ხელახლა აღმოჩენილი ქვეყანა

წიგნის მაღაზია “სანტა ესპერანსას” პროექტი “ანოტაცია”. მეორე დავალება .
lile-cover

წიგნის მაღაზია “სანტა ესპერანსას” პროექტი “ანოტაცია”. მეორე დავალება .

ნატო დავითაშვილის „იროელთა ქრონიკების“  პირველი წიგნი „ამბავი ლილე იროელისა“ შეიძლება ითქვას, რომ თავიდან აღმოჩენილი საქართველოა. მწერალი ქართული მითოსური პერსონაჟებით აღსავსე სამყაროს ისე ლამაზად, ყურადღებით და მრავალფეროვნად გვახვევს თავს , მის მიერ სათუთად შერჩეული დეტალებით, პერსონაჟებით და  აღმოჩენებით, რომ ძალიან რთულია თავი დააღწიო ამ ფანტასტიკურ სამყაროს, სადაც ყოველ ნაბიჯზე გვხვდებიან ღვთისშვილები, კაცმაცუნები, დევები, როკაპები, ქაჯები, დალების სამეფოში მებრძოლი ქალები…

ეს იმდენად ამაღლევებელია, რომ არ იცი რომელ ერთს ჩაეჭიდო. ცდილობ არაფერი გამოგრჩეს.

იმიტომ რომ ეს არის სამყარო, სადაც ნება, გრძნობა და შემეცნება ჯერ კიდევ ისე ქაოტურად არიან შერეულნი, რომ ჯერ კიდევ უნარჩუნებენ ადმიანს თავისუფალ, ზეგრძნობადთან მიახლოებულ შინაგან ცხოვრებას. არ შეიძლება , რომ მიდრეკილება ისეთი განცდებისკენ, რომლებიც თითქოს არღვევენ ბუნებრივ კავშირებს და ამ გზით აღწევენ მათ მიღმა, ჩავთავალოთ მხოლოდ და მხოლოდ ბავშვურ გადახვევად.

აქ მოყოლილი ამბავთა ნაწილი წმინდა წყლის მოჩვენებათა შესახებაა, ნაწილში კი ისეთი თავგადასავლებია მოთხრობილი, რომლებიც ავლენენ არა ბუნებრივ, არამედ „სასწაულებრივ“ კავშირებს. თქვენ გრძნობთ, რომ აქ უცხოა ზოგიერთისთვის დამახასიათებელი სასიამოვნო მისტიკური განცდებისადმი მისწრაფება ისეთი ამბების მოსმენისას, რასაც „შეზღუდული“, კანონზომიერ მიმართებებზე დამყარებული გონება ვერ ხსნის. შეუძლია ადამიანს წმინდა გონების ტყვეობიდან განთავისუფლება და გრძნობად წარმოდგენათა მეშვეობით ზეგრძნობადი სამყაროს წვდომა? როგორც აღმოჩნდა, შეგვძლებია.

ესენი  ის მივიწყებული გმირები არიან, რომლებზეც უფროსები ზამთარში ყოველ საღამოს გვიყვებოდნენ ბუხართან და რომლებიც იმდენად იტაცებდნენ ჩვენს ჯერ კიდევ ოცნებებით, სიზმრებით, მოჩვენებებით, მაგიით, ჯადოქრობებით, ფანტასტიკური არსებებით და ზღაპრის გმირებით სავსე გონებას, რომ ისინი თითქოს, ყოველ ღამე ხელახლა იბადებოდნენ  ბუხარში ცეცხლის ალისგან და იძენდნენ იმდენად რეალურ სახეს, რომ ჩვენ შიშისგან და აღტაცებისგან ერთმანეთს ვეკვროდით.

და ამდენი ხნის შემდეგ , როცა ქვეყნიერებას ხიფათი დაემუქრა, ისინი თითქოს ისევ გაცოცხლდნენ მინავლულ ბუხარში და  კვლავ დაგვიბრუნდნენ, რათა წინ აღდგომოდნენ სამსალას ბოროტ ზრახვებს, რათა ერთად  გაერღვიათ შავი ბურუსი, დაემსხვრიათ ბალღამის თასი და  მზიქვეშეთი ეხსნათ განსაცდელისგან.

ეს არის ინსტიქტების, გრძნობების და ვნებების სამყარო. ყოველი არსება , როგორც თანდაყოლილ ნიჭსა და დანიშნულებას, საკუთარ თავში ატარებს წმინდას და იდეალურს და მის უცვლელ მთლიანობასთან თანხმობა ყოველგვარ ცვალებადობაში ადამიანის ყოფიერების უდიდესი გამოცანაა. ამ წიგნის დანიშნულებაც თითქოს ესაა – ხიდის გადება ყოველდღიურობის და იდეალურ, წმინდა ადამიანს შორის. ასევე , ორი მისწრაფება არის წარმოდგენილი ადამიანის ბუნებაში, რომლებიც ცალმხრივი განვითარების შემთხევვაში აფერხებენ მისი იდეალური სრულყოფილების განხორციელებას ; ესენია გრძნობადი და გონისმიერი მისწრაფებები.

ამ წიგნის შემთხვევაში,  მთვარია , მიენდო გრძნობისმიერ მისწრაფებებს და არ მისცე გონისმიერ მისწრაფებებს საშუალება, დაუქვემდებარონ თქვენი არსებობა აბსტრაქტულ, შინაგანი სითბოსგან დაცლილ აუცილებლობას.

ჩემი აზრით, „ამბავი ლილე იროელისა“ ძალიან ფერადოვანი, ხალისიანია და მშვენივრად არის განხორციელებული იდეა „ძალთა ურთიერთდახმარება,ურთიერთზე მითითება“.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s