ბერლინი , ალექსანდერპლაცი

berlin2„ჩემი ვარაუდით, ეს ამბებიც, ისევე როგორც სხვა ადრინდელი, მკითხველების მხოლოდ ვიწრო წრეს დააინტერესებს. თუ რატომ, ამის მიზეზებს ჩვენ არ ჩავუღრმავდებით. მაგრამ ეს სულ არ შემიშლის ხელს, ჩვენს თავმდაბალ გმირს, უბრალო ადამიანს, ბერლინის ყველა კუთხე–კუნჭულში გავყვე და მისი თავგადასავალი ბოლომდე გიამბოთ. რას იზამ, ყველა აკეთებს იმას, რასაც საჭიროდ თვლის“.

ამას თავად ალფრედ დობლინი ამბობს და ხედავთ, რომ თავისი გმირის არ იყოს, თავადაც მეტისმეტ თავმდაბლობას იჩენს, იმის გათვალისწინებით, რომ ამ წიგნს გამოსვლის დღიდან არ დაუკარგავს პოპულარულობა. იცის დობლინმა, რა ჩათვალოს საჭიროდ. და ისიც იცის, რა გააკეთოს იმისთვის, რომ ის რაც საჭიროა, სინამდვილეში განხორციელდეს.

შეიძლება ითქვას, რომ ამ წიგნით ის საშინელება, რასაც ფრანც ბიბერკოპფის მსგავსი მარტივი და უჩინარი ადამიანების ცხოვრება წარმოადგენდა, აზრს იძენს. ესენი ის ადამიანები არიან, რომელთა სასჯელი, სწორედაც, ციხის კედლებს გარეთ იწყება. ესენი ის ბერლინელი ადამიანები არიან, რომელთა თავისუფლება დაწყევლილია (გავიხსენოთ სარტრი J ) – ერთადერთი, რისიც მათ უნდა ეშინოდეთ, ისაა რომ მათი პატიმრობა დასრულდა. თავად დობლინს თუ მოვიხმობთ, ამ ამბის მოსმენა და შესმენა მათ წაადგებათ, ვინც ფრანც ბიბერკოპფივით ადამიანის ტყავში გახვეულები, მასავით ცხოვრობენ, მის გზას გადიან , კერძოდ, ვისაც პური არსებობისა არ აკმაყოფილებთ და ამ ცხოვრებისგან უფრო მეტს მოითხოენ, მაგალითად, ლორიან ბუტერბროდს.

„ადამიანში მთავარი თვალები და ფეხებია! სამყაროს დანახვა და მასთან მისვლა უნდა შეგეძლოს.“

ბერლინს კი ამ დროს პირი ისე აქვს მოკუმული, თითქოს აი, ახლა ნაღველი უნდა ამოარწყიოსო. ჰმ.

რომანის დაწერისას მწერალმა კინოდან აღებული მონტაჟის სტილი გამოიყენა. ნაწარმოებს შეიძლება ზნეობრივი მოთხრობაც ვუწოდოთ. მისი გმირია ყოფილი პატიმარი,  ფრანც ბიბერკოფი, რომელსაც სურს, რომ წესიერ გზას დაადგეს. ბიბერკოფი არქეტიპულად მიამიტი პატარა კაცია, რომლის გარშემოც სიტყვაუხვი მთხრობელი კრიმინალის, ცდუნების და ღალატის ელემენტების გამოყენებით კომპლექსურ ამბავს აგებს.

ფრანცი სხვადასხვა ადგილას ცდილობს მუშაობის დაწყებას, დაუდევრად ჩადენილი ქურდობისას ხელსაც კარგავს, ხდება სუტენიორი, მერე უყვარდება, ბოლოს კი თავისი მეტოქის, რეინჰოლდის პირისპირ რჩება, რასაც მკვლელობა მოჰყვება. და ჩვენი გმირი, რომელიც აქამდე მტკიცედ იდგა, უცებ მოტყდება, ბრძოლაზე უარს იტყვუს. გამოსავალს ვერ ხედავს. ეტყობა, ეს დასასრულია. და სწორედ ამ დროს, როცა სიკვდილის სუნთქვას ლამის ხელშესახებად გრძნობდა, თვალი აეხილა. მაშინღა მიხვდა , რომ გეგმა, რომელმაც აქამდე უბრალო და ჩვეულებრივი ეგონა, თურმე თვადაჯერებულობის, უვიცობის, თავხედობის , სულმოკლეობის, სიმხდალის ნაზავი ყოფილა და არაფრად არ ვარგა.

ელფრედ დობლინი აღმოსავლეთ ბერლინის მუშათა კლასსა და ქუჩის ნაძირალებს დამაჯერებლად აღწერს, იყენებს მეტყველების ზუსტად იმ ელემენტებს , რაც ასეთი კატეგორიის საზოგადოებისთვის არის დამახასიათებელი. ამდენად, რომანი ფრიად შთამბეჭდავია თავისი განუმეორებელი სტილით .

