ნილსისა და გარეული ბატების საოცარი მოგზაურობა

the-wonderful-adventures-of-nils-screenshot-1„მე ნილს ჰოლგერსონი მქვია. მამაჩემი ჰოლგერ ნილსონი–გლეხია. დღევანდლამდე ადამიანი ვიყავი, დღეს დილით კი…“ – მე აქამდე მთელი ოცდაორი წელი გავიარე.

გაოცებული მოტრიალდა ჩვენსკენ – აკა კნებეკაიზეს როგორ არ იცნობთო? ღმერთო, ოღონდ ახლა კიდევ ვინმე იტყოდეს, რომ მათთვისაც ისეთივე უცხოა ეს აკა კნებეკაიზე, როგორც ჩემთვის და პირობას ვდებ , რომ დღესვე გავერკვევი ამ ყველაფერშითქო. ვფიქრობდი სახეალეწილი. ღრმად ამოვისუნთქე, როცა მივხვდი, რომ ჩემს მსგავსად არავინ იცოდა. როგორია, ასე ძალიან მოგწონდეს ეს დიდთვალება გენიოსი ასეთი გაოცებული გამომეტყველებით და  შენ კი ისიც არ იცოდე, ვინაა აკა კნებეკაიზე.

იმ შემოდგომისფერ საღამოს მივიკვლევდი გზას შინისკენ ტუჩების ცმაცუნით, ბურტყუნით, გამეხებული და აცახცახებული – აკა კნებეკაიზე! ასე სასაცილოდ გამოსათქმელი მაინც არ ყოფილიყო. ამხელა ხარ, რა დროს შენი აკა კნებეკაიზეა. შენ მაღალანაზღაურებადი სამსახური უნდა გქონდეს, საკუთარი მძღოლი უნდა გემსახურებოდეს და შენს საოცნებო სახლში უნდა ცხოვრობდე ორ ძაღლთან, ორ კატასთან ერთად და შენს საყვარელ ქალთან ერთად, რომელიც თავის მხრივ, იმაზე უნდა ზრუნავდეს, რომ შენს უზარმაზარ ბიბლიოთეკაში წიგნებს მტვერი არ დაედოს და მუდამ ახალი თაროები ემატებოდეს. ან რა დროს ჩემი აკა კნებეკაიზეა, ლამის ოთხი წლით ვარ შენზე უმცროსი, ეკჰარტს, ჰუსერლის და ჰარტმანს უნდა ვიზუთხავდე და იმაზე ვფიქრობდე, რომელ ქვეყანაში გავაგრძელო დოქტორანტურა.

აკა კნებეკაიზე! რა დროს ზღაპრებია ან რა დროს ბატებთან ერთად მოგზაურობაა. ბატებზე მხოლოდ მაშინ უნდა ვფიქრობდე, როცა ჩემი მეგობარი ნადირობიდან ბრუნდება „ხელდამშვენებული“ და მოსამზადებლად გვთავაზობს : „აბა გოგოებო, თქვენ იცით რას მოამზადებთ ამისგან“. ზოგჯერ სულაც დაბღვერილი ბრუნდება ხელცარიელი და ჩვენც ჩუმად გვიხარია. იქნებ , ერთხელაც , ისიც ისევე მოეჯადოვებინა ჯუჯა ჯადოქარს, როგორც მოაჯადოვა ერთი პატარა , ჩვეულებრივი, აბეზარი ბიჭი ნილსი ჰოლგერსონი შვედეთის ერთ პატარ სოფელ ვესტმენჰენგიდან. მაშინ ისიც იფრენდა თავის მარტინთან ერთად, დაეხმარებოდა მეგობრებს გასაჭირში, ხანდახან ისევ ისე იეშმაკებდა ხოლმე თავის გადასარჩენად და ერთხელაც, ის ისეთივე კეთილი და საყვარელი დაბრუნდებოდა ლაპლანდიიდან, როგორც ნილსი და გადაწყვეტდა, რომ ნადირობა მისი საქმე არ არის.

მოკლედ , აკა კნებეკაიზეს ხსენება იყო და ვიყიდე კიდეც მაშინვე „ნილსისა და გარეული ბატების საოცარი მოგზაურობა“. გულისკანკალით ველოდი , როდის შევხვდებოდი აკა კნებეკაიზეს – გარეული ბატების გუნდის ყველაზე გაბედულ, გამოცდილ და კეთილ წინამძღოლს. სულ ბუზღუნ–ბუზღუნით სად არ დამქონდა ჯერ კიდევ წაუკითხავი, რა დროს ჩემი ნილსია, ეს დედაჩემს უნდა წაეკითხა ბავშვობაში ჩემთვისთქო. ახლა მე ხომ ეკჰარტს, ჰუსერლის და ჰარტმანს უნდა ვიზუთხავდე. მაგრამ ნილსის არ იყოს, მეც მებადება კითხვა – ნეტავ რად ხდება ისე, რომ რაც უფრო მაღლა ადიხარ, და უფრო ახლოს ხარ მზესთან, მით უფრო გცივა?

