სილვია პლათი

o-sylvia-plath-photos-facebook
სილვია პლათის აღმოჩენა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შოკისმომგვრელი იყო ჩემთვის. ამის შემდეგ, არ გამკვირვებია, რომ მისი ლექსების კრებულის შესავალი იწყებოდა შემდეგი სიტყვებით : „ თანამედროვე ამერიკულ პოეზიაში სილვია პლათის სახე იქცა ხელოვანი ქალის სიმბოლოდ, ხოლო მისი პოეზია-სიმბოლოდ ხელოვანი ქალის პროტესტისა სამყაროსადმი“. მაგრამ სანამ ჩემს ჩემ შთაბეჭდილებებზე გადავალ, იქამდე ყურადღებას გავამახვილებ მის ბიოგრაფიაზე რამდენიმე სიტყვით.
სილვია პლათი დაიბადა ბოსტონში , გერმანელი ემიგრანტების ოჯახში 1932 წელს. რვა წლის იყო, როცა მამამისი , ოტო პლათი, ბოსტონის უნივერსიტეტის ბიოლოგი, განგრენით გარდაიცვალა. დედამ, ურსულა პლათიმ, რომელიც უმაღლეს სკოლაში ინგლისურს ასწავლიდა, ხელი შეუწყო უფროსი ქალიშვილის ლიტერატურულ მისწრაფებებს და სილვია პლათიმ ლექსების გამოქვეყნება ადრეულ ასაკში დაიწყო.
პლათი სწავლობდა სმითის კოლეჯში. 1950 წელს მოიპოვა წოდება „მის ამერიკა-ლიტერატორი ქალი“ და მიწვეულ იქნა ჟურნალის რედაქტორად. 19 წლის ასაკში თვითმკვლელობა სცადა. ფსიქიატრიული მკურნალობის მერე სწავლა განაგრძო და 1955 წელს სტიპენდიით კემბრიჯში გაემგზავრა.
ინგლისში სილვია პლათიმ გაიცნო ბრიტანელი პოეტი ტედ ჰიუზი, რომელთანაც იქორწინა. 1957-1958 წლებში პლათი ასწავლიდა სმითში. ამ პერიოდში, ბოსტონის უნივერსიტეტში ისმენდა რობერტ ლოუელის სემინარებს პოეზიაში. მალე მეუღლესთან ერთად ინგლისში დაბრუნდა . ცხოვრობდა დევონში. 1960 წელს გამოსცა პირველი პოეტური კრებული „კოლოსი“. ამავე წელს დაასრულა ავტობიოგრაფიული რომანი „ზარი-ქოთანი“.
მუზა, ორი ბავშვი, სუსტი ჯანმრთელობა, ცივი ზამთარი, ჩაშლილი ქორწინება 1963 წლის 11 თებერვალს სილვია პლათის თვითმკვლელობით დასრულდა.
original
თარგმანი ლელა სამნიაშვილის /
ტიტებს ჩურჩულიც აღიზიანებთ, აქ ზამთარია.
შეხედე, როგორ თეთრი არის ყველაფერი, როგორი წყნარი, გადათოვლილი.
სიმშვიდეს ვსწავლობ, მარტოდმარტო ვწევარ მდუმარედ,
როგორც შუქი წევს ამ კედელზე, ამ საწოლზე და ამ მკლავებზე.
მე არავინ ვარ და ამიტომ უცხო არის ჩემთვის სიგიჟე.
მოწყალების დებს ჩავაბარეჩემი სახელი და სამოსელი,
ანესთეზიას-ჩემი წარსული და ქირურგებს-ჩემი სხეული.
მათ მოათავსეს ჩემი თავი ბალიშის და ზეწრის საზღვარზე,
როგორც თვალი-ორ თეთრსა და მარად ღია ქუთუთოს შორის.
სულელი გუგა-იმან უნდა ყველაფერი ჩაიპირქვაოს.
მომვლელი ქალის ნაბიჯები, მათი ფუსფუსი არაფერს მიშლის.
ხილბანდები თეთრია და თოლიების გუნდივით მოჩანს.
და არ ჩერდება მათი ხელები და ყველანი ერთმანეთს გვანან,
თანაც იმდენად, რომ ვერაფრით შეძლებ დათვალო.
ჩემი სხეული მათთვიოს არის პატარა ბროლი
და ტალღებივით ზედ უვლიან, რათა დაწმინდონ, მოიპირკეთონ.
