მატარებლის ქრონიკები

tumblr_m5v59r91Nx1r7j4s7o1_500

საქმე იმაშია, რომ დეიდაჩემმა მაიძულა  სამი წლის შემდეგ, ისევ მემგზავრა სამეგრელოსკენ იმ მატარებლით, სადაც მხოლოდ შეყვარებულების ტელეფონის ბზუილს, დედისგან ვერ/არ შებარლებული ბავშვის ჩხავილს და მიმავალი მატარებლის ყრუ ხმას თუ გაიგონებთ. ამ დროს გრძნობ, როგორ გუბდება და მყაყდება ეს ხმა ოფლისა და 60 წლის მატარებლისთვის დამახასიათებელ სპეციფიურ სუნში.

ძალიან ნელა მიდის. ბავშვი ისევ ტირის. გაგიჟდება ადამიანი. მობილურს ვიღებ და ვწერ იმას, ვისაც ბოლო დროს ვწერ ხოლმე. განვიცდი მორიგ წარუმატებელ ურთიერთობას და იმედგაცრუებას. მესიჯიც ამ განწყობის შესაბამის ტონალობებშია გადაწყვეტილი. მორიგი აბდაუბდა. ჩემს თავს ვებუზღუნები. დრო მაინც ნელა გადის. პასუხს, რა თქმა უნდა, არ მწერს. არანაირი ემპათია ერთმანეთის მიმართ. ფეისბუქზე შევდივარ და მაშინვე ახლო მეგობრის აპათიური განწყობის სადემონსტრირებელი სტატუსები მხვდება თვალში. ვეკითხები , ამჟამად რამ მიიყვანა ფრუსტრაციამდე. რა თქმა უნდა, უშედეგოდ. თან მეც არ ვიცი ჩაძიება. სისულელეა. მეუბნება, რომ ვინმე ჩემთვის უცნობი მაკიუენის  ორი მოთხრობა წაუკითხავს არილში – პირველში ტიპს მანეკენი შეუყვარდება , მეორე მოთხრობაში კი ,ავტორი სექსს დასცინის . თურმე. დიდი აბეზარი ვინმე უნდა იყოს. კიდევ ერთხელ რომ შემიყვარდეს კიდევ ერთი უსულგულო არსება, ამჯერად მანეკენის სახით, წავალ და ჩემს თაგვთან ერთად შევჭამ მისთვის გამზადებულ ბუტერბროდებს.

შუქიც არ არის ჩემს მატარებელში , რომ ზურგჩანთაში ჩაბუდებული რუშდის „შუაღამის შვილები“ მაინც წავიკითხო. ისე, მე შუადღის შვილი ვარ. ვფიქრობ, ამის ბრალია, ჩვეულებრივობა რომ  დამაკისრა ვიღაცამ მაღლა?  რა უნდა ქნა, როცა დრო ასე ნელა გადის? უამრავი მეგობარი მყავს და ახლა ყველა „მეზარება“. რაც მთავარია , ფეხები თბილად მაქვს. მას როცა ვეუბნები გამუდმებით, ფეხები გამეყინათქო – მსაყვედურობს. მანდ რომ ვიყო, გაგითბობდიო. ვერაფერს იტყვი. თან ეგ არაფერი. ჩემი „ბატინკებიც“ მშვენივრად მათბობს. ვფიქრობ და უზარმაზარ ვარდისფერ ჟაკეტში თბილად ვეხვევი.

ზურგჩანთიდან ფრთხილად ვაცოცებ ფანქარს და დიდ ფერად რვეულს. ვარდისფერ „განყოფილებაში“ ვჩერდები , ფანქრის თავს პირში ვაწვალებ და ვფიქრობ, რა ფერია ხოლმე ამ დროს ჩემი სოფელი. არაფერი გამომდის. ვერაფერს ვიხსენებ. ბავშვი ისევ ტირის. ვფიქრობ იმ დედაზე, რომელმაც ბავშვი ამ მატარებლით წამოსაყვანად გაიმეტა. ვერაფერი მოვიფიქრე მის სასარგებლოდ თუ გასამართლებლად, გარდა უსახსრობისა. ეჰ. დეიდას არ სძინავს. ვატყუებ, რომ სამაგისტროსთვის ვიმარაგებ იდეებს და ამის თქმისთანავე, ჩემი, როგორც „მონდომებული და ჭკვიანი გოგოს“ სტატუსი უმაღლეს ნიშნულს აღწევს ყველა ჩემი ნათესავის თვალში. რა სისულელეა. თავმოღეჭილს ფანქარს რვეულის ზამბარებში ვარჭობ და ვინახავ.

Advertisements

4 responses to “მატარებლის ქრონიკები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s