„ბერლინი, ალექსანდრეპლაცი“ ქალაქური ცხოვრების დეტალებსა და მათ კონტრასტულობას აშუქებს. რომანის ტრადიციული ფორმა თანამედროვე კონცეფციებს ადგილს უთმობს , რასაც ავტორი მრავალფეროვანი თხრობით აღწევს. მკითხველი ხვდება საგაზეთო რეპორტაჟებს, შემთხვევით პერსონაჟებს, აფიშების გასაკრავ დაფებს, ქუჩის ნიშნებს (ილუსტრაციების სახით) და ფრაზებს პოპულარული სიმღერებიდან. გარდა ამისა, ბიბლიური და კლასიკური ალუზიები დობლინის მოდერნულ ეპოსს მხატვრულობასა და მრავალფეროვნებას მატებს. ქალაქური მეტყველება და ყოფა სანახაობრივად განსაკუთრებულ ეფექტს სძენს რომანს, სადაც ბერლინი ამ სანახაობის ვარსკვლავია.

berlin cover„მელანჟი „მექსიკა“ ექსტრა, პირდაპირ პლანტაციიდან – 3.75 მარკა. ადგილზე მიტანით, ტრანსპორტის ხარჯებს ფირმა საკუთარ თავზე იღებს, თუ შეკვეთა არა უმცირეს 36 გირვანქის იქნება“.

და ამის შემდეგ ვკითხულობთ სრულიად განსხვავებული შინაარსის მონოლოგს: „მზის სხივები ჩვენს დედამიწას უხსოვარი დროიდან ეცემა. შეხედავ სხივს და ეს ცხოვრება უმნიშვნელოდ, უაზროდ მოგეჩვენება. მზემ ჩვენამდე რომ მოაღწიოს იქსი კილომეტრი უნდა გაიაროს, იგრეკ ვარსკვლას გვერდი აუაროს. მზე მილიონი წელია ანათებს. ანათებდა ნაბუქოდონოსორამდე, ადამ და ევამდე, იქთიოზავრებამდე ბევრად ადრე, ახლა კი ეს მნათობი პატარა ლუდხანის ფანჯარაში იჭვრიტება“.

ასეთ თხრობაზე აგებული ეს მოზრდილი რომანი იმდენად შთმაბეჭდავი, ცოცხალი და გამაოგნებელია, რომ  ვერ ხვდები, როგორ ახერხებს ავტორი თავისი გმირებით ამ დამაჯერებლი და ცოცხალი სურათის შექმნას. არა და ვერც იმას იტყვი, რომ ავტორი  შეგუებულია ამ ყველაფერს და მით უმეტს, თითქოს ვერც იმას შეამჩნევ, რომ მიუხედავად ასეთი დამაჯერებლობისა, ეს ყველაფერი ნაცნობია მისთვის. პირიქით, იმდენად გაოგნებული და გულბრყვილო გეჩვენება ავტორიც, რომ ამ საზოგადოების ძირზე მოქცეული ადამიანების ტრაგიკული ცხოვრების ფონზე, ორმაგად შემაძრწუნებელი ხდება აღწერილის აღქმა.

„ასეთ საზიზღარ, ბილწ ადამიანს დედამიწა როგორ უძლებს!“ – ამოსთქვამს დობლინი და არა მხოლოდ ბერლინის, მთელი სამყაროს სევდაც და პროტესტიც ამ სიმწრით ამოხეთქილ სიტყვებშია თითქოს მოქცეული.

„ბერლინი, ალექსანდრეპლაცი“ მეოცე საუკუნის 20–იან წლების ბოლოს დაიწერა და პირველად 1929 წელს გამოიცა. ალფრედ დობლინი პოლიტემიგრანტებიდან ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც გერმანიაში 1945 წელს, ომის დამთავრებისთანავე დაბრუნდა. თანამშრომლობდა სხვადასხვა გაზეთთან, მუშაობდა რადიოსთვის . ფედერაციული გერმანიის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი . ამიტომ 1953 წელს საფრანგეთში გადასახლდა. გარდაიცვალა 1957 წელს პატარა ქალაქ  ემენდინგენში. მწერლის გარდაცვალებიდან  სამი თვეც არ გასულა, რომ მისმა ცოლმა თავი მოიკლაალფრედ დობლინიც და მისი მეუღლეც საფრანგეთში არიან დაკრძალულნი–ვაჟის გვერდით.

ფილ იუციმ კი , 1932 წელს ნაწარმოების წარმატებული კინოვერსია შექმნა. მეოცე საუკუნის 80–იან წლებში კი რაონერ ფასბენდერმა სატელევიზიო სერიალი გადაიღო ზემოთხსენებული წიგნის საფუძველზე.

„ომი არასდროს მთავრდება, ომია მთელი ცხოვრება. მთავარია, ფეხზე მყარად იდგე. და თუ ომში გაგიწვევენ და არ იცი, საომრად რატომ მიდიხარ,მაშინ დამნაშავე თავად ხარ და ახია შენზე. ნუღარ იტყვი, რომ ომი უშენოდ დაიწყო!“

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s