მბრწყინავ ნემსებივით მოაქვთ ჩემთან უგრძნობლობა, მოაქვთ სიზმრები.
უკვე დავკარგე ჩემი თავი და მქანცავს ტვირთი-
ის პატარაა და შავი ჩანთა, რომ წააგავს წამლების კოლოფს,
ქმარი და ბავშვი, ოჯახური ფოტოებიდან რომ შემომყურებენ.
მათი ღიმილი კანში მერჭობა. პირმცინარე კაუჭებს გვანან.
მე მოვიშორე ყველა ნივთი, რაც ოცდაათი წელიწადი ტვირთად მეკიდა,                           72595_371386156307300_1105045913_n
რამაც დამღალა, გააბეზრა ჩემი სახელი და მისამართი.
იმათ წაიღეს, ჩამომრეცხეს მე სიყვარულიც
და შიშველი და აჩეხილი,ბორბლებიან სავარძელში მოთავსებული,
მე ვუყურებდი, როგორ ქრებოდა ჩემი ჭურჭელი, თეთრეული, ჩემი წიგნები
და მერე წყალმა გადამიარა თავის ქალაზე.
ახლა მე მქვია მონაზონი. არასდროს არ ვყოფილვარ ასეთი წმინდა.
მე არ მინდოდა ყვავილები. მე მინდოდა-ვწოლილიყავი
გადაგრეხილი ხელებით და ყოფილიყო სიცარიელე.
სწორედ ეს არის თავისუფლება. სულ ერთია, შენ ვერ გაიგებ –
სიმშვიდე ისე უსაზღვროა, რომ გაგაოგნებს
და სულ არაფერს მოითხოვს შენგან-სახელის გარდა.
აი, ეს მოსდით მიცვალებულებს-შემიძლია წარმოვიდგინო
როგორ აღებენ პირს, რათა შთანთქონ თითო აბი ზიარებისა.
ტიტები ისე წითლებია, რომ თვალებს მტკენენ.
ქაღალდის მიღმაც კი მესმოდა მათი ქშინვა-
ახალშობილის კრუნჩხვასავით გულგამყინავი.
მათი სიწითლე ჩემს ჭრილობას ჰგავს და უყივის.
ბასრი პირი აქვთ: ტივტივებენ, მე კი -მაღრჩობენ
და მღუპავს მათი უეცარი ენები, ფერი
და ვგრძნობ, ელვარე მავთულები მეხვევა ყელზე.
ადრე არავინ მიყურებდა. ახლა ყოველწამს მითვალთავლებენ.                                    plathgrave
მაშტერდებიან ტიტები და კიდევ სარკმელი,
რომელშიც შუქი იზრდება და მერე სულს ღაფავს.
და ვხედავ ჩემს თავს-ქაღალდისგან გამოჭრილი ჩრდილივით თხელი,
მზის თვალებსა და ტიტებს შორის როგორ ვირწევი
და მე არ მაქვს სახე. მე რომ მსურდა, ამომექრო ჩემი ნაკვთები….
ტიტები წითლად ბრდღვინავენ და ჰაერს მტაცებენ.
იმათ მოსვლამდე, მე არ მყოფნიდა, მახსოვს ჰაერი.
ჩემი ფილტვები ჩვეულ რიტმით იკვებებოდა.
მერე ტიტებმა ამოავსეს იგი კივილით.
ახლა ჰაერი მათკენ იწევს-ტანზე იხვევენ,
როგორც მდინარეს-ჩაძირული, მყეფარი ძრავა.
ტიტები მზერას მიტანჯავენ, მზერას, რომელიც
ულაგამო და მშვიდი იყო და უწყინარი.
თითქოს კედლებიც გადახურდნენ და ბუღი ასდით.
ტიტები უნდათ გისოსებში ჩაემწყვდიათ, როგორც მხეცები.
ისინი ისე იშლებიან , თითქოს ავაზა აღებდეს ხახას.
და მე ვგრძნობ გულის ყოველ გახსნას, ყოველ შეკუმშვას,
და გულიც ჭურჭელია და ვერ იტევს წითელსა და ბოროტ ყვავილებს.
წყალი, რომელსაც ნელა მოვსვამ, თბილია და მარილიანი
და ისეთივე შორეული ზღვებიდან მოდის, როგორიც-ჩემი გადარჩენაა.
pitanjesylvia
Advertisements

