ფრენსის ბეკონის შემოქმედება დელიოზის „სხეული, ხორცი და სული: ცხოველად ქცევის“ მიხედვით

ფრენსის ბეკონი წარმოშობით ირლანდიელი ექსპრესიონისტი მხატვარია, რომლის შემოქმედების სხვადასხვა ასპექტებს საინტერესოდ და ძალიან ღრმად განიხილავს დელიოზი. ის თავდაპირველად აქცენტს აკეთებს სხეულზე,ფიგურაზე,თავზე,სახეზე და მათ მიმართებაზე ერთმანეთთან. როგორც დელიოზი იტყვის, სხეული ფიგურაა,უფრო სწორად, ფიგურის მატერია და ის არ არის სივრცეში აგებული მატერიალური სტრუქტურა. როცა საუბრობს სხეულზე, როგორც ფიგურაზე, ის მას განიხილავს არა როგორც სახეს (მას შეიძლება სახე არც ჰქონდეს), არამედ როგორც თავს, რადგან თავი სხეულის განუყოფელი ნაწილია, რომელიც შეიძლება შემცირდეს და ამის შემდეგ იქცეს სულაც თავად.

ამის შემდეგ ის იწყებს ფრენსის ბეკონზე საუბარს, როგორც თავების და არა სახეების პორტრეტისტზე, რადგან როგორც შესავლიდან ჩანს, ის ამ ორს დიდად ასხვავებს ერთმანეთისგან. სახე სტრუქტურირებული სივრცობრივი ორგანიზაციაა, რომელიც ფარავს თავს, მაშინ, როცა თავი სხეულის მთავარი ნაწილია, თუნდაც იმის გამო, რომ სხეულის წვერშია მოქცეული. მაგრამ ის არ თვლის, რომ სხეული სულსაა მოკლებული, არამედ ის არის სხეულად ქცეული ცხოველური სული, ხორციელი და ცოცხალი სუნთქვა. სწორედ ამიტომ თვლის, რომ ბეკონი პორტრეტის განსაკუთრებულ პროექტს მიჰყვება. ბეკონი სახის არ გამოსახვით ხელახლა აღმოაჩენს და სახის წინ ამოაგდებს თავს. მის ნახატებზე გამოსახული დეფორმაციები, რომელთაც სხეულები ექვემდებარებიან, ასევე თავის ცხოველური ნიშნებია. მისი თქმით, შესაბამისობის არანაირი გზა არ არსებობს ასეთ ცხოველურ ფორმებსა და სახის ფორმებს შორის.

დელიოზი ბეკონის ნახატებზე ასახულ თავებს ფორმადაკარგულ, პროცესის შედეგად გადაშლისა და შეღებვის ობიექტად ქცეულად თვლის, რამაც მისი დეზორგანიზაცია მოახდინა და თავს მისცა საშუალება მის ადგილას ამოსულიყო. ის ცხოველური ნიშნები თუ თვისებები უკვე აღარ არიან ცხოველური ფორმები, არამედ ხდებიან , როგორც სული, რომელიც ჩნდება გაშლილ ადგილას და ახდენენ სახის გარეშე არსებული თავის ინდივიდუალიზაციას და კვალიფიცირებას. რაც შეეხება წაშლისა და ფერით დაფარვის პროცედურას, რომელსაც ბეკონი მიმართავს, სპეციფიურ მნიშვნელობაში ვლინდება. დელიოზი ამ სპეციფიურ განსხვავებას ხსნის, როგორც ცხოველის თავით შეცვლილ ადამიანის თავს, რომელიც არ არის ცხოველი, როგორც ფორმა, არამედ, ცხოველი, როგორც მოხაზულობა-კონტური. ამის მაგალითად დელიოზს მოჰყავს 1976 წელს შექმნილი ტრიპტიქიდან ( სურ.1 ), მოფრთხიალე ჩიტის კონტური, რომელიც ბრუნავს წაშლილ სივრცეში, როცა მის გვერდით გამოსახული სახეებიანი პორტრეტების სიმულაკრები მხოლოდ “მოწმის” როლს ასრულებენ .

