უილიამ სიუარდ ბეროუზი. ჯანქი.

junkyმოხდა ისე, რომ 13 სექტემბერს, როცა „დიოგენეში“  სერია „ამერიკელების“  მორიგი წიგნის, უილიამ სიუარდ ბეროუზის „ჯანქის“ პრეზენტაცია გაიმართა, მე სოფელში გახლდით და დავაკლდი ამ სიამოვნებას. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა თუ მქონდა ამ ნაწარმოების შესახებ. მაგრამ ასევე მოხდა ისე, რომ ერთი ჩემი კეთილი მეგობარი აღმოჩნდა ამ პრეზენტაციაზე და დაუზარებლად შემომთავაზა ზემოთხსენებული წიგნი წასაკითხად.

მეც არ დავაყოვნე დიდი ინტერესით გავცნობოდი გამოუსწორებელი ნარკომანის აღსარებას. ბეროუზი ჯეკ კერუაკთან და ალენ გინზბერგთან ერთად ბიტ-მოძრაობის მთავარი ფიგურაა და ესეც საკმარისია ნებისმიერი ბუკაჰოლიკი ახალგაზრდისთვის , რომ დაინტერესდეს ამ მწერალით, რომელმაც ასე გულახდილად, გულწრფელად და ამაზრზენად აღწერა თავის ჯანქდამოკიდებულების ისტორია.

უილიამ ბეროუზი საკულტო ფიგურად რამდენიმე მიზეზის გამო იქცა: როგორც მეამბოხე, პატივსაცემია მწერლობასა და ხელოვნებაში ემპირიზმის წვდომით. “მაგარია”, რადგან მუსიკოსების, კინემატოგრაფისტების და ხელოვნების სხვა დარგებში მოღვაწე მთელ თაობაზე მოახდინა გავლენა და ლეგენდარულია ნარკოტიკებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით. მან ორგანზომილებიანი სურათის შემცირება მოახერხა. დღეს მისი მემკვიდრეობა შეუქცევადად კარგავს აზრს ფსიქოდელიურ საშუალებებსა და ექსპერიმენტებს შორის, თუმცა მისი აქტუალური მოგნებები ისევ ფასდაუდებელია. ბეროუზი რჩება მწერლად, რომელიც წერს საკუთარ ცხოვრებაზე მისთვის მისაღები ენით. ბეროუზის “შიშველი საუზმე”, რომელიც აბსტრაქტული თხრობის კულმინაციას წარმოადგენს, პოლიგლოტური ლიტერატურის ნიმუშია ხელოვნებაში. ის მეოცე საუკუნის 50–იანი წლების პარანოიდულ გარემოში სრულიად გაუგონარი თემატიკით იჭრება ეპიზოდით , რომელშიც ახსნილია ოპიუმის მიღების პროცესი. სხვა ნაშრომებში, როგორიცაა “ჯანქი” და მოგვიანებით შექმნილი “ჰომოსექსუალი”, ბეროუზი შედარებით მარტივი თხრობის მეთოდს იყენებს.

კერუაკის მაგალითზე, რომელმაც 1950 წელს თავისი პირველი ნოველა გამოსცა, შეიძლებოდა იმაზე ფიქრი, რომ მისი პირველი ნაწარმოებიც გამოეცათ. ამით და  ასევე გინზბერგის რჩევით შეგულიანებულმა ,გადაწყვიტა, რომ პროზას უფრო თამამად შესჭიდებოდა . „ჯანქი“ იყო მისი პირველი ავტობიოგრაფიული ხასიათის ნაწარმოები, რომელიც პირველად 1953 წელს გამოქვეყნდა ფსევდონიმით უილიამ ლი.

თავად გინზბერგს თუ მოვიშველიებთ, ნამდვილად სასწაული მოხდა, რომ წიგნი გამოიცა და მომდევნო ათ წელიწადში მილიონმა ლიტერატურის მოყვარულმა წაიკითხა.

„მკითხველს მოეწონა ავტორისეული  ცხადი აღქმა მოვლენებისა და ფაქტებისა, მისი გასაგები, შელამაზებელი ენა, ნათელი სინტაქსი და მხატვრული სახეები, ბიუროკრატიისა და კანონისადმი კულტურულ-რევოლუციური დამოკიდებულება და სტოიკური ცივი იუმორით აღწერილი კრიმინალი“.

