ლე კლეზიოს ამღერებული უდაბნო

Bild

ამაზე ამ პოსტის “შეთხზვა” მეგობრების დისკუსიამ გამოიწვია: ფილმის ყურება ჯობს თუ წიგნის წაკითხვა.

ამას წინათ წავიკითხე ერთობ “მუსიკალური” რომანი ლე კლეზიოსი – უდაბნო (რენოდოსა (1964) და ნობელის (2008) პრემიების ლაურეატი). ადამიანი ყვება საოცრად, მღერის: ქარი მზე, ქვიშა, უდაბნო….(წარმომიდგენია ფრანგულად რა საოცარი იქნება ალბათ). ყველა დეტალისიღრმისეულად. ლამაზად. დახვეწილად. მხატვრულად.

“ლალას ბუნდოვნად წარმოუდგება უდაბნოს ღამეში ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. ცა, რომლის ქვეშაც მაგარ ქვიშაზე არტაანის გვერდით იწვა და ისე შეწყობილად სუნთქვადნენ, თითქოს ერთი სხეული ჰქონოდათ. მაგრამ უჭირს გახსენება. აქ უნდა იარო, იარო, სხვებს უნდა მიჰყვე, თითქოს იცოდე საით მიდიხარ. ამ მოგზაურობას ბოლო არ უჩანს, აქ სილახვავების ხევს ვერ ამოეფარები. უნდა იარო, თუ გინდა, რომ არ დაეცე, არ გადაგთელონ.”

გეგონება,ჰაიდეგერმა თითქოს ეს წიგნი წაიკითხა და ამ დროს თქვა, რომ ენა ყოფიერების სახლია. ამ რომანისეული “ყოფიერება” კი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი რამ იყო, რაც ბოლო ორი თუ სამი თვის განმავლობაში წამიკითხავს.გაიძულებს , რომ ეს ყველაფერი ბოლომდე წარმოგადგენინოს და მოდუნების საშუალება არ მოგცეს. მართლაც წინ გიდებს ყველაფერს, ისე როგორც მას ესმის და ისე როგორც ის ხედავს. და შენც ამის იქით ვერ მიდიხარ (არა და ესეც არაჩვეულებრივია და წარმოუდგენელია ალბათ ამაზე ლამაზის წარმოდგენაც, როგორც ის წარმოგადგენინებს).

“ლალას მაინც უყვარს ასეთ დღეებში გარეთ ხეტიალი, შესაძლოა იმიტომაც, რომ ქუჩაში ამ დროს აღარავინაა. თითქოს დედამიწაზე აღარაფერი იყოს ისეთი, რაც ადამიანებს ეკუთვნის. აი, მაშინ შორდება ხოლმე ყველაზე მეტად საკუთარ თავს, თითქოს ყველაფერს, რაც აქამდე უკეთებია, აზრი ეკარგება, თითქოს მეხსიერებიდანაც ყველაფერი უქრება.”

წუხელ კი შემთხვევით დავიწყე ფილმის ყურება (“უდაბნოს ყვავილი” 2009 წ.), რომელიც აღმოჩნდა ამ წიგნის მიხედვით გადაღებული.

და მე იქ უკვე “ჩემი ფიქრებით დავიწყე ფიქრი”, უდაბნო, გოგონას ტრაგედია, თავბრუდამხვევი წარმატება, ისევ უდაბნო… და ა.შ. არ მოვყვები შინაარს, რადგან რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ამ ე.წ. რომანს არც გააჩნია შინაარსი. და ამ დროს ფილმში პერსონაჟები ძალიან ცოტას ლაპარაკობენ და ცდილობ შენ თავად ჩაწვდე ამ ყველაფერს, თავად წარმოიდგინო მისი კადრს მიღმა დარჩენილი ცხოვრება და უკვე შენით გაიგო ლალას ცხოვრება და ის რაც უდაბნოს უსასრულობაში იმალება. რომელიც იმდენად მტანჯველია და უბედურების მომტანი, რამდენადაც ცხოვრების, მარადიულობის, უსასრულობის, თავისუფლების ერთგვარი სიმბოლო. შეუძლებელია უდაბნოს თავი დააღწიო. ხდები მთელ მსოფლიოში პოპულარული ტოპმოდელი, მამაკაცები თაყვანს გცემენ, გაქვს იმდენი შემოსავალი, რომელიც გაძლევს იმის საშუალებას, რომ უზრუნველყოფილი იყო სიცოცხლის ბოლომდე.

და მაინც —- გარბიხარ ისევ მიწის კიდემდე, საიდანაც ერთხელ გადმოხვედი სრულიად დარწმუნებული იმაში, რომ იქ არასდროს დაბრუნდებოდი და ბრუნდები ისევ იმ დაწყველილ, ღვთისაგან შერისხულ უდაბნოში, ლურჯი ადამიანების მიწაზე, რომელთა თავისუფლება იმდენად უსაზღვროა, როგორც ეს უსასრულობამდე გადაშლილი უდაბნო. მთელი თავისუფლება მათ თვალებშია ჩატეული და ეს იმდენად მძიმე გამხდარა მათთვის, რომ უკვე აუტანელია მათი ქვიშისგან ამოვსებული და დამწვარი თვალებით მისი ზიდვა. მაგრამ უდაბნო მათ ჭამს. ლალაც დაბრუნდა იმისთვის, რომ ისევ ზიდოს ის უსაზღვრო თავისუფლება , რომელიც მას ერგუნა ღვთისაგან.

“როცა ლალას ამ უცანურ მზერას იგრძნობს, ფოტოგრაფს ცახცახი შეიპყრობს ხოლმე, თითქოს სიცივე შეატანს მასში, ვერ გაუგია, რა ხდება. შესაძლოა, სხვა არსება სახლობს მასში, არსება, რომელიც მისი თვალებით უყურებს და სჯის ამ სამყაროს. თითქოს ამ წუთში ეს ყველაფერი, ეს უზარმაზარი ქალაქი, ეს მდინარე, ეს მოედნები, ეს გამზირები იმისთვის ქრება, უდაბნოს სივრცე, ქვისა, ცა და ქარი რომ გამოჩნდეს.”

მოკლედ ,ძალიან გამიგრძელდა. არაფერი რომ არ ვთქვათ აღმოსავლეთზე და დასავლეთზე. “დასავლეთი დასავლეთია, აღმოსავლეთი აღმოსავლეთი და ისინი ვერასდროს მივლენ ერთმანეთთან…”(არ მახსოვს ვინ თქვა ) .
ეს არის სიმღერა, რომელიც შეიძლება წაიკითხო. შესანიშნავია. არაჩვეულებრივია და მიხარია.

იმის თქმა მინდოდა მხოლოდ , რომ ფილმა უფრო მეტი წარმოასხვის საშუალება მომცა, მიუხედავად იმისა, რომ თავისი “ფილმობით” დიდად ვერ დაიკვეხნის. მაგრამ ვიფიქრე , წარმოვიდგინე ის, რაც პატივცემულ კლეზიოს არ დაუწერია ჩემთვის და კიდევ მილიონებისთვის. წიგნს როცა კითხულობ, ცდილობ ის მხოლოდ ვიზუალურად წარმოიდგინო და იმის იქით ვერ მიდიხარ, ფილმის ყურებისას კი ფიქრობ პერსონაჟების გრძნობებზე , იმათზე თუ რისი თქმა უნდათ და კიდევ ათას ქარაფშუტულ თუ ჭკვიანურ რამეზე, გაქვს მარავალნაირად ინტერპრეტირების საშუალება, თუნდაც ავიღოთ დევიდ ლინჩის მალჰოლანდ დრაივი, რომელსაც თურმე ჩემი ერთი ნაცნობი ჯიუტად უყურებს უკვე “ოცდამეოთხედ თუ ოცდამეხუთედ”, რადგან ყოველ ჯერზე სულ სხვანაირად “იგებს” )))) მოკლედ არის ერთ დავიდარაბაში )))) (ვუსურვებ წარმატებებს!)

მოკლედ, თუ დაინტერესდებით ამ რომანით, წაიკითხავთ სიმღერას უდაბნოდან, ხოლო თუ უყურებთ ფილმს, სხვა თუ არაფერი, იხილავთ ულამაზეს გოგონას Soraya Omar-Scego-ს :)))

Bild

Advertisements

4 responses to “ლე კლეზიოს ამღერებული უდაბნო

  1. “უდაბნო”-ს პირველი სამოცი გვერდი რომ წავიკითხე, წიგნი დავხურე და მას შემდეგ არ გადამიშლია. მსგავსი უინტერესო წიგნი არ მეგულება. ან მე ველოდი სხვა რამეს. sorry.

    • იმაში გეთანხმებით, რომ ძალზედ თავისებური წიგნია…და ამიტომაც მიდგომაც თავისებური სჭირდება.
      მე ვფიქრობ, რომ ზალიან დახვეწილი და ულამაზესი წიგნია. .
      ჩემს სამაგიდო წიგნად ვთვლი : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s