჯობს პრაქტიკულობას, საღ აზროვნებას, გრძნობების გაზომვას, მიკიბ-მოკიბვას, უარს, გასცემდე გრძნობებს ამის შედეგების შიშით. და ამ დროს სხვა ფერის რვეულში ამატებს, რომ ისეთ საზარელ სამყაროში, როგორიც ჩვენია, უნდა შეგეძლოსო გრძნობების გამოზომვა. და ამ დროს გეუცნაურება, რომ წინათ ამას ვერ ხვდებოდი. რომელს გინდა, რომ დაუჯერო…

წამიკითხავს კიდეც სხვა წიგნებიც–„ნაპრალი“, „ოქროს რვეული“, „ბალახი მღერის“… და ერთხელაც არაფერი მითქვამს მასზე. გუშინ გავიგე სოციალური ქსელის მეშვეობით , რომ გარდაიცვალა. და მაინც ვერაფერს ვამბობ ამ უდავოდ ნიჭიერ და საოცარ ქალზე. მახსოვს, პირველად რომ წავიკითხე , სისხლიც კი არ მოძრაობდა სხეულში. ცუდი დღეები იყო. უფრო სწორად, საშინელი. უსიცოცხლო. არის ჩვენს ცხოვრებაში დღეეები, როცა ათასჯერ კვდები და ცოცხლდები.

აი, სწორედ ასეთ დროს აღმოჩნდა დორის ლესინგის წიგნები ჩემს ხელში. ორივე ერთად ვცდილობდით, საკუთარი შესაძლებლობებისთვის გადაგვეჭარბებინა. ერთი დიდი ქაოსი იყო, საიდანაც ახალი ძალა უნდა დაბადებულიყო – მე ჩემი ახალი ცხოვრებით და სამყარო. ოღონდ არა ფერად რვეულებად გაფანტული ცხოვრება, არამედ ერთიანი და სრულყოფილი. მე მას ვეტყოდი იგივე სიტყვებს, რასაც მისი პერსონაჟი ანა ამბობს „ოქროს რვეულში“ –ძვირფასო დორის, თქვენ მასწავლეთ ტირილი, ამაზე მადლობას ვერ გეტყვით, თქვენ დამიბრუნეთ გრძნობები, ეს კი ძალიან მტკივნეული იყო.

1972 წელს, როდესაც მარგარეტ დრაბელმა დორის ლესინგი ალყაში მოქცეულ კასანდრას შეადარა, ის მყისიერად მოხვდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ლესინგის ნაწარმოებებს იმისთვის ვკითხულობთ, რათა აღვიქვათ ის დილემები, რომელბიც ჩვენს ინდივიდუალურ და კოლექტიურ ცხოვრებაში ჩნდებაო.

1962 წელს – როდესაც „ოქროს რვეული“ პირველად გამოქვეყნდა, ის ხალხმა აიტაცა და სექსუალურ ომში მთავარ გარდამტეხ ძალად აღიარა. „რვეული“ იყო ერთგვარი გამართლება იმ „თავისუფალი  ქალებისა“, რომლებიც ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ ცვლილებებს განიცდიდნენ. ეს საკმაოდ მძიმე რომანი ოთხ წიგნად იყო დაყოფილი და მთლიანობაში მთავარი გმირის, ანა ვულფის ცხოვრებას აერთიანებს. თუმცა, ძალიან რთული აღმოჩნდა, ამდენ ფერებად დანაკუწებული რვეულებისგან ერთ დიდი ოქროს რვეულის შექმნა.

ანა ვულფი მებრძოლი ქალი და მარტოხელა დედაა, რომელიც 50–იან წლებში კომუნისტურ პარტიას თანაუგრძნობს. ვულფი ის ფიგურაა, რომლის მეშვეობითაც ლესინგი სექსუალურ კონფლიქტებსა და განსხვავებას ეხება, მოგვითხრობს პოლიტიკასა და შემოქმედებაზე. განსაკუთრებით კი იმ სულიერ  დაკნინებაზე, რომელიც მთელ ნაწარმოებში იგრძნობა. ცრურწმენების ჩრდილში მყოფი ბრიტანული კომუნისტური პარტიის კრიზისი და ცივი ომის პარანოია  გარდამტეხია ანა ვულფისთვის, როგორც მწერლისთვის, რომელიც შემოქმედებით კრიზისს განიცდის და როგორც ქალისთვის, რომელიც შეწუხებულია სექსუალური უთანასწორობის პრობლემებით.

51AbmsAtN6Lქალი, რომელიც უყვარს კაცს, ვისაც ხანგრძლივი ურთიერთობის განმავლობაში მუდმივად აკრიტიკებდა იმისთვის, რომ ღალატობდა, იმისთვის, რომ მეტისმეტად იტაცებდა მაღალი საზოგადოების ცხოვრება, რომლის გამოც ეჭვიანობდა და იმისთვის, რომ მეტისმეტად დაკავებული იყო კარიერაში წინსვლით. სინამდვილეში ეს ქალი, რომელსაც მათი რომანის ხუთი წლის განმავლობაში ერთხელაც კი არ შეუხედავს სხვა მამაკაცისთვის, არ მიუღია არც ერთი მოწვევა და სრულიად მიაგდო კარიერაც, სწორედ იმ დროს, როცა კაცი მიატოვებს,მართლაც ისეთი ხდება, რისთვისაც ის აკრიტიკებდა.

