ვირჯინიას-“ეული” მისის დოლოვეი

mrs-dalloway-fin-small-no-planeმოკლედ, რადგან ძლივს რამის წაკითხვა მოვასწარი ამ ერთკვირიან „არდადეგებზე“, მეც ცოტას ვილაპარაკებ. ამჯერად ვირჯინია ვულფზე და კონკრეტულად, მის „მისის დოლოვეიზე“. თუმცა, ცოტა შორიდან დავიწყებ.

ამ ბოლო დროს ძალიან გადავერთე მდედრობითი სქესის მწერლებზე და აღმოჩნდა რომ ბოლო პერიოდში განმავლობაში,თავისუფალ დროს  მხოლოდ ქალბატონების მოთხრობებს და ლექსებს  „ვწირავდი“ – სილვია პლათი,ენ  სექსტონი,ლია სტურუა,ფრანსუაზ საგანი, დორის ლესინგი,ჰერტა მიულერი, სუად ალ-საბაჰი (საოცარი ვინმე) და კიდევ „აქეთ-აქეთ“ (მარკესის ძლივსწაკითხულ „მარტოობიის ას წელიწადს თუ არ ჩავთვლით, რომელზეც ძალიან მინდა ცალკე საუბარი).

მოკლედ, აღმოჩნდა, რომ გამოცდების და დავალებების გადამკიდე ძალიან „ულიტერატუროდაც“  არ დავრჩენილვარ და  მცირე, ძალიან მცირე „საზრდოც“ მიმიღია, რომელიც ალბათ აქამდეც უნდა „მიმეღო“. ახლა რაც შეეხება ვულფს, იმ გაწყობით ვიწყებდი წაკითხვას, რომ ვიპოვიდი „საჩემო“ ქალ მწერალს, რომელიც თვადაყირა დააყენებდა ჩემს ფასეულობებს,შეხედულებებს და ა.შ. ანუ უბრალოდ, მაგრამ არც თუ ისე უმიზეზოდ,ვთვლიდი, რომ მე სხვა ადამიანის, სხვა ქალის სახით ჩავიკითხავდი ბოლო ფურცლებს.  მმმმმ……. რითი გავაგრძელო და რითი გაგახაროთ. დავრჩი ისევ ის, ვინც ვიყავი…)))) ვიფიქრე, რომ იმედი გამიცრუვდა, ამის დრომ უკვე ჩაიარა, ქალებს უკვე ყველანაირი პირობები აქვთ იყვნენ თვითრეალიზებულები,…რაღა დროს სნობიზმია…. რა დროს სიგარეტის მოწევაზე, სახლში შიშვლად სირბილზე და მეგობარ გოგოებს შორის „აპრობირებულ“ კოცნა-ხვევნაზეა „პრობლემა“…..

მოკლედ, ჩავთვალე, რომ ვირჯინიამ ოცდამეერთე საუკუნის პირმშო ვერაფრით გამაკვირვა და იმ დრომ უკვე ჩაიარა, როცა ოლიმპია დე გუჟი სიკვდილით დასაჯეს ქალთა ორგანიზაციების და კლუბების ჩამოყალიბებისთვის, როცა ქალს საჯარო ბიბლიოთეკით სარგებლობის და დამოუკიდებლად მოგზაურობის უფლება არ ჰქონდა. ამიტომაც „ფონდი ტასოს“ მიერ ნაჩუქარი ვულფის „საკუთარი ოთახიც“  ცოტა ხნით განზე გადავდე, რომ იქნებ დროთა განამვლობაში „მომეშალა“ ასე ზედაპირულად ფიქრი ამ  საოცარ ქალზე და მხოლოდ ამის შემდეგ დავბრუნებოდი ამ წიგნს. ეს „ზედაპირული ფიქრები“ კი იმაზე ადრე მოვიშორე, ვიდრე მეგონა.

აღმოჩნდა , რომ მე „თურმე“ ვცხოვრობ საქართველოში, სადაც უახლესი კვლევების თანახმად ყოველი მესამე ქალი ფსიქოლოგიური / ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია და ასევე  „აღმოჩნდა“ კვლევის ამ კატასტროფული შედეგებიდან გამომდინარე (და არა მარტო აქედან) რომ ,  ვირჯინია ვულფის „მისი დოლოვეის“ სიკვდილამდე წასაკითხ 50 წიგნში შეტანა არც თუ ისე დიდი შეცდომა ყოფილა, როგორც ქართული „მწიგნობარი“ საზოგადოების უმრავლესობამ ჩათვალა.

აღსანიშნავია, რომ  ვირჯინიას მეტად გაუმართლა, როცა ისეთი მწერლის ოჯახში დაიბადა, რომელთა ბიბლიოთეკა ერთ-ერთი მდიდრული და უხვწიგნიანი ყოფილა და ამვდროულად,  წერის ნიჭიც გენეტიკურად ჰქონია.

“ საოცარი იყო ცხოვრებაში ამდენი როგორ იბრძოლა, როცა განათლება არ მიუღია . არაფერი არ იცოდა: არც უცხო ენები და არც ისტორია. წიგნებს იშვიათად კითხულობდა. ძილის წინ მემუარებით ტკბებოდა.ფიქრობდა, რომ ერთადერთი ნიჭი ჰქონდა: ადამიანებს გრძნობდა , თითქმის ინსტიქტურად ცნობდა, ოთახში ვინმესთან ერთად როცა რჩებოდა, კატასავით დამრგვალდებოდა და კრუტუნს იწყებდა“.

51zdhemLv3L._SX500_

ეს უკვე ვირჯინიას-„ეული“  მისის დოლოვეია, რომელიც იმდენადაა ჩაძირული თავის ერთფეროვან , თავისი მეუღლის და  ს ხ ვ ე ბ ი ს   მიერ შექმნილ ცხოვრებაში, რომ ყოველგვარი ქალური ნიჭი, შესაძლებლობები, ამბიციები ჩაკლულია, გარდა იმ გრძნობებისა, რომლითაც „ადამიანებს გრძნობს“ და რომელთაც ჯერ კიდევ შეუძლიათ მოგონებებით ტკბობა ასწავლონ , თავის ყოველგვარი სხვა გრძნობებისგან „გაფცქვნილ“  ინგლისში .

“უდიდესი საიდუმლო მინისტრთა საბჭოს უნდა შეეტყო: ხეები ცოცხალი არსებები არიან, დანასაული არ არსებობს. სიყვარული…საყოველთაო სიყვარული…-ბუტბუტებდა სუნთქვაშეკრული და კანკალებდა .ეს წყვდიადში იყო შთანთქმული და მისი სიტყვებად გადმოცემა საშინელ ტკივილს ჰგვრიდა. ამ ჭეშმარიტების მზის სინათლეზე გამოტანა უზომო ძალისხმევას მოითხოვდა. ამ ჭეშმარიტებამ სამყარო სამუდამოდ შეცვალა.”

როცა კითხულობ, ელოდები ბოლოს და ბოლოს როდის დაუგდებს ფერხთ თავის ცხოვრებას ყველას, ვინც გარს ახვევია და იყვირებს : ”აი, ნახეთ, რა ვუქენი! ნახეთ!”…. მაგრამ მერე ისევ ერფეროვანი მეჯლისები, ერთფეროვანი ს ნ ო ბ ე ბ ი, ერთფეროვანი ღიმილი, ერთფეროვანი სიტყვები, ერთფეროვანი სიყალბე…..რომელთან შედარებით, ფანჯრის მიღმა, ჩაბნელებულ ოთახში მცხოვრები მარტოხელა დედაბრის ერთფეროვანი ცხოვრება ნამდვილი, ცოცხალი რეალობაა ყოველგვარი „დრამატული“ სიყალბის გარეშე.

„სიმშვიდე სუფევდა. ყველაფერი უბრალო იყო. ირგვლივ უბრალო საგნები მიმოფანტულიყვნენ, მაგრამ უბრალოება ჭეშმარიტება იყო. ყველგან სილამაზე ბრწყინავდა.“

რაც შეეხება ეკრანიზაციას, 1998 წელს მარლენ გორისმა გადაიღო ვანესა რედგრეივის , ნატაშა მაკელჰოუნისა და მაიკლ ქითჩენის მონაწილეობით. თუმცა,  არ გამიკვირდება, რომ ეს ფილმი თავიდან ძალიან მოსაწყენად ჩათვალოთ. თუ წიგნი მეოცე საუკუნის ერთ-ერთ შედევრად ითვლება, ფილმზე იგივეს ვერ ვიტყვით. ვფიქრობ, წიგნის მშვენიერების ძალიან მცირე ნაწილს თუ გადმოსცემს.

tumblr_mmw2yraL0Z1ros7epo1_500

Advertisements

8 responses to “ვირჯინიას-“ეული” მისის დოლოვეი

  1. ვის ეშინია ვირჯინია ვულფის არის კიდევ, უძლიერესი ფილმი და საათები, ეს უკანასკნელი ამ წიგნთან უფრო მეტ კავშირშია

    • ამ ფილმის ნახვას ვერ ვეღირსე :/

  2. მე ამ ნაწარმოების ესთეტიკური მხარე , ფორმა მმომეწონა. აი ის განცდა , რომ კითხულობ და თან რეალურ ადამიანს გრძნობ , ვირჯინიას. მის ისტერიკას, დაძაბულობას, როგორ სუნთქავს , როგორ ჯღაბნის ფურცელზე ან არაკუნებ საბეჭდ მანქანას. ნერვულად დადის ქუჩებში და ხალხს აკვირდება. ისეთი ადამიანური განცდა მოაქვს , რომ არ ვიცი ! აი იწყება აბზაცი და ვირჯინია იწყებს საუბარს და რაღაც ლაბირინთვით ხლართავს ფიქრებს და იკარგება თვითონაც და მკითხველსაც კარგავს.

    • ასე მგონია, ვირჯინია ვულფი კაცი რომ ყოფილიყო, ჯონ აპდაიკი იქნებოდა )) ვინმემ შეიძლება თქვას, რომ რა შუაშია, მაგრამ აპდაიკის ბაჭიაც სწორედ ასეთ ისტერიკებშია, სწორედ ასე სუნთქავს, სწორედ ასეთი დაძაბულია შინაგანად, როგორც შენ ამბობ ვირჯინიაზე (თუ მის პერსონაჟზე) : ) გირჩევდი ამის წაკითხვას და იქნებ შენც გეგრძნო ის მსგავსება, რაც მე ))

      • ბაჭია წაკითხული მაქვს მაგრამ ვერანაირად ვერ შევადარებდი. აპდაიკისგან სრულიად განსახვავებული ემოცია მოდის. რაღაც იგავური მგონია მისი ისტორიები. განზე დგება და ობიექტურად, გააზრებით ასახავს. პერსონაჟთან ავტორის გაიგივება არ ხდება (ვირჯინიასგან განსხვავებით) შესაბამისად ჩემთვის ბაჭია მხოლოდ ბაჭიაა, თავისუფლების ძიებაში დაკარგული პატარა ბიჭი.

  3. არა მხოლოდ ფორმა, არამედ თავად აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ამ წიგნის.. გული მწყდება ხოლმე რომ მხოლოდ სნობ ქალს ხედავენ და სხვას ვერაფერს. ხედავენ მხოლოდ ქალს, რომელმაც არ იცის რა უნდა ცხოვებაში და.ა.შ მე ვფიქორბ რომ გაცლებით მნიშვნელოვანი და სერიოზული დევს ამ წიგნში… პირველ რიგში გაუცხოვება.. გაუცხოვება ქმრის მიმართ, გაუცხოვება შვილის მიმართ, გაუცხოება საკუთარ თავდათან და გაუცხოვება მთლიანად ადამინებისგან…
    არ დაგვავიწყდეს, რომ სამქე გვაქ მოდერნიზმთან, რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა..პირველი მსოფლიო ომი რომელმაც აპოკალიფსი დაატრიალა ადამინის სულიერ სამყაროში და ამის მაგალიტი არის სეპტიმუსი, რომელიც დკარგული თაობის სახეა, ადამიანი, რომელის სულიერ სამყაროში ატომური აფეტქება მოხდა.
    არ ფიქრიბთ რომ კლარისაში ყველა ჩვენგანი ვერთიანდებით?? მე 20 საუკუნე, ინდუსტრიალიზაციამ ჩაკლა ყველანაირი ბუნებრიობა ადამიანშ და დავემსგავსეთ მექანიკურ ადამინებს, კლარისაც ზუსტად მაგ მექანკური ცხოვრების ნაწილია…მისი არჩევანი პიტერსა და რიჩარდს შორის რით იყო განპირობებული??? მისთის მნიშვნელოვანი პირადი სივრცე, არ სურდა რომ მის პირად სივრცეში ვინმეს შეჭრილიყო, პიტერმა კი ზუსტად იცოდაროგორი იყო კლარისა და კლარისასაც ეშინოდა მისი, რიჩრდი კი იყო იმის გარანტი რომ მაგ პირადი სივრცე და თავისუფება არ შეეზღუდებოდა და ეს ალბათ ყველასთვის ძალიან მნშვნელოვანია არა??
    აი სეპტიმუსზე ვგიჟდები.. მოკლედ ეს არი კაცი რომლშიც ზუსტად ჩანს რა უქნა ომმა ადამიანს, რომ ფაქტიურად დააცერიალა ადამიანის სული, საზოგადეობას არ ესმის მისი.. სეპტიმუსმაც დაკარგა ყველანაირი შეგრძნების უნარი და ყველგან ხედავს ადამიანუს ბუბენის სისასტიკეს… მე ესე ვხედავ რომ სეპტიმუსი იყო კლარისას ნაწილი, სულის ის ნაწილი, რომელიც სულ ფიქრობს მკვლელობაზე ნუ ალბათ ესეც ძალიან ადამიანურია და ყველა ადამინაში ხდება ალბათ ესეტი რაგაცა.. მაგრამ კლარისამ სეპტიმუსუ სიკვდილით დააფასა თავისი სიცოცხლე და მიხვდა რომ წარსულიდან გათავისუფლება სიცოცხლეშიც შეიძლებოდა და სსიკვდილით სიმშვიდეს ვერ ვმოიპოვებდა.. მე მაინც მგონია რო კლარისამ მოახეხა ჩაეკლა ეს ნაწილი ყველაფრის მიუხედავად….მართალია კლარისა და სეპტიმუსი არ ხვდებიან ერთამენთეს მაგრამ რეალურად ძალიან ღრმა კავშირია მათ შორის…

  4. გეთანხმები რიგ შენიშნვებში, ნინო. ცხადია, გაუცხოვების თემაა ყველაზე აქტუალურია ამ წიგნში. და ზოგადად, ასეთი რეალური და სიღრმისეული აღწერა სწორედ ამ გაუცხოვების და გაუცხოვებამდე განვლილი გზის იშვიათად შემხვედრია რომელიმე მწერალთან.
    კლარისა ერთ–ერთი გამორჩეული და საინტერესო პერსონაჟია. შეიძლება ითქვას, რომ მედროვე, მსგავსი ლეასი ფილმიდან “ყველაზე თბილი ფერი ლურჯია”.
    დედაბრის ერთფეროვან, მაგრამ ნამდვილ ცხოვრებას დახარბებული კლარისა ძალიან საცოდავია….

  5. ყველაზე მთავარი, რაც ამ წიგნმა დამანახა არის მკვეთრი ცვალებადობა ძლიერ ემოციებსა და ყოველდღიურ ერთფეროვან გრძნობებს შორის. სეპტიმუსი გამოფიტა ომმა, იგი სულიერად გაანადგურა და ჩაუნერგა შიში რომ ყოველივე ეს კვლავ განმეორდებოდა. იგი იმდენად შეეჩვია მკვდრებსა და სისხლს რომ საკუთარი მეგობრის სიკვდილიც კი ვერ განიცადა. რაც შეეხება კლარისას იგი სეპტიმუსისგან სრულიად განსხვავებულ მაგრამ ამავე დროს მსგავს გასაჭირშია. იგი იმდენად არის გაბრუებული ყოველდღიური ე.წ ,ლედის ცხოვრებით”, იმდენად არის მოკლებული მკვეთრ ემოციებს რომ იმედად მხოლოდ და მხოლოდ წარსული დარჩა, მოგონებები, რომლებიც კვლავ ცოცხლად აგრძნობინებენ თავს. მისი აზრით ადამიანები ახალგაზრდობას ახალ ახალი თავგადასავლებისა და განცდების ძიებაში უნდა ატარებდნენ. მათ მოგონებები უნდა ,,მოიმარაგონ,” რამეთუ შემდეგ, როცა ყოველივე ეს ჩაივლის სწორედ ეს ტკბილი მოგონებები გახდებიან მათი ცხოვრების წყაროები. მისთვის პიტერი კიდევ ერთი საშუალებაა ცხოვრება უფრო საინტერესო გახადოს, სწორედ ამიტომ უსვამს საკუთარ თავს ყოველ დღე კითხვას – იქნებ უკეთესი ყოფილიყო რომ პიტერს გავყოლოდი ცოლად?!
    ეს ორი ადამიანი ერთმანეთს ავსებენ. ერთი ზედმეტი განცდებისგან იტანჯება, მეორე ემოციების ნაკლებობას განიცდის. საბოლოოდ კი ორივე ერთსა და იმავე დასკვნამდე მიდის. ცხოვრება მაშინ უნდა დასრულდეს როცა ,,თავს ბედნიერად ვგრძნობთ”.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s