კერუაკის გზა

Image

უჰ. ძალიან დიდი გზა გავიარე , რომ ამ წიგნამდე მივსულიყავი. თუმცა, ვფიქრობ, რომ გზა არც ისე გრძელი იყო, უბრალოდ მე მივდიოდი ნელა და ამიტომ , ისევე როგორც ყველა ქართველ ახალგაზრდას , მეც დააგვიანდა კერუაკამდე მისვლა. ასეც იყო უპრიანი ალბათ. ეს რომ ადრე წამეკითხა ნამდვილად “გამამათხოვრებდა” და რა გზაც გავიარე, იმ გზასაც დამაკარგვინებდა )) სრულიად შესაძლებელია. ეს ყველაფერი უბრალოდ ცინიკურ შენიშნვად ჩავთვალოთ. სიმართლე კი აქ იწყება : ამ წიგნმა, რომელიც ამდენი თაობის ახალგაზრდულ ცეცხლში გამოიწრთო, მხოლოდ ახლახან მოაღწია მარად აუნთებელ თუ ჩამქრალ საქართველომდე.

ღმერთო, რა აუტანელია ეს ყველაფერი. ეს ხომ მთელი ეპოქაა. და ახლა, ვზივარ, ვკითხულობ, ტანში ჟრუანტელი მივლის, ვგრძნობ რამხელა ენერგიით ვივსები და როცა ვდგები და გარშემო მივიხედ-მოვიხედავ, ვხვდები რომ ეს ცეცხლი უკვე ჩაქრა და ჩვენ ეს ყველაფერი უბრალოდ გამოვტოვეთ, დავკარგეთ, ჩვენამადე ეს არასდროს მოსულა.

ეს ენერგია უბრალოდ გავფლანგეთ სხვა უამარავ სისულელეებში. ეს ისტორიული კონტექსტები ყველამ კარგად ვიცით და ამის გახსენება აქ ისედაც მტკივნეულია ჩემთვის და იმედია, ყველასთვის. იმდენად დავიღალე, რომ აღარ ვიცი საიდან და რითი დავიწყო. არ დავიწყებ იმის მოყოლას, რომ ეს ბიტთაობის კერპი, ჰიპების მამამთავარი, გინსბერგი, ჩარლი პარკერი, ბიბოპი , შეშლილი დინი , დალეწილი თაობა და ა.შ. ამ ყველაფერმა უკვე განვლო თავისი გზა კერუაკის გზის მეშვეობით.

ჩვენ კი უბრალოდ მთელი თაობები დავკარგეთ ამ საოცარი ექსპერიმენტის გარეშე. ამ წიგნს შინაარსი არ აქვს, ეს არის უბრალოდ იმ ახალგაზრდების გზა, რომლებიც ომის შემდეგ სულ რაღაც ჩემი ხნის იყვნენ და რომლებიც მიდიოდნენ იმ გზით, რომელიც მათ ყველგან და თან არსად არ მიიყვანდათ. ეს იყო გზა , რომელიც ჯაზით, მექსიკელი გოგონებით, ქერათმიანი მერილუებით, ნარკოტიკებით, ჯაზით, ბიბოპით, ლესტერ იანგით, ჯორჯ შერინგით და კიდევ ღმერთმა უწყის რამდენი სიგიჟით იყო გაკვალული. ეს არის ექსტაზის სპაზმისგან გამოწვეული ხილვების, გატანჯული სხეულების, ნინკომფორმიზმის, მეინსტრიმის უარყოფის და კრიტიკის, ფსიქოდელიური ჭვრეტის, დამსხვრეული და საