პასკუალე დუარტეს ოჯახი

La Familia de Pascual Duarte-1ეს იყო სამყარო, სადაც ყოველი საათი სერავდა, ხოლო უკანასკნელი კლავდა.

ამის შემდეგ, ეს გახდა სამყარო, სადაც დრო გაჩერდა. აქ ყველაფერი სისხლისფერია და პირშიც სისხლის მოტკბო გემო გელექება.

არავინ იცის, როდის დაიწყო ეს ყველაფერი.

აქ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ზღვარი წაშლილია. ორივე უფასურდება იქ, სადაც არც დრო არსებობს და არც სივრცე. მაგრამ აქ ყველა , ძველი მოწამეების მსგავსად, მორჩილად  და ამავე დროს , ალმაცერად ელოდება სიკვდილს.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იმედთა სანაგვეზე, სადაც მხოლოდ სისხლია, ნაცრიფერი ცა და უკეთური წარსულის კეთრით შეჭმული სინდისი.

ისინი ერთგვარი მაგიური რიტიუალის იმ მონაწილეებს გვანან, რომლებიც გატაცებით და დიდი ინტერესით ელოდებიან , როდის დასრულდება ეს სისხლისფერი ყოფა.

ვინ დასვამს წერტილს იქ, სადაც ყველა საკუთარი სისხლის ზიზღითაა წალეკილი?  მაგრამ ნათქვამია, შხამიან ბალახს გამძლე ფესვები აქვსო…

აქ არავის უჩნდება ამის სურვილი. აქ ყველაფერი იმდენად ინსტიქტურად ხდება, რომ გულახდილად ვთქვათ, სულ ერთია მამა გალახავს დედას, თუ დედა გალახავს მამას. ამას აქ არ აქვს დიდი მნიშვნელობა.

რთულია რამე შეცვალო, როცა იცი რომ შენთვის არჩევანის უფლება არავის მიუცია და ჯერ კიდევ დაბადებიდანვე გადაწყვეტილია შენი ბედი. ამიტომ ერთადერთი გზა სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდე, არის მცდელობა შეეგუო შენს წილხვედრს.

აქ ყოველგვარ საქმეს წესრიგი უყვარს. ალიონზეც რომ ადგე, მზე დაწესებულ დროზე ადრე მაინც ვერ ამოვა.

სენიორ, ჩვენ ხომ ბოროტი ადამიანები არ გახლავართ, თუმცა, მიზეზი კი გვქონდა გავბოროტებულიყავით. ყველა მომაკვდავი ერთ ტყავში ვიბადებით, მაგრამ სანამ გავიზრდებით, ბედისწერა თავისდა გასართობად ისეთნაირად და იმდენნაირად გვცვლის, თითქოს ცვილისა ვიყოთ და მერე სხვადასხვა გზით გვაგზავნის ერთი დასასრულისკენ -სიკვდილისკენ:

ზოგს უბრძანებს, ია-ვარდით მოფენილ გზაზე იარეო, ზოგსაც ეკალბარდებში უკრავს თავს – გზა შენით გაიკაფეო. პირველნი უზრუნველად იყურებიან და ჩვილი ბავშვებივით შეჰღიმიან თავიანთ ბედნიერებას, მეორენი კი ტრიალ მინდორში მცხუნვარე მზეზე იტანჯებიან და ოდნავ ხელის მიკარებაზეც კი კურდღელივით ფრთხებიან. განა ერთი და იგივეა, სხეულს სუნამოთი და ფერუმარილით დაიზელ თუ მოუშორებელი სვირინგებით აიჭრელებ!

web_LaFamiliaDePascualDuarteაქ ხომ თვით დაჩაჩანაკებულ, კეთილ, გულისხმიერ და ჭიანჭველასავით მოფუსფუსე ხუცესსაც კი არ სჯერა თავისი სიტყვების, როცა ამბობს, რომ რწმენა სინათლეა, შუქია და ჩვენ სულებს წყვდიადში გზას უკაფავს და რომ რწმენა სასწაულმოქმედი ბალზამია ავადმყოფი სულისთვის….

მთვარემ ჯერ კიდევ არ იცის, რომ ცოტა ხანში აქ საზარელი რამ მოხდება. ცოტა ხანში მისი მკრთალი სხივები შვილის მიერ მოკლული დედის სისხლში აირეკლება.

სისხლი ყველგანაა. ის თქრიალით მოდის და სახეში გესხმება. ცხელია საშოსავით, გემოთი კი ცხვრის სისხლს ჰგავს.

მაგრამ მხოლოდ მან თუ იცის, რომ ეს  მისი ხელახალი დაბადებაა. უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მოპოვებული თავისუფლება.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s