hfghსურ.1

ფორმალური შესაბამისობის ნაცვლად, რასაც ბეკონის ნახატები შეადგენენ, იქმნება ადამიანს და ცხოველს შორის ზონა ამოუცნობისა და გადაუჭრელობისა. ადამიანი იქცევა ცხოველად , როცა ცხოველი იქცევა სულად, ადამიანის სულად, ფიზიკურ სულად კაცისა, რომელიც საბედისწერო სარკეში აისახება. დელიოზი იტყვის, რომ აქ ადამიანი და ცხოველი უფრო ზოგად ფაქტებად რჩებიან და შესაბამისად ასკვნის, რომ ბეკონის ძალზე იზოლირებული ფიგურა იწყება ფიგურათა წყვილისგან, სადაც ადამიანი დაწყვილებულია ცხოველთან. ამოუცნობის  ობიექტური ზონა იწყება მთელი სხეულიდან, მაგრამ სხეული აქ ხორცის (გვამის) მნიშვნელობითაა, რომელსაც ძვლებიც აქვს, მაგრამ მას მხოლოდ სივრცობრივი სტრუქტურის შექმნის დანიშნულება აწევს.

განსხვავებები ხორცისა და ჩონჩხისა ხშირად აღნიშნულია, როგორც ხორცისა და ძვლების ურთიერთობები. სხეული მაშინ აჩვენებს თავს, როცა მას აღარ იჭერს ჩონჩხი, როცა ხორცი აღარ ფარავს ძვლებს, იწყება მათი არსებობა სრულ ურთიერთობებში ხორცისა და ძვლებისა. თუმცა, დამოუკიდებლად ორივე მხრიდან – ხორცი, როგორც სხეულის მატერიალური სტრუქტურა, ხორცი, როგორც ფიგურის ხორციელი მატერია.

ამის დასადასტურებლად დელიოზს მაგალითად მოჰყავს ედგარ დეგას ახალგაზრდა ქალი ტილოზე „ბანაობის შემდეგ“ (სურ. 2) , რომლითაც ბეკონი აღფრთოვანებული ყოფილა,რადგან აქ დეფორმირებული ხერხემალი თითქოს ამოვარდნილია სხეულიდან, მაშინ როცა სხეული უფრო მგრძნობიარე, ცოცხალი და უფრო მოქნილი ხდება. სრულიად განსხვავებულ კომპოზიციაში ბეკონი ხატავს მსგავსსავე ხერხემალს პირქვე დამხობილ, დამახინჯებულ ფიგურაზე. ნახატში ხორცსა და ჩონჩხს შორის არსებული ძაბვის ამგვარი გამოხატვა ნამდვილი მიღწევაა. აქ სპეციფიურია ხორცი, რომელსაც ძაბვა შემოაქვს ტილოზე, რასაც ფერთა ბრწყინვაც ემატება.

jhkjსურ.2

დელიოზი ბეკონის შემოქმედების „გმირების“ ხორციელებას სხეულის ისეთ მდგომარეობად თვლის, სადაც რბილობი და ძვლები ერთმანეთს სრულიად დაპირისპირებულები არიან, ნაცვლად იმისა, რომ კომპოზიციაში სტრუქტურულად გაერთიანდნენ. ამის დასტურად დელიოზს მაგალითად მოჰყავს ბეკონის მიერ 1962 წელს შესრულებული ტრიპტიქი, სადაც ცენტრალურ პანოზე გამოსახულია მძინარე ტყუპები მოწმეებით – რომლებიც ცხოველური სულებით შემოიფარგლებიან. ასევეა სერია, რომელშიც ბეკონი მძინარე კაცს გამოსახავს ამოშვერილი ხელებით (სურ. 3). ასევე მძინარე, თუ ტრანსში მყოფი ქალი ამოწეული ფეხებით. ყოველგვარი ცხადი სადიზმის გარშე ძვლები ჰგვანან სავარჯიშო აპარატს (ჩონჩხის ფორმიანს), რომლის ხორციც ტანმოვარჯიშეა.

sdfსურ. 3

ძვლებს თითქოს ხორცი სცვივათ, ხორციდან კი ძვლები ჰყოფენ თავს. იგივეს ამბობს ხორცისა და თავის შესახებაც, კერძოდ იმას, რომ იგი არის ობიექტური ზონა ცხოველურობისა და მისი არსის განუსაზღვრელობისა. და დასაშვებად თვლის, რომ თავი არის ხორცი, რამდენადაც ხორცი არის სული (?) სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით თავი არის ყველაზე უძვლო. ამ ორივე ასპექტის უკეთ დასახასიათებლად, დელიოზი, ბეკონის ამ მახასიათებლების შედარებას ახდენს რემბრანდტთან და სუტინისთან.

