ჯენი ჰოლზერ

Holzer_protect„ჯენი ჰოლზერის სურათებით პარიზის მეტრო
იძენს შეშლილ და კარნავლურ იერს.
ვითომ კლოშარიც კიბესთან რომ ეგდო,
ვეღარ ახარებს მგზავრს გულისხმიერს.
შენს საკონცენტრაციო ბანაკში,
რომელიც ჰგავდა კიოლნის ტაძარს,
სადღაც კრინნეფეტცთან ჭუჭყიან ლაბადაში გახვეული,
როცა ჰგავდი ბებერ კურდღელს,
სასაცილოდ იწვდიდი წვიმისაკენ ხელს. “

კარლო კაჭარავა
1991 წ.

ჯენი ჰოლზერი არის ამერიკული კონცეპტუალური ხელოვნების ერთ–ერთი წარმომადგენელი. ის ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ჰუსიკ ფოლსში, ნიუ–იორკში. მას ეკუთვნის 1980-იანი წლების გამოჩენილ ხელოვან ფემინისტთა იმ თაობას, რომლებიც ეძებდნენ ახალ გზებს  ვიზუალური ობიექტების ბუნდოვანი, ბრმა და ანგარიშმიუცემელი მხარის, თხრობით ან კომენტარებით გადმოსაცემად.

მას ეკუთვნის „ტრუიზმების“ სერია–აფორიზმები  და სლოგანები, რომელსაც ის აკრავს კედლებზე, ახატავს მაისურებზე, აშუქებს უზამაზარ „LED”  ბილბორდებზე. ძირითადად, საზოგადოებრივ ადგილებში. ერთ-ერთ ინტერვიუში, ის დაეთანხმა, რომ მისი „ტრუიზმები“ ანუ „საყოველთაოდ გაცვეთილი ჭეშმარიტება“ , არ შეიძლება  ყველასთვის იყოს ჭეშმარიტი.

მისი მრავალფეროვანი პრაქტიკა აერთიანებს უამრავ გამოხატვით საშუალებებს, როგორებიცაა  ბრინჯაოს დაფები, ხატვითი ნიშნები, ქვის სკამები, სტიკერები, პრეზერვატივები, სურათები, ნახატები, ხმები, ვიდეო, განათებითი პროექტები, ინტერნეტი, ლე მანსის საბრძოლო მანქანები.

1982  წელს ხელოვანმა პირველად დადგა ელექტრონული წარწერა თაიმ-სქვერსში, ნიუ-იორკში.  Public Art Fund-ის  პროგრამის სპონსორობით ჰოლზერმა გამოიყენა  LED, რომელმაც ხელოვანი და მისი შემოქმედება უკვე ფართო მასებისთვის, ფართო აუდინეციისთვის მისაწვდომიც გახადა.

დიდი ხნის განმავლობაში წერდა ტექსტებს, 1977 -დან 2001 წლამდე, თუმცა 1993 წლიდან ტექსტებზე  ძირითადად სხვებთან ერთად მუშაობდა, რომელთა შორის იყვნენ პოლონელი ნობელის პრემიის ლაურეატი ვისლავ ზიმბორსკა, ჰენრი კოული, ალფრედ ჯანილეკი, მაჰმუდ დარვიში ,იეჰუდა ამიკაი.

მისი ნამუშევრები საუბრობენ ძალადობაზე, ჩაგვრაზე, სექსზე, ფემინიზმზე, უფლებებზე, ომზე და სიკვდილზე. მისი მთავარი მიზანია შეგვატყობინოს და ნათელი მოჰფინოს  ისეთ თემებს, რაც ნაფიქრია სიჩუმეში და ამ ხნის განმავლობაში რჩება დამალული.

ის არის რამოდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელი.  2010 წელს მიიღო  moca-ს ჯილდო ქალთა როლის გამოკვეთისთვის ხელოვნებაში.

„გამუდმებით უნდა ეძიო  ახალი გზა, რომ იყო უფრო მეტად მგრძნობიარე“– ჯენი ჰოლზერ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s