მე ხომ გუშინ გაგიცანი….გურამ რჩეულიშვილი

Image

-ხედავ , რა ახლოა.

-აბა?

-აგერ, აგერ იქ. –

როდის მივალთ?

-ერთ საათში.

-მე არ მინდა.

-რატო?

-მეშინია.

-რისი?

-არაფრის, ისე.

-რა ისე?

-ნუ წავალთ, რა.

-აბა, რა ვქნათ.

-აქ დავსხდეთ.

-კარგი. მდელო იყო მწვანე, ბალახი რბილი.

-იცი, რა? -არა.

-როგორ გითხრა, არ ვიცი.

-რა უნდა მითხრა.

-იცი, რა?

-ხო გითხარი, არა – მეთქი, ოი, რა დიდი ხელი გაქვს?! –

არა, რას ამბობ. -არა, კი: ღონიერი ხარ?

-არა, რას ამბობ.

-რა არა, ნახე რა კუნთები გაქვს.

-იცი, რა?

-არა, ხომ გითხარი.

-წამო რა, იქ.

-სად?

-აი იქ, წეღან რომ მივდიოდით.

-მეშინია.

-რისი?

-არ ვიცი.

-აქ არ გეშინია?

-აქ არა.

ბიჭმა თითებში მოიქცია გოგოს ხელი, მერე მოუჭირა.

-მტკივა, იცი!

-რათა?

-იმიტომ, რო ღონიერი ხარ, თანაც ამხელა ხელი გაქვს.

-ჰო, შენ პატარა მტევანი გაქვს.

-მე კი, ნახე, რა თხელია.

-აბა?

-აი, -ჰო, მართლაც. რა თხელია, მეშინია, არ მოგტეხო.

-არც ისე სუსტია, შენ რომ გგონია.

-გინდა გატკინო?

-აბა, სცადე.

-არ გტკივა?

-არა.

-არც ახლა?

-არა.

-არც ახლა?

-არა.

-აბამ რატომ წითლდები?

-ხო ვითმენ, შენ რა გინდა.

-კარგი, გვეყო, აღარ გატკენ.

-როგორც გინდა.მართლა, იცი რა?

-რა?

-აბა, მარცხენათი თუ მატკენ მარცხენას.

-კარგი.

-არ მტკივა.

-აბა ცრემლი რა არის?

-არ ვიცი.

-როგორ?

-ისე, არ ვიცი.

-იცი, რა?

-არა. ცრემლებს ვერ ვიტან, მეცოდები.

-მოვიწმინდო?

-არა.

-რათა?

-მე თავად მოგწმენდ.

-ვაჟა!

-რა?

-ვაჟა! თვალებზე კოცნა არ ვარგა, ცუდი ნიშანია.

-აბა რა ვქნა, ცრემლს ვინ დაგიშრობს?

-არ გინდა, სირცხვილია ასე.

-ვისი?

-არავისი, ისე.

-რა ისე?

-სირცხვილია, გეუბნები.

-განა ვინმე გვიყურებს?

-არა.

-აბა?

-შენი!

-ჩემი?

-ჰო.

-რათა?

-რა უნდა თქვა, მე ხომ გუშინ გაგიცანი.

-მერე? არ ვიცი, განა ასე არ ხდება?

-არც მე ვიცი, ალბათ.

-ვაჟა!

-რა?

-მართლა აკეთებ მაგას?

-რას?

-მაგას.

-ჰო.

-შენი არა მჯერა, მე კი მართლა ვიღებ, ვაჟა, ჰო.

-კიდე ტირი?

-არ ვიცი.

-მმომეყრდენი, აი ასე.

-ვაჟა!

-რა? -თვალებში კოცნა არ ვარგა.

ვაჟა ყვირიმალს დააცხრა, მერე ტუჩებს.

-ვაჟა!

-რა?

-სირცხვილია.

-ვისი?

-შენი.

-ჩემი რატომ?

-ისე. არ ვიცი; მე ხომ გუშინ გაგიცანი.

წელი 1957. მარტის 8. – გურამ რჩეულიშვილი

Advertisements

2 responses to “მე ხომ გუშინ გაგიცანი….გურამ რჩეულიშვილი

  1. სულ მინდა გურამს ვუთხრა- გურაააააამ, არ შეხვიდე ზღვაში! ზღვა ძალიან ღელავს გურაააამ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s