ბავშვობა ხომ ჩემთვის ერთი უზარმაზარი სკივრია, დიდი საკეტით და ძალიან მძიმე გასაღებით, რომლის ხელში ასაღებად ძალაც კი არ შემწევს – ხელები მეტკინება,სულ დამეკოჟრება და მერე ისევ მეტყვიან რა უხეში ხელები გაქვსო. ან იქნებ, უკვე ვეღარც ჩავეტიო იქ ამდენ მოგონებებში. ან იქნებ წარსულმა არც კი მიმიღოს – ის მძიმე გასაღები წამართვას და არც მომცეს არასდროს. რას გაუგებ. ასე ადვილიც არ არის, ნილსთან, გარეულ ბატებთან, კარლსონთან, პეპისთან თუ ჩემს საყვარელ გოგონა ავრორასთან დაბრუნება. ისინი ისე შეგაქცევენ ზურგს, რომ სირცხვილით დაიწვები, აილეწები, ამ ჭორფლიანმა, აბეზარმა, პროპელერიანმა თუ ნაცრიფერ შენობებში გამომწყვდეულმა არსებებმა როგორ უნდა გაბედონ , ვითომ არაფერივით ჩაგიარონ და ზედაც არ შემოგხედონ . მაგრამ თუ კარგი ხარ, მიდი და მოიხელთე !

აი , სწორედ ასე გამირბოდა ნილსიც, როგრც კი გადავშლიდი, მაშინვე დამემალებოდა. მეც ისევ ვხურავდი. მერე ისევ ვშლიდი. მერე ისევ ვხურავდი. ასე დავდიოდი ერთი თვე – ის ზურგჩანთაში, მე კი ამ ზურგჩანთით.  ვის უნდა უთხრა, რომ ამდენი ბავშვობა გაიარე და ვერც ერთ ბავშვობაში ვერ გაიგე, ვინ იყო ნილსი, აკა კნებეკაიზე, მარტინი, მარტა, ქონდრისკაცი, მელია სმირე, ციყვი სირლე, გლიმინგენის ციხე–დარბაზის მობინადრე ყარყატი ერმენრიხი, კულაბერგის დღესასწაულზე შეკრებილი ფრთოსანები, ჭოტი ფლიმნეა, ყორანი ფუმლე–დრუმლე, ხის კაცი როზენბუმი, ბრინჯაოს მეფე, წყალქვეშა ქალაქ ვინეტას ხარბი ბინადრები, არწივი გორგო…

სელმა ლაგერლოფის ამ სამყაროში ისეთი სიკეთე, მრავალფეროვნება, აურზაური და ჟრიამულია, რომ სასიამოვნოდ შეპყრობილი ხდები ამ ყველაფრით. მაგრამ ამასთან ერთად, ამ დიდი და საოცარი მოგზაურობისას, ნახავთ ტკივილს,მტრებს, უნუგეშობას, ბედისწერისგან დაჩაგრულებს და ასევე,  ცრემლებსაც კი უპოვით თვით ბრინჯაოს მეფეს.

ეს მთელი სამყაროა. თავისი სიკეთით და ბოროტებით, თავისი სიხარულით და ტკივილით. ეს ისაა, რაც როგორც ერთი კონკრეტული არსების, ასევე მთელი სამყაროს ტვირთია. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, როცა მარტინის თეთრ ზურგზე შემომჯდარი მოჯადოებული ნილსი დაბლა გადახედვისას, გამუდმებით აღმოაჩენს, რომ მთელი დედამიწა მასთან ერთად მოგზაურობს. მთელი ჩვენი მწუხარებით, სიხარულით, ცრემლებით, კატებიანი ზურგჩანთებით, ნანადირევით, შემოდგომისფერი ფოთლებით და ძალიან დიდი ხნის წინ ჩავლილი ხელახლა გაცოცხლებული ბავშვობით.

Advertisements

20 responses to “ნილსისა და გარეული ბატების საოცარი მოგზაურობა

  1. ეეე ცრემლები წამსკდა, [ეეე ნილს, ჩემი საყვარელი წიგნი] ბავშვობა მართლაც სკივრია რომელშიც ჩემი აზრით ხშირად უნდა ჩავიხედოთ, თორემ სრულიად გავუცხოვდებით საკუთარ თავებთან.. მადლობა რომ გამახსენე ბავშვობა

    • არაფრის….მაგას რა ჯობია.
      უბრალოდ, მე იმას ვწუხვარ, რომ ნილსი ჩემთვის მხოლოდ ახლა გამოჩნდა.
      და ვწუხვარ, რომ ჩემმა ბავშვობამ ნილსის გარეშე ჩაიარა ….ცოტათი უკეთესი ვიქნებოდი , ადრევე რომ მყოლოდა ნილსი წაკითხული 🙂

      • არაუშავს, თუ წაიკითხე წიგნში აკუმულირებული მუხტი გადაგივიდოდა და ის შეგივსებდა მაინც, ანუ შეგივსებს და მომავალშ ისე იგრძნობ რომ თითქოს მართლა პატარაობისას წაგეკითხოს, როგორც ამობენ როცა რამოდენიმე სახის კერძს ჭამ, მნიშვნელობა არა აქვს რა რიგითობით ჭამ, ის მაინც კუჭში მიდის ^^

        • ^_^ ახლა რომ კითხულობ ამ წიგნებს, სევდაც ახლავს თან, ბავშვი რომ ხარ , უბრალოდ კითხულობ სიხარულით და მორჩა. არ გავაგრძელებ იმას, თუ რა გავლენას ახდენს ეს მასზე და ა.შ.
          უბრალოდ , იმის თქმა მინდა, რომ ახლა უფრო ბევრ რამეს მაძლევს ასეთი წიგნები. ტკივილინარევი ყველაფერი უფრო მეტად საამურია )))

        • აუ აუ ხოოო, ხანდახან მეჩვენება რომ ტკივილის განცდის დროს [არაფიზიკურის] უფრო ვარ ბედნიერი :დ ანუ რაღაცნაირი შეგრძნებაა ეგ, ერთი შეხედვით ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებს აერთიანებს. აი ასეთი ტკივილის დროს შეიძლება ეს ტკივილი იყოს გამოწვეული თანაგრძნობის გაძლიერებული ინტენსივობით და ამავ დროულად ამ შეგრძნების აღქმის თანადროულად ნარცისულადაც კი წაუამაყებდე [შეიძლება უკვე გავცდი თემას მაგრამ მაინც ^^ ]

        • ბევრნაირი ტკივილი არსებობს. უმეტესწილად ფიქრები მტკივა ხოლმე. როცა არ მტკივა, არ ვარ სტაბილურად. გაწონასწორებულობა, სიდინჯე, ჩამოყალიბებული ცხოვრებისეული გეგმები არის სულისშემხუთველი. ყოველთვის ისეთს უნდა ვგრძნობდე, რაც შემძრავს. და ამ გრძნობის გამოსაწვევად ჩემნაირი ადამიანები შესაბამისად იქცევიან კიდეც ))) ჯილდო არის, ის რომ საკუთრი თავის სიბრალულისგან და სიძლიერის გაცნობიერებისგან ღებულობ სიამოვნებას ))

  2. ძაან მაგარი წიგნია.
    მაგაში ნობელის პრემია ეკუთვნოდა სელმას, თუმცა სულ სხვა წიგნისთვის მისცეს 🙂

  3. ეე ნილსონი _♥♡♥

    ბავშვობაში სამჯერ მაინც მაქვს წაკითხული 😀 მერე ჩემ ძმას ვუკითხავდი, მაგრამ მე უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებდი მგონი 😀

    ღენიალური წიგნია, ლაგერლოფზე აღარაფერს ვამბობ..

    • ხომ…დამაგვიანდა “საბავშვო” ცხოვრება…თქვენგან განსხვავებით : )
      ნეტა ახლაც წამიკითხავდეს ვინმე, სიამოვნებით მოვუსმენდი.

  4. ისე გამიხარდა პოსტი ამ წიგნზეც რომ გქონია ..
    სულ გავფერადდი და ბავშვობა გამახსენდა.
    მადლობა სელმას და შენ ))

  5. ისე გამიხარდა სათაურს რომ თვალი მოვკარი და რატომღაც ცრემლიც მომადგა, არადა არ ვარ სენტიმენტალური. წიგნის ილუსტრაცია გამახსენდა – ბატზე შემომჯდარი ნილსი და ემოცია მისი კითხვისას. ბევრი სასაცილო ადგილის მიუხედავად ამ წიგნს ყოველთვის სევდა დაჰყვებოდა ჩემთვის, ბავშვობაშიც და ახლაც.
    მადლობა შენ გახსენებისთვის ❤

  6. ერთი წლისაა ეს პოსტი. მეიმდენედ წავიკითხე ამ ერთ წელიწადში, ლამისაა შემომეზეპიროს, მაგრამ როგორც თვითონ ნილსი არ მომბეზრდება, თუნდაც მაღალანაზღაურებადი სამსახური მქონდეს და საკუთარი მძღოლი მყავდეს, თუნდაც საოცნებო სახლში ვცხოვრობდე ორ ძაღლთან, ორ კატასთან და ჩემზე და უზარმაზარ ბიბლიოთეკაზე მზრუნველ საყვარელ ქალთან ერთად, მგონი ისევე არ მომბეზრდება ამის კითხვაც.
    დიდი მადლობა შენ

  7. უამრავი საბავშვო წიგნი მიყვარდა მაგრამ ნილსი ყველაზე ძალიან ,აუ რა მაგარი იყო მელიას სისხლს რომ უშრობდა, სულ მცირე 5 ჯერ მაინც მაქვს წაკითხული.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s