ხულიო კორტასარი და მისი სამხრეთული გზა

Image

საშინლად არ მიყვარს მოთხრობების კითხვა, მაგრამ როგორც კი კორტასარს მოვკარი ყდაზე თვალი, არც მიფიქრია ისე ვიყიდე . როგორც ვიცოდი, კორტასარს მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა დარჩა რომანების, მოთხრობების, ლექსების , სხვადასხვა ესეების და თარგმანების სახით, მაგრამ მისი ”კლასობანას” მეტი არც არაფერი მქონდა წაკითხული, რომელიც საერთოდ ცალკე თემაა. აი, მოთხრობებმა კი, ყოველგავარ მოლოდინს გადაჭარბა. კორტასარს მე ასე დავარქმევდი : ”არგენტინელი დონ-კიხოტი” ))

და ერთ მშვენიერ დღეს ქობულეთის მცხუნვარე მზის და ბავშვების გულისგამაწყალებელი ჟივილ-ხივილის ქვეშ მივენდე მის ”ნაჯღაბნს”, როგორც ჩემი განსწავლული მეგობარი იტყოდა  ყველაზე მეტად რამაც სასიამოვნოდ შემაშფოთა და აღმაფრთოვანა ეს იყო დაუკმაყოფილებლობა, საკუთარი შემოქმედების მიმართ უკმარისობის გაძლიერებული გრძნობა, რომელიც იქიდანაც ჩანს, რომ 30 წლამდე არაფერი გამოუქვეყნებია, მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ასაკში დაუწყია წერა.

ვიცი, რომ ბორხესი სრულიად სხვა სამაყაროა, მაგრამ ისეთ ფსიქოლოგიურ და ყოფით უტყუარობას, იდუმალებას, რაღაც შიშის მომგვრელ შეუცნობლობას და ფანტასტიკას , როგორც მასთანაა, არ მეგონა თუ სადმე ვიპოვიდი და მით უმეტეს ამ არგენტინელ დონ-კიხოტთან . მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ფანტასტიკა სინამდვილესთანაა ისე ლამაზად (საკაიფოდ :D) არის გადაბმული, რომ სწორედ იქ ხვდები ავტორის იდეურ ჩანაფიქრს და მის ფილოსოფიურ დატვირთვას. კარგია მის მტაფორულ ფანტასტიკაზე აგებული უჩვეულო ამბები.

ჩემი აზრით, მთავარია უბრალოდ მიენდო და ისიამოვნო, იმიტომ ,რომ რაც უფრო ღრმად ინტერესდები მისი თითქოს-და ტიპიური სიუჟეტით, მით უფრო რთულნი ხდებიან მისი გმირები, სულიერი და ფსიქიკური ორგანიზაციის თვალსაზრისით. არ ვიცი, იმ დროს რა ხდებოდა არგენტინაში, მით უმეტეს ამ ოკეანის ნაპირზე გაჭიმულ უზარმაზარ ქალაქ ბუენოს-აირესში, მაგრამ რატომღაც მჯერა, რომ მიუხედავად კორტასარის შემოქმედების ფართოდ აღიარებული ”ევროპელობისა” (ის სამი ათეული წლის განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა), ის თითქოს ამ თავისი მშობლიური ქალაქიდან არ გასულა და ყველა გმირი თავისი შემოქმედების (უცებ წარმოვიდგინე , რომ არგენტინაში ვიყავი ) თუნდაც მისი ცნობილი ფამები, ხრონოპები, ნადეიკები, ჩვეულებრივი იქაური ბუენოს-აირესელი ტიპები არიან და მის მოთხრობებში უბრალოდ, ამ გროტესკულად განზოგადებული არსებების ცხვორების გადმოცემით, სხვადასხვა ტიპის არგენტინელის თვისებებია აღწერილი.