ცხოვრობს აწეწილი, განურჩეველი ცხოვრებით, ერთი წვეულებიდან მეორეზე გადარბის, ხდება სასტიკი, როცა კარიერა მოითხოვს, ამას თავის კაცებსაც სწირავს და მეგობრებსაც. ამ ამბის არსი არის ის, რომ მისი ახალი პიროვნება კაცის შექმნილია და ყველაფერი, რასაც აკეთებს-მისი სექსუალური ქცევა,კარიერის გულისთვის მუხანათობა და ასე შემდეგ, – ამ ყველაფერს ერთი შურისმაძიებელი აზრით აკეთებს: „ესეც შენ, აი, რაც გინდოდა. აი, ის ვარ, ვისი დანახვაც ასე გინდოდა ჩემში“. და რაღაც ხნის მერე, როდესაც ერთმანეთს შეხვდებიან, როდესაც მისი „ახალი პიროვნება უკვე „მტკიცედ დგას ფეხზე“, კცს ისევ შეუყვარდება. მას ყოველთვის უნდოდა, ქალი სწორედ ასეთი ყოფილიყო და მიზეზი, რომლის გამოც მიატოვა, სინამდვილეში ის გახლდათ, რომ ჩუმი, დამყოლი და ერთგული იყო. მაგრამ ახლა, როდესაც კაცს ისევ შეუყვარდება, ქალი მას უარყოფს,და უარყოფს მწარე ზიზღით: ის, როგორიც ახლაა, „ნამდვილი“ არ არის. კაცმა უარყო მისი ნამდვილი „მე“. უღალატა ნამდვილ სიყვარულს და ახლა ნაყალბევი შეიყვარა. მისი უარყოფით ქალი თავის ნამდვილ „მეს“ ინარჩუნებს, ქალს, რომელსაც მან უღალატა და უარყო.

ბალახი მღერის ერთი როდეზელი ფერმერის ცოლის მკვლელობის ამბავს გვიყვება. ქალი შავკანიანმა მსახურმა გამოასალმა სისოცხლეს. მაგრამ ეს მხოლოდ სიუჟეტია. მთავარი სათქმელი მაინც ამ დამოკიდებულების აღწერაა, თეთრკანიან ფერმერებს რომ ჰქონდათ შავკანიანების მიმართ. ამგვარ დამოკიდებულებას კი ადამიანები გარდაუვალი სიკვდილისკენ მიჰყავს. პირველივე გვერდებიდან იმ მოვლენების მოწმენი ვხდებით, რომლის აღიარება კოლონიურ სისტემას არაფრით სურდა. დიკი და მერი თერნერები სხვათა აზრს ზედმეტად იზიარებენ. როდესაც ისინი დაქორწინდებიან, ქალაქელი მერი საცხოვრებლად თერნერების შორეულ ფერმაში გადადის. დროთა განმავლობაში მერის ქმარზეც გული უცრუვდება და აღარც მომავალს უყურებს იმედით.

41rex9KLj6Lქალი თითქოს უკიდეგანო ველების ხვატში ხვდება და ჯერ უმოძრაობა იპყრობთ, შემდეგ კი ისტერიკა. ოჯახის ერთ–ერთ მოსამსახურეს, მოსეს მერი საკამოდ ცუდად ექცევა, თუმცა მხოლოდ მას შეუძლია ქალის ტნჯვის გაგება. მაგრამ მას მერისადმი ჯეროვანი თანაგრძნობის გამოვლენა არ შეუძლია, რადგან კოლონიურ ტაბუს დაარღვევს – შავკანიანები და თეთრკანიანები ხომ ერთმანეთს ადამიანებად არ მიიჩნევენ. ლტოლვა და შიში ერთად იხლართება ქალის სულში, რადგან კარგად აცნობიერებს, რომ მამაკაცს ნებდება, იმ მამაკაცს, რომელიც ბუჩქზე მეტი პატივისცემით არ უყურებს. მერის შესისხლხორცებული შიში არ ასვენებს, ვაითუ, თეთრკანიანების მიერ მიტაცებული მიწების უკან დაბრუნება მოითხოვოსო. ადამიანთა ტანჯული ცხოვრების თხრობის სიმძიმეს ულამაზესი აფრიკული ტრამალების აღწერა ამსუბუქებს. „ბალახი მღერის“ დორის ლესინგის პირველი რომანია, რომელიც მან აფრიკაში გატარებულ ბავშვობისა და ყმაწვილქალობის განცდებსა და მოგონებებზე დაყრდნობით შექმნა.

რაც შეეხება მის კიდევ ერთ რომანს „ნაპრალი“, ჩემი აზრით, ერთ–ერთი ყველაზე „არაფემინისტურია“ იმ ნაწარმოებებს შორის, რაც დორის ლესინგს შეუქმნია.

Advertisements

2 responses to “დორის ლესინგის დაგვიანებული თავისუფლება

  1. გეთანხმები,”ნაპრალი” ყველაზე არაფემინურია, თუნდაც იმიტომ, რომ საწყისი პოზიციის ჩვენება უნდა და უსქესობის სურვილით იწერება.

    • ბავშვობაში მინდოდა უსქესო ადამიანი ვყოფილიყავი. ძუძუების და სხვა დანარჩენი რაღაცეების გარეშე. არ გამოვიდა ეგ ამბავი 🙂 თუმცა, მერე ლესინგი ვიპოვე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s