“ჯანქი” გვიჩვენებს “შიშველი საუზმის” შიდა სამყაროს თანამედროვე რელობის ჭრილში. ნახევრად ბიოგრაფიული ნაშრომი ავტორის ნარკოტიკებზე დამოკიდებულების ესკიზია, სადაც პირველი ეტაპი ოპიუმით თრობაა და შეუქცევადი დამოკიდებულება – უკანასკნელი.

მაშ ასე, ჯანქი არ არის უბრალოდ  ჯანქი. ჯანქი არც მეტი არც ნაკლები, ცხოვრების წესია. უფრო სწორედ, როცა ხედავ როგორ იცლება შენს სხეულში ჯანქი, დარწმუნებული ხარ, რომ თავად სიცოცხლე გეუფლება . თავად ჯანქია სიცოცხლე.

მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ რამდენიმე დღე თავს კარგად გრძნობ. სვამ, გშია და საჭმელს გემოს ატან; სექსუალური მოთხოვნილებებიც გიბრუნდება. ყველაფერი განსხვავებული , უფრო მკვეთრი გეჩვენება. მერე კი ისევ გეკარგება ხალისი. გეზარება ჩაცმა, სკამიდან წამოდგომა, ჩანგლის აღება. არც არაფრის კეთება გინდა და არც სადმე წასვლა. ჯანქიც კი აღარ გინდა. ჯანქის მოთხოვნილება კი, ქრება, მაგრამ სანაცვლოდ არაფერი ჩნდება.

სიცარიელე კი უფრო საშიშია, ვიდრე ჯანქი. ჯანქი ხომ უბრალოდ ცხოვრების წესია.

ჯანქი სექსის სურვილს გიკარგავს. ამ დროს უსექსობის სურვილი ისევე ძლიერია, როგორც სექსისა, როცა ჰეროინსა ან მორფინს არ იკეთებ. როცა ჯანქიზე ზიხარ სრულიად ასოციალური ხდები. ვინმესთან დამეგობრება ამ დროს გამორიცხულია. როცა ჯანქის დროებით (დროებით !) გადააგდებ, თავშეუკავებლობის პერიოდი გეწყება და ვინც ყურს გიგდებს ყველას შეიძლება ელაქლაქო განურჩევლად.

ჯანქი ყველაფერს გართმევს და სანაცვლოდ არაფერს გაძლევს. ხანდახან გეღვიძება, საკუთარი თავის გრცხვენია  და ფიქრობ, მადლობა ღმერთს რომ სიზმარი იყო! მაგრამ, ეს სიზმარი კი არა, მწარე რეალობაა. რეალობა, სადაც შენი ცხოვრების წესს თავად ჯანქი ადგენს.

არა და არ ჩანს ურიგო ადამიანი. პროგრესულ სკოლაშიც უსწავლია, უნივერსიტეტიც დაუმთავრებია და ფსიქიატრიის კურსებიც კი გაუვლია. ცოლიც კი ჰყავს, რომელსაც გამუდმებით ცისფერთა ბარებში გაცნობილ ახალგაზრდა ბიჭებთან ღალატობს.

არც იმედი ჩანს: „კოლუმბიაში წასვლა და იახეს შოვნა გადავწყვიტე. ბილ გეინსს ბებერ აიკთან საქმე გაუფუჭდა. მე ცოლს გავშორდი. მზად ვარ სამხრეთში გავემგზავრო, რომ ჯერაც განუცდელი, დაუმუშავებელი, სუფთა კაიფი ვიპოვო, რომელიც, ჯანქის კაიფისგან განსხვავებით, კი არ შეგზღუდავს და რამეს დაგაკლებს, არამედ გაგხსნის და შეგმატებს. კაიფი სამყაროს სხვა კუთხით დანახვაა. კაიფი ხრწნადი, წინდახედული, მოსაწყენი, დამფრთხალი ხორცის კლანჭებისგან მყისიერი განთავისუფლებაა. იქნებ იახემ მომცეს ის, რასაც ჰეროინში, ბალახსა და კოქსიში ვეძებდი? იქნებ იახე იყოს ჩემი უკანასკნელი დოზა?“.

