ლუი–ფერდინანდ სელინის მოგზაურობა ღამის დასალიერში.

0714541397„სიყვარული, ართურ, გოშიების შანსია, რომ უსასრულობას ეზიარონ, მე კი, რაღა დაგიმალო და, ჩემი სიამაყე გამაჩნია“.

“მოგზაურობა ღამის დასალიერში“ ის ნოვატორული შედევრია, რომელსაც არც თავისი განსაცვიფრებლობა და არც შოკისმომგვრელობა არ დაუკარგავს. მეტწილად ავტობიოგრაფიული რომანის გმირი ბარდამუ, პირველ რიგში რომ მოგვითხრობს თავგადასავალს , ოცდაერთი წლის მოხალისეა პირველ მსოფლიო ომში, ხოლო უკვე მეოცე საუკუნის 30–იანი წლების დამდეგს პროფესიონალი ექიმი ხდება. ამ პერიოდში ნერვულ აშლილობას განიცდის , მოგზაურობს ჩრდილოეთ აფრიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, შემდეგ კი სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლის დასასრულებლად საფრანგეთში ბრუნდება.

რომანი ხასიათდება უხეში, მკვეთრი, მცირე პროზით , გამჭრიახობით და მწვავე ცინიზმით. ლირიკულ და სიტყვაუხვ ნაწარმოებში ბევრია სლენგი და უხამსობა. ბარდამუს უკომპრომისო ხედვა აქვს კაცობრიობისადმი – ადამიანთა მოდგმა ორი განსხვავებული რასისაგან შედგება, ღარიბებისა და მდიდდრებისაგან. თუმცა, მისი აზრით, ორივე რასის წარმომადგენლებს შეუძლიათ ღრმად დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ტკივილს, სიბერესა და სიკვდილს ვერ აიცილებენ.

სელინს უპერსპექტივო  პერსპექტივაშიც კი შეუძლია, საოცარ იუმორს მიაგნოს და მითხველი გააცინოს. სელინის ანარქიული და ორიგინალური რომანის გავლენა აუწერელია. უილიამ ბოროუ ამ რომანით აღფრთოვანებას ვერ მალავდა. მწერლის გამქირდავი დამოკიდებულება მდაბიოთა მიმართ ბეკეტის პესიმისტური ანტითეორიის ერთგვარი წინამორბედია.

სელინის ეს კომიკური, შავბნელი შედევრი სასტიკი შეტევაა პატრიოტიზმზე, და ზოგადად ცხოვრებაზე…

Voyage

Advertisements

4 responses to “ლუი–ფერდინანდ სელინის მოგზაურობა ღამის დასალიერში.

    • არის ქართულად დიდი ხანია : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s