4 responses to “სილვია პლათი

  1. ძალიან მიხარია, რომ პლათი მოგწონთ, მაგრამ ჩემს თარგმანებს რატომ აქვეყნებთ საავტორო უფლებების დაცვის გარეშე? 🙂

  2. ტიტებს ჩურჩულიც აღიზიანებთ, აქ ზამთარია.
    შეხედე, როგორ თეთრი არის ყველაფერი, როგორი წყნარი, გადათოვლილი.
    სიმშვიდეს ვსწავლობ, მარტოდმარტო ვწევარ მდუმარედ,
    როგორც შუქი წევს ამ კედელზე, ამ საწოლზე და ამ მკლავებზე.
    მე არავინ ვარ და ამიტომ უცხო არის ჩემთვის სიგიჟე.
    მოწყალების დებს ჩავაბარე ჩემი სახელი და სამოსელი,
    ანესთეზიას – ჩემი წარსული და ქირურგებს – ჩემი სხეული.
    მათ მოათავსეს ჩემი თავი ბალიშის და ზეწრის საზღვარზე,
    როგორც თვალი – ორ თეთრსა და მარად ღია ქუთუთოს შორის.
    სულელი გუგა – იმან უნდა ყველაფერი ჩაიპირქვაოს.
    მომვლელი ქალის ნაბიჯები, მათი ფუსფუსი არაფერს მიშლის.
    ხილბანდები თეთრია და თოლიების გუნდივით მოჩანს.
    და არ ჩერდება მათი ხელები და ყველანი ერთმანეთს გვანან,
    თანაც იმდენად, რომ ვერაფრით შეძლებ დათვალო.
    ჩემი სხეული მათთვის არის პატარა ბროლი
    და ტალღებივით ზედ უვლიან, რათა დაწმინდონ, მოაპირკეთონ.
    მბრწყინავ ნემსებით მოაქვთ ჩემთან უგრძნობლობა, მოაქვთ სიზმრები.
    უკვე დავკარგე ჩემი თავი და მქანცავს ტვირთი –
    ის პატარაა და შავი ჩანთა, რომ წააგავს წამლების კოლოფს,
    ქმარი და ბავშვი, ოჯახური ფოტოდან რომ შემომყურებენ.
    მათი ღიმილი კანში მერჭობა. პირმცინარე კაუჭებს გვანან.
    მე მოვიშორე ყველა ნივთი, რაც ოცდაათი წელიწადი ტვირთად მეკიდა,
    რამაც დაღალა, გააბეზრა ჩემი სახელი და მისამართი.
    იმათ წაიღეს, ჩამომრეცხეს მე სიყვარულიც
    და შიშველი და დაჩეხილი, ბორბლებიან სავარძელში მოთავსებული,
    მე ვუყურებდი, როგორ ქრებოდა ჩემი ჭურჭელი, თეთრეული, ჩემი წიგნები
    და მერე წყალმა გადამიარა თავის ქალაზე.
    ახლა მე მქვია მონაზონი. არასოდეს არ ვყოფილვარ ასეთი წმინდა.
    მე არ მინდოდა ყვავილები. მე მინდოდა – ვწოლილიყავი
    გადაგრეხილი ხელებით და ყოფილიყო სიცარიელე.
    სწორედ ეს არის თავისუფლება. სულ ერთია, შენ ვერ გაიგებ –
    სიმშვიდე ისე უსაზღვროა, რომ გაგაოგნებს
    და სულ არაფერს მოითხოვს შენგან – სახელის გარდა.
    აი, ეს მოსდით მიცვალებულებს – შემიძლია წარმოვიდგინო
    როგორ აღებენ პირს, რათა შთანთქონ თითო აბი ზიარებისა.
    ტიტები ისე წითლებია, რომ თვალებს მტკენენ.
    ქაღალდის მიღმაც კი მესმოდა მათი ქშინვა –
    ახალშობილის კრუნჩხვასავით გულგამყინავი.
    მათი სიწითლე ჩემს ჭრილობას ჰგავს და უყივის.
    ბასრი პირი აქვთ: ტივტივებენ, მე კი – მახრჩობენ
    და მღუპავს მათი უეცარი ენები, ფერი,
    და ვგრძნობ, ელვარე მავთულები მეხვევა ყელზე.
    ადრე არავინ მიყურებდა. ახლა ყოველწამს მითვალთვალებენ.
    მაშტერდებიან ტიტები და კიდევ სარკმელი,
    რომელშიც შუქი იზრდება და მერე სულს ღაფავს.
    და ვხედავ ჩემს თავს – ქაღალდისგან გამოჭრილი ჩრდილივით თხელი,
    მზის თვალებსა და ტიტებს შორის როგორ ვირწევი
    და არ მაქვს სახე. მე ხომ მსურდა, ამომექრო ჩემი ნაკვთები….
    ტიტები წითლად ბრდღვინავენ და ჰაერს მტაცებენ.
    იმათ მოსვლამდე, მე მყოფნიდა, მახსოვს ჰაერი.
    ჩემი ფილტვები ჩვეულ რიტმით იკვებებოდა.
    მერე ტიტებმა ამოავსეს იგი კივილით.
    ახლა ჰაერი მათკენ იწევს – ტანზე იხვევენ,
    როგორც მდინარეს – ჩაძირული, მყეფარი ძრავა.
    ტიტები მზერას მიტანჯავენ, მზერას, რომელიც
    ულაგამო და მშვიდი იყო და უწყინარი.
    თითქოს კედლებიც გადახურდნენ და ბუღი ასდით.
    ტიტები უნდა გისოსებში ჩაემწყვდიათ, როგორც მხეცები.
    ისინი ისე იშლებიან , თითქოს ავაზა აღებდეს ხახას.
    და მე ვგრძნობ გულის ყოველ გახსნას, ყოველ შეკუმშვას,
    და გულიც მათი ჭურჭელია და ვერ იტევს წითელსა და ბოროტ ყვავილებს.
    წყალი, რომელსაც ნელა მოვსვამ, თბილია და მარილიანი
    და ისეთივე შორეული ზღვებიდან მოდის, როგორიც-ჩემი გადარჩენაა.

    (ეს არის ჩემი თარგმანი 1999 წლიდან. ახლა რამდენიმე საიტზე ვნახე დაბეჭდილი, შეცდომებით სავსე. ეტყობა, რომ პარალელურ რეჟიმში კითხულობდნენ და ბეჭდავდნენ 🙂 😦 )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s