ფილიპ როთის პორტნოის სინდრომი. ფარისევლობის ექსტაზი.

წიგნის მაღაზია  “სანტა ესპერანსას”  პროექტი “ანოტაცია”. მეხუთე დავალება.

9780679756453_cover.indd

„პორტნოის სინდრომი“ მძვინვარე ტემპერამენტის მქონე ადამიანის მიერ რეალობაზე დაუყოვნებლივ, შეუალამაზებლად რეაგირების და მეოცე საუკუნის ლიტერატურის ისტორიაში, ებრაულ ტვინში შეღწევის ერთ-ერთი საუკეთესო მცდელობაა. რომანში არფერია შემთხვევითი, მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან დიდ ხანს, რთულად და ქაოტურად იწერებოდა. მოქმედება ფსიქოთერაპევტის კაბინეტში ვითარდებოდა, იქვე, სადაც “პორტნოის სინდრომის” მთავარი გმირი ყვება თავის ამბავს.

რომანს, რომელიც ამ ეტაპობრივი სამუშაოს შედეგად 1969 წელს დაიბადა, არაფერი ჰქონდა საერთო იმ პერიოდის აქტუალურ პრობლემებთან, ვიეტნამთან, ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლასთან და ა.შ., მაგრამ თავისი აბსოლუტური ღიაობით, შეუდარებელი კომიკურობით და სილაღით ეს უდავოდ თავისი დროის წიგნი იყო.

პორტნოი ფსიქოთერაპევტს დაუფარავად უყვება მასტურბაციასთან დაკავშირებული საკუთარი გამოცდილების შესახებ. ესაა ვაშლში, რძის გაურეცხავ ბოთლში, ლინორ ლაპიდუსის წარმოსახულ ლიფში და ბოლოს, ყველაზე ცნობილი – ჩარლზ ლინდბერგის მიერ შესრულებული ტრანსატლანტიკური ფრენის შემდეგ ყველაზე საოცარი – ღვიძლის ნაჭერში (რომელიც მერე პორტნოის ოჯახის სადილად იქცევა) ეაკულაციის გასაოცარი ამბავი. პორტნოი თავდაუზოგავად ცდილობს, რესპექტაბელური მოქალაქის მდგომარეობა შეირგოს, მაგრამ ამავე დროს, ბრაზი ახრჩობს, ბრაზი ოჯახის, რელიგიის, ტაბუს მიმართ.

აქ ადამიანებს თავს დამტყდარი ყველა უბედურება, ტერორიზმი, ომისშემდგომი ამერიკული ტრაგედიები, ვიეტნამის თემა, მაკარტის პერიოდი, ზნეობრივ-პოლიტიკური ხრწნადი მორალი და ყველა ამერიკულ-ებრაული კომპლექსი სწორედაც რომ ამ ერთი მოზარდი ებრაელი მოზარდის მასტურბაციად არის გარდასახული.

რა მნიშვნელობა აქვს , რამდენ ნაკლს ებრძვი შენში ალექს, ფაქტი ფაქტად რჩება: ამაოდ ირჯები. თხემით ტერფამდე საგზაო რუკა ხარ, რომელზეც რეპრესირებულობის ნიშნებია დატანებული. შენი სხეულის სიგრძე-სიგანეზე რომ იმოგზაურო სულ სირცხვილის, აკრძალვებისა და შიშის მაგისტრალებზე მოგიწევს სიარული. ისეთი მაღალზნეობრივი ხარ, რომ მალე გასკდები. სულ დედას დაემსგავსე. არ ეწევი, ძალიან ცოტას სვამ, ტყუილს როცა ამბობ, მთელ ტანზე ოფლი ისე გასხამს, თითქოს ეკვატორის კლიმატურ სარტყელზე იმყოფებოდე.

უსამშობლოდ ცხოვრებას საუკუნეების განმავლობაში უკვალოდ არ ჩაუვლია: ამან მამაკაცის ისეთი უსიამოვნო ტიპი წარმოშვა , როგორიც შენ ხარ ალექს – დაუცველი, უთავმოყვარეო, უხერხემლო, არაებრაულ სამყაროში ცხოვრებისაგან გახრწნილი. სწორედ შენნაირები იყვნენ ის ებრაელები, რომლებიც მილიონობით მიემართებოდნენ გაზის კამერებისკენ და ჯალათების წინააღმდეგ ხელის აღმართვა აზრადაც არ მოსდიოდათ, სისხლის ფასად საკუთარ სიცოცხლესაც ვერ იცავდნენ. დიასპორა ! ნეტა რატომ არ შეგიძლია სიამოვნების მიღება ისე, რომ ამას საზღაურად მთელი ვაგონი უბედურება არ მოჰყვეს?