ალბათ იმიტომაც, რომ მისი თვითირონიის გადამკიდე, რომელიც ზოგიერთ მოთხრობაში ძალიან იგრძნობოდა, მინდოდა , რომ როგორც პიროვნება და არა მწერალი, რაღაცის მიმართ ერთგული წარმომედგინა ჩემს გონებაში, თუნდაც თავისი ქვეყნის. იმიტომ, რომ მის ყველა მოთხრობაში, ყველა სიტყვაში ვგრძნობდი ეგოიზმს, უკმაყოფილებას, ეგოცენტრულობას, მხოლოდ საკუთარი სრულყოფისკენ სწრაფვას და ასეთ დროს ”სხვა სამყაროსთვის” უბრალოდ ადგილი არ რჩება.

მერე წავიკითხე, რომ თავად კორტასარი თავის ყველაზე საყვარელ მოთხრობად ”მდევარს” მიიჩნევდა, რომელიც თითქოს-და ჩარლი პარკერის რწმენებით, ეჭვებით, ველური გამოხტომებით აღსავსე ცხოვრებას მიუძღვნა, მაგრამ ”ავიჩემე” , რომ ის უბრალოდ ყველაზე ეგოისტი მწერალია , ვის შესახებაც მსმენია და ვიფიქრე, რომ ეს მოთხრობაც მხოლოდ საკუთარ თავს მიუძღვნა. ეს ალბათ მისი საუკეთესო ექსპერიმენტი იყო (თუმცა ყალბი ნიღაბის მორგების ფასად). თუმცა, ვისაც არ უნდა ამოეფაროს, ის მაინც ხულიო კორტასარია, ლათინურ-ამერიკული პროზის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, რომელმაც თავისი ლიტერატურული თუ პიროვნული ძიებებით და ექსპერიმენტებით, მიაღწია იმას, რომ ყოფილიყო დღემდე დედამიწის მეორე ბოლოში, სადღაც დასაკარგავ და დასაწვავ და გაუხარელ ქვეყანაში მცხოვრები ერთი რიგითი გოგონას ერთ-ერთი საყვარელი მწერალი )))

უი ხო, ფილმიც გადაუღია მიქელანჯელო ანტონიონს მისი ერთ-ერთი მოთხრობის ”ეშმაკის დორბლის” მიხედვით. ”მსხვილი პლანით” ქვია, თუ არ ვცდები, თუმცა მე ვერ ვიპოვე. სიმართლე რომ ვთქვა, ვერ ვხვდები რა ფილმი უნდა გადაეღო ანტონიონს ამ მოთხრობის მიხედვით  მაგრამ რა ვიცი, თუ გენიოსია და თუ ზაბრისკიე პოინტი გადაიღო, მაგასაც მოახერხებდა როგორმე )))

tumblr_ljk8i6DMNK1qas5xlo1_500

Advertisements

4 responses to “ხულიო კორტასარი და მისი სამხრეთული გზა

  1. “Blow Up” ჰქვია ამ ფილმს. “ფოტოგადიდებასაც” ეძახიან. გენიალური ფილმია. თუმცა კორტასარის მოთხრობის მიხედვით თუ იყო გადაღებული, ეს არ ვიცოდი 🙂

    • დიახ, მერე მეც ვიპოვე და პოსტის ქვეშ გიფი, სწორედ ამ ფილმიდან არის 🙂
      თუმცა, მე ჯერ არ მინახავს. უახლოეს წლებში ვნახავ ალბათ ))
      კორტასარი კი….არ ვიცი. ჩემთვის კორტასარი ისეთივე ამოუწურავია, როგორც მისი ყველა პერსონაჟი , თვით მაგას ჩათვლით კლასობანადან. ))

  2. კორტასარის მოთხრობების მხოლოდ მცირე ნაწილს ვიცნობ (“თამაშის დასასრული”, “ეშმაკის დორბლი”, “მიტაცებული სახლი” და კიდევ რამდენიმე ) მაგრამ ესეც კმაროდა იმის მისახვედრად რომ გადასარევია!

    • ხო….გადასარევია, აბა არ არის?
      მაგად როგორ ვიქეცი აბა…:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s