ცნობილია, რომ ბეროუზი წერისას ყოველდღიურად მორფინის ინექციებს იკეთებდა. “ჯანქი” გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი უფროა, ვიდრე არაკანონიერი ანიმაცია ჰიპსტერების ფოლკლორიდან. რომანი მოურიდებლად აღწერს ნარკოდამოკიდებულების მანკიერ წრეს და ხაზს უსვამს საზოგადოების შეხედულებას ნარკომანთა მიმართ. ეს მიმტევებლის პოზაა, რომელსაც საზოგადოება საკუთარი სისუსტეების და ნაკლოვანბების დასაფარავად იყენებს.

william-burroughs-540x304

Advertisements

11 responses to “უილიამ სიუარდ ბეროუზი. ჯანქი.

  1. მაინტერესებს ეგ წიგნი “ოპიუმის მჭამელის აღსარებასთან” ერთად, რომელიც ტაკ ია ზნაიუ, ქართულად არცაა ნათარგმნი და მეშლება ნერვები.
    ფარჩაკები მაგენი.

    • ფარჩაკი მე ვარ, რომ იქამდე, სანამ არ თარგმნეს, არაფერი არ ვიცოდი არც მასზე და არც მის “ჯანქიზე”.
      სადღაც წავწყდომივარ კერუაკთან მასზე ორიოდე სიტყვას და ეგ იყო…
      მაგრამ ვფიქრობ , მაინც ბევრი არაფერი დამიკარგავს…კერუაკიმ ჩემთვის სრულიად ამოწურა ბიტ-თაობის ფენომენი.

  2. დღეს ბიტნიკების დღე მაქვს და აქაც მოვხვდი ძებნა–ძებნაში :3

    მარტო ამაზრზენიც რომ დაწერო დახასიათებაში, კმარა, იმჰო. მწერალიც კარგია და ტექსტიც, ამბავია ძნელი. დავიღალე, აი სასტიკად დავიღალე და დავიტანჯე ამდენი ჯანქით 😀 ის პერიოდი ნარკოტიკს ვინც ახსენებდა, ყველას შენიშვნებს ვაძლევდი წიგნიდან გამომდინარე, ეგ ეგრე არაა, ეგ სხვანაირი ნარკოტიკია, ეგ ეგრე არ მოქმედებს მეთქი და ა.შ. მე მეორედ ამას აღარ წავიკითხავ -_-

    კერუაკი სხვაა. მაგრამ კერუაკიც დაპრესიაში გაგდებს ადამიანს, ძალიან ხაზგასმით გაგრძნობინებს შენი არსებობის (ცხოვრებასაც ვერ ვარქმევ მაგ ფონზე) უბადრუკობას 😀

    გინზბერგი კიდევ მიყვარს. თუმცა ესეც ძალიან მოქმედებდა ხოლმე მახსოვს 😦 ეჰ :დ

    • ეს რა დებილობა ბლოგპოსტია )))
      კერუაკი და გინზბერგი ჩემთვის დედამიწელ ღმერთებს კი უტოლდებიან და სხვა რა გითხრა….
      ჯერ წინ ვერ წავედი ეტყობა 😀

      • სულაც არაა დებილობა. ამ წიგნის ფონზე პირიქით, კარგიც კია :დ

        წინ ვერ წავედიში რა იგულისხმე ვერ მივხვდი, მაგრამ ნიჩიო, ამ ბოლოს საერთოდ ვეღარ ვხვდები რას მეუბნებიან 😀

        • ამ წიგნზე რამე რომ დავწერე ოდესღაც მიკვირს ახლა – ამჟამინდელი გადმოსახედიდან :)) ზოგადად არაფერს ვერჩი, უბრალოდ მე არ მომეწონა.

          წინსვლაში განვითარება ვიგულისხმე, ანუ სიახლეები ძირითადად საკუთარ გემოვნებაში და მსგავსნი.

        • ეტყობა ეგ ასე სწრაფად არ იცვლება. თან გააჩნია რას კითხულობ ამასობაში…

          კსტაწი, ბეროუზს მართლა კარგი ნაწარმოებებიც მოეძებნა ორი–სამი 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s