გრიგოლ რობაქიძე . გველის პერანგი

Imageროგორც ცვაიგი “გველის პერანგის” თავის გერმანულ წინასიტყვაობაში ამბობს,ეს არის გენის ზეიმი. მეკეში,ირუბაქიძეების უკანასკნელი,სამშობლოდან მამის გადაწყვეტილებთ 3 წლის ასაკში მოწყვეტილი შთამომავალი ეძებს თავის ფესვებს.

ნაწარმოების დასაწყისში,მეკეში ამას თავადაც ვერ აცნობიერებს,დაბნეული მომეჩვენა,თითქოს თავის ადგილს ვერ პოულობს,რადგან გრძნობს, რომ ყველაზე მთავარი-“ძირი”,”ფესვები” აკლია. ცდილობს მხატვრობაში ჰპოვოს ერთგვარი შვება,თუმცა როგორც ვფიქრობ,იქ ვერ ახერხებს თავისი თავის გამოვლენას,თავისი სულიერი მდგომარეობის გამო (ნაწარმოების დასაწყისი ყველაზე მეტად მომწონს-ეკბატანას აღწერა).  ვფიქრობ,პირველმა თავმა “ეკბატანა”, ჩაიტია მთელი ნაწარმოების საკვანძო ნაწილები.

ამის შემდეგ,მეკეში შემთხვევით გადაეყრება ქართველებს ჰამადანში…რომლებშიც ერთ-ერთი თავისი ძმაა,როგორც შემდეგ გაირკვევა.მეკეში თითქოს უფრო მძაფრად გაცნობიერებს თავის “უფესვობას” და ნელ-ნელა ცდილობს იპოვოს ის,რასაც ამდენი ხანი ეძებდა და ესწრაფვოდა გაუცნობიერებლად…

ვფიქრობ,ამის გაცნობიერებაც ერთგავრი გარდატეხა იყო მეკეშის ცხოვრებაში,მიუხედავად იმისა,რომ მან ჯერ კიდევ არ იცის “ვინ” არის. ძალიან საინტერესო პერსონაჟია ოლგა,მაგრამ თავიდანვე ნათელი იყო,რომ მათ ურთიერთობას გაგრძელება არ ექნებოდა.

რაც შეეხება ოლგას, ის არ არის ქართველი. და მწერალმა ჩემი აზრით,ირუბაქიძის უკანასკნელი შთამომავალისათვის ისევ ნამდვილი ქართველი ქალი-მატასი შეარჩია…:))) შეარჩია ცუდი სიტყვაა,მაგრამ ……:) ოლგა სიყვარულისთვის თავდადებული,საბედისწერო ქალის სიმბოლოა.ოლგასთან არასტაბილურად იგრძნობდა მეკეში თავს.აი,მატასი კი საქართველოა,წმინდა ნინოა,ფესვებია,ის ყველაფერი,რისკენაც მეკეში ამდენი ხანი მიისწრაფვოდა.

“-ყველაფერი ცვლაა..სიცოცხლე ცვლაა -მაგრამ ცვლაში არა რჩება რა?! -რჩება:მაგრამ მისი ხელშეხება ძნელია.. -სიცოცხლის სიტკბო კი ეს ხელშეხებაა… -(არჩილბადს დაღავს ოლგას უეცარი ლანდი) -ხელსეუხებელიც ტკბილია…თუ შიგზნე… -სწორედ მაგ “თუ” არის ყველაფერი..”

მეკეშის აღწერაში ყველაზე საინტერესოდ ჩავთვალე “სასტიკი სინელე”…”შენელებით ატეხილობა უჩვეულო დაკავებული”…და ეს იყო იქამდე,სანამ მეკეში შეიტყობდა თავისი ფესვების შესახებ….ამის შემდეგ იგი თითქოს სულ სხვა მეკეში,უფრო სწორად ირუბაქიძე ხდება.

“სტკივა ფესვები. სიტკბოსაც გრძნობს: რომ ფესვები მთლად არ მოწყვეტილან. არჩიბალდ მეკეში ძალას იკრებს: რომ დასისხლიანებულმა ფესვებმა არ იკივლონ გახელებულ მენადებივით…”

ყველა პერსონაჟი ერთმანეთისგან განსხავებული და ორიგინალურია. მეკეშის ერთგული მეგობარი ტაბა ტაბაი,რომელიც ცხელ ქვიშაზე გველს აჩერებს,სიმტკიცის და ნებისყოფის განსახიერებაა,რომელის თვალები თითქოს ახლოსაა და ამავდროულად შორსაა ძალიან…აგრეთვე ძალიან საინტერესო “პერსონაჟია” აქლემი ბეხანი,რომელიც მგზავრობისას ეცემა…ერთი რჩება დავარდნილი,მეორე მიდის.ტოვებენ უდაბნოში ბეხანს,რომლის თვალები ერთ პეშვ სიცოცხლეს თხოულობენ….მაგრამ ის სუსტი აღმოჩნდა.სუსტებს კი ამქვეყნად არ აქვთ ადგილი…

“მჲუსელლაჰის სამხრით დიდი ქვის ლომი წითური: კირსილისაგან ჩამოსხმული. კირში – მზის ხურუში და სილაში – მზის თესლები. ქვის ლომი ფარია ქალაქის.

სპარსეთის ტიტველ ნაპრალებიდან, საცა გახელებული მზე ავხორცობის ჟინს იკლავს, ხანდახან ლომის გრგვინვა გადავარდება სუნთქვა შეკრულ ხევებში და გრიალის ბრაზიანი ღვარი შორისშორს დიდს მანძილზე არღვევს საშიშარ მყუდროებას. არის ამ გრიალში რაღაც უცნაური სითავადე: ზვიადი – ქედმაღალი – უტეხი. ქვის ლომი ხმალია ჰამადანის. დიდი შუადღის ჟამს როცა საგნები თავის ლანდებს ჰკარგავენ ქვის ლომთან მიდის სნეული: უნაყოფო თუ ათაშანგით დახსნილი. უნაყოფო იღებს ფალოსს გახურებულ ქვასთან და თხოვს ლომს თესლებს. ათაშანგიანი შეახებს ფალოსს მზით გასუდრულ ქვას და ელის ნადირისაგან კურნებას. გაფიცხებულ სილაზე თითქო პეშვებით ესხმიან საიდუმლო შელოცვანი; კაცმა არ იცის რა ენაზე…”

Image

Advertisements

3 responses to “გრიგოლ რობაქიძე . გველის პერანგი

  1. მომწონს რობაქიძის მუსიკალური ენა, მაგრამ მღლის კიდეც…
    საინტერესო და ნფორმაციული პოსტი იყო რომანზე, რომლის წაკითხვაც მინდა 🙂 თანაც, მგონი ერთადერთი რევიუა ამ თემაზე ბლოგოსფეროში 🙂

    • არ გადამივლია თვალი და ნამდვილად ვერ გეტყვი, მაგრამ არა მგონია ამ წიგნს, ზოგადად, შეფასებები აკლდეს….
      ეს პოსტად არც მქონდა ჩაფიქრებული, უბრალოდ, ფბ-ზე , ერთ-ერთი ჯგუფში, ამაზე გვქონდა თემა გახსნილი და იქიდან შევაქუჩე ჩემი კომენტარები : )

  2. მღლის მხოლოდ ემოციურად, შეუსვენებლივ ვერ წავიკითხე იმდენად ამაფორიაქა, რომ არ შემესვენა ალბათ გავგიჟდებოდი. გენიალურია გაცვეთილი სიტყვაა, მაგრამ არ ვიცი სხვა რა ვთქვა. ეს უბრალოდ არანორმალურად კარგი ნაწარმოებია. მემაყება რომ მისი ავტორი და მე ერთი ეროვნების ვართ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s