მართალია, თავი ის არ არის რბილი, პირიქით – მაგარია. თავი ხორცია, მაგრამ თავისთავად არ არის მიცვალებულის ნიღაბი. ეს არის ხორცის რბილი ბლოკი, რომელიც თვითონ სცილდება ძვლებს;

ამას დელიოზი შემდეგნაირად ხსნის: „ხორცი აქ გზის განაპირას, ან ბალუსტრადაზეა, სადაც ფიგურა-თავი დგას, მაგრამ სქელი ხორცის წვიმა გარს უვლის მას და შლის სახეს ქოლგის მიღმა.
ყვირილს, რომელიც პაპის ხახიდან მოდის, წყენას, რომელიც მის თვალებშია, ობიექტად ხორცი აქვთ. როცა ხორცს აქვს თავი, ის გარბის და თავს აღწევს ჯვარს, როგორც ეს ორ ადრეულ ჯვარცმაშია. მოგვიანებით შესრულებულ ბეკონის თავების ყველა სერიაში დეკლარირებულია მათი იდენტიფიკაცია ხორცთან და მათგან საუკეთესოები სრულდება ხორცის ფერებით – წითლითა და ლურჯით.
და ბოლოს, ხორცი თავისთავად არის თავი და თავი იქცა ხორცის დელოკალიზაციის ძალად, როგორც “ჯვარცმის” ფრაგმენტში (1950) (სურ.4) , სადაც მთელი ხორცი ყვირის ძაღლის სულთან ერთად, რომელიც ჯვრის წვეროდან იყურება.

bnvnსურ. 4

ის ფაქტი, რომ ბეკონს ეს ნამუშევარი არ მოსწონდა, არის ერთგვარი სისადავეც მანიფესტის პროცედურისა: ყველაფერი, რაც მან გააკეთა, იყო ის, რომ ამოთხარა პირი ხორცის შუაგულში, პირისა და პირის ინტერიერის ხორცთან მსგავსება სწორხაზოვანია და იმ წერტილს აღწევს, სადაც გადაჭრილი არტერიის ნაწილს, ან არტერიასავით ჩადგმულ ჟაკეტის სახელოს ემსგავსება, ისევე, როგორც სისხლით გაჟრენტილი პაკეტები ტრიპტიქში “sweeny agonistes” (სურ.5 ).

სურ. 5yutu

შემდეგ პირი აღწევს იმ ძალას დელოკალიზაციისა, რომელიც მთელ ხორცს გადააქცევს თავად სახის გარეშე. ის აღარ არის სპეციფიური ორგანო, არამედ ხვრელია, რომელშიაც  მთელი  სხეულია გადახვეწილი,   რომელშიც ხორცი ვარდება.
რასაც ბეკონი “ყვირილს” უწოდებს, არის უზომო ტკივილი, რომელიც ხორცზე ვრცელდება..

etyt

Advertisements

10 responses to “ფრენსის ბეკონის შემოქმედება დელიოზის „სხეული, ხორცი და სული: ცხოველად ქცევის“ მიხედვით

  1. ერთადერთი წიგნი რომელიც მხატვარზე შევიძინე ტაშენის გამომცემლობა ბეკონი იყო.. მაგრამ უცნაურია ის რომ ამ ნამუშევრებს განიხილავენ იმ ეპოქის მიღმა რომელშიც ის იხატებოდა, ბეკონი როგორც ვიცით ორივე მსოფლიო ომის მომსწრე ადამიანი იყო, და მან ყველაზე უკეთ აჩვენა ის ბრუტალი რაც ხდებოდა მის ირგვლივ ❤

    • პირველი ბეკონზე რაც მახსენდება, ეს არის ხორცის მასა 🙂 აი, რა მიქნა დელიოზმა 🙂

      • მე მაშინ არ ვიცნობდი არ დელიოზებს არც გროისებს, როცა დავწერე ერთგვერდიანი ესე ბეკონზე მოდერნისტული ხელოვნების კურსის ბოლოს :3 მერე გაჩვენებ თუ გინდა, ოღონდ არსად არ მაქვს ატვირთული :3

        • შენც ხაბულიანი ხომ არ გიკითხავდა შემთხვევით 🙂 კარგი, მაჩვენე მერე…

        • არის ჩემი კოორდინატები ბლოგზე ))

        • მეილი არ ითვლება კოორდინატებში? 🙂

        • მასე აქაც კი გესაუბრები, თუ არ დავფლუდეთ :დ ადეკვატურები ხო უნდა ვიყოთ? :3

        • ადეკვატურობა რა შუაშია? :/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s