ეს ნიშნავს რომ ებრაელი რჩება ებრაელად, მიუხედავად იმისა, რომ ის “სახელმწიფო მოქალაქეა” და ცხოვრობს საერთოსაკაცობრიო პირობებში. მისი ებრაული “ზღვარდადებული და შეზღუდული ბუნება”  საბოლოოდ აიყვანს მას თავის ადამიანურ და პოლიტიკურ მოვალეობებზე მაღლა. მისი ებრაული ცრურწმენა და ცრუწარმოდგენები ჯერ კიდევ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ მასზე გაიმარჯვა “საერთო პრინციპებმა”. მაგრამ, ამასთანავე, რახან ის აგრძელებს თავის არსებობას, მაშინ ის იმარჯვებს ყველაფერ დანარჩენზე.

მარტო ეფემერულად შეეძლო ებრაელს, დარჩენილიყო სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში ებრაელად. შესაბამისად, თუ ის ისურვებდა დარჩენილიყო ებრაელად, მაშინ მისი მოჩვენებითობა იქნებოდა მისი არსი, ან “მომენტალური გამონაკლისი” ამ არსიდან და სახელმწიფო წესებიდან .

„ოჯახში ანეკდოტივით ვიხსენებდით ხოლმე ამ ამბავს: ერთხელ , პატრაობისას, ფანჯრიდან ქარბუქს შევცქეროდი, მერე თურმე მოვბრუნებულვარ და იმედიანად მიკითხავს : „დედა, ჩვენ, ებრაელებს ზამთრის არსებობა გვჯერა, ხო?“ სულ იმის მეშინოდა, სანამ ჩემთვის, წყნარად ვილუკმებოდი, მამაზეციერს დიდ შეურაცყოფას ხომ არ ვაყენებ-მეთქი!“

რთულია, ასეთი უსირცხვილო უწმინდურობით აოცებდე ამერიკას, მაშინ როცა ცხოვრების გაცნობის მორალური ვალდებულება , მის შესახებ ილუზიების შენარჩუნების საჭიროებამ გადაფარა, როცა ადამიანების უნამუსობამ დამანგრეველი ძალა შეიძინა, როცა ერს სულში რომელიღაც აწყვეტილი დემონი ჩაუსახლდა.

შენ კი ფილიპ როთ, სწორედ აქ და ამ დროს , ერთ ებრაულ ნიუარკში გაზრდილ ბიჭუნას სულში უძვრები და რომანის მთელი კონცეფცია, საგნებისა და მოვლენების ურთიერთკავშირი და  ურთიერთგანცდა მის ერთ ჩვეულებრივ, უბადრუკ და გაუკუღმართებულ ცხოვრებაზე აგიგია. იმ ბიჭის ცხოვრებაზე, რომელიც ღმერთს ასე გულუხვად განუმსჭვალავს  ებრაული უკიდურესობებით, წინააღმდეგობებით და ებრაული ტკივილით.

„ალექს , ისეთ რამეს გთავაზობ , რაც მთელ შენს ცხოვრებას შეცვლის!“ – ეუბნება მამა. მაგრამ ალექსს სწორედ ის არ უნდა, რასაც მამამისი სთავაზობს და რაც მას უნდა, იმას მამა ვერასდროს შესთავაზებს. ვის გააკვირვებ ამით, ცხოვრებაში სულ ასე არ ხდება?

ალექსის ცხოვრება ერთი დიდი ებრაულ საკითხამდე დაყვანილი მიწიერი კონფლიქტია, ისეთი მრავლისმომცველი წინაპირობებით, როგორიცაა პოლიტიკური, რელიგიური თუ უბრალოდ, სექსუალური კომპლექსები.

ამიტომ, არცაა გასაკვირი რომ ფილიპ როთის მწერლური რეპუტაცია თავიდანვე სკანდალით, ფაქტების დამახინჯებით და მტკივნეული თავდასხმებით განისაზღვრა და არც ისაა გასაოცარი, რომ ამ წიგნმა მხოლოდ ახლა, ოცდაცამეტწლიანი დაგვიანებით მოაღწია ჩვენამდე სერია „ამერიკელების“  ერთ-ერთი ტომის სახით.

 ფილიპ როთი - პორტნოის სინდრომი

Advertisements

4 responses to “ფილიპ როთის პორტნოის სინდრომი. ფარისევლობის ექსტაზი.

  1. Pingback: ადამიანების ადამიანური ლაქა | მაგა რაიუელა·

  2. Pingback: ადამიანების ადამიანური ლაქა | la maga rayuela·

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s