მზიანი შემოდგომის საჩუქარი

1383574_551752638230545_1632855924_nეს ისე ადრე იყო , რომ ისიც კი არ მახსოვს , მამიდას ნაჩუქარ ალუბლებიან და მარწყვებიან კაბას რისი სუნი ჰქონდა. ალბათ, ბალახის, ან იქნებ გაზაფხულის…

მაგრამ მახსოვს ფერები. ერთი ჩვეულებრივი ალუბლისფერი დღე იყო ალუბლისფერ სოფელში.თითქოს, მზის სხივებსაც თავისი სუნი ქონდათ. აი, იცით როგორი? ბებოს კალთაში თავჩარგული რომ გრძნობ სხვადასხვა სამკურნალო ბალახების, ყვავილების თუ მინდვრის სუნს – სწორედ ისეთი.

დედიკო ბუღალტერი იყო და სოფლის ბოლოში მუშაობდა. აი, იქით,შორს, სადაც მხოლოდ ჩაის ქარხანა და პატარა სახლები იყო , სხვადასხვა ეროვნების ადამიანებით დასახლებული.დედას იქ ხშირად მივყავდი.

ჩემი დაბადების დღე იყო. მე და დედა ხელჩაკიდებულები მივაბიჯებდით ამ ალუბლისფერი სოფლის ნაცრისფერ ქალაქში. იმ შენობაში სადაც დედა მუშაობდა დიდი დარბაზები იყო. ყველგან ხის და ქაღალდის სუნი იდგა. სიჩუმეს მხოლოდ უზარმაზარი საანგარიშოების ჩხაკუნი არღვევდა.

ჩემთვის დედა ის პატარა ბავშვი იყო, რომელიც ისეთი სულელური სათამაშოთი ერთობა, როგორიც საანგარიშოა. დავიპარებოდი დარბაზიდან დარბაზში და ვფიქრობდი, რაში დასჭირდათ ამხელა მაგიდები, ამხელა დარბაზები და საერთოდ, რატომ მოსწონდათ ამ ნაცრისფერ შენობაში ასეთი სულელური თამაში ამხელა საანგარიშოებით. აი, ჩემი საანგარიშო უფრო პატარა იყო, ჩანთაშიც კი მეტეოდა, რკინის ღერძები კი იყო ცოტათი ამობურცული, მაგრამ ხანდახან, ამითაც შეიძლებოდა გართობაც.

იქ ბავშვებიც იყვნენ, მაგრამ რატომღაც ვერ ლაპარაკობდნენ და როცა რაღაცას ვეუბნებოდი, არ ესმოდათ. მერე დედამ მითხრა, რომ ისინი მუნჯები იყვნენ. მათ თურმე ლაპარაკი არ შეეძლოთ და ვერასდროს გამაგებინებდნენ თავიანთ ნათქვამს. ამის შემდეგ იშვიათად ვთამაშობდი მათთან. მეშინოდა მათი ტკივილის, რადგან მეგონა , რომ მათ პირიდან ენა ამოაჭრეს და იქ დიდი სისხლიანი ჭრილობა ჰქონდათ.

ისევ ჩემს მზიან სახლში ყოფნას ვამჯობინებდი.

მგონი შემოდგომა იყო, მგონი…იმიტომ რომ მთელ ეზოში ყვითელი ფოთლები დაფრინავდნენ. ნაცნობ სუნს უკვე ფოთლების სუნიც შეერია. დედა ადრე დაბრუნდა თავისი პატარა პირქუში ქალაქიდან, შავი პარკი ამოიღო ჩანთიდან და გამომიწოდა.

ორი წიგნი იდო. ერთი პატარა, მეორე დიდი. პატარა თეთრი იყო, დიდი კი – ყვითელი. ყითელი წიგნის გარეკანზე დიდი ყვითელი ხე ეხატა, რომლის ფუღუროდან პატარა ყვითელ ბუს ჰქონდა თავი გამოყოფილი, ქვემოთ კი ისეთივე ყვითელი ფერის დათუნია იდგა. ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა ვინი-პუჰისთან და მის მეგობრებთან.

ყვითელი ვინი-პუჰი ისე გამიხარდა , რომ მაშინვე “განსაკუთრებული საჭიროების ნივთებისთვის” განკუთვნილ უჯრაში ჩავკეტე. ეს იმ ოთახში იყო, რომელიც ქუჩის მხარეს იყო , სადაც მე, დედა და მამა ერთად ვიწექით და სადაც ყვითელი ყვავილებიანი ფარდები ეკიდა. მერე მივეპარებოდი ყოველ საათში ერთხელ, ამოვიღებდი ჩემს მზისფერ საჩუქარს, დიდის ამბით შევათვალიერებდი მედიდურად და ისევ “ჩავკეტავდი”…ეს იყო ჩემი პირველი საჩუქარი ჩემს ცხოვრებაში.

მერე….. მერე , სოფელი ისევ ისეთი ალუბლისფერი დარჩა, საანგარიშოებისა და დიდი ბავშვების პატარა ქალაქი გაპარტახდა და დაცარიელდა. ერთ დღეს, მამაც მზის სხივებს გაჰყვა ცაში .

მეც დიდი გავიზარდე, მიმავიწყდა და როცა ისევ დავბრუნდი ბავშვობაში, ვერსად ვიპოვე ერთი მზიანი შემოდგომის საჩუქარი…ჩემი ვინი-პუჰი.

არ მაპატია.

Photo0964

Advertisements

3 responses to “მზიანი შემოდგომის საჩუქარი

    • 😦 უბრალოდ, ჩემთვის….
      ანუ მხოლოდ იმისთვის, რომ მოგონებები არ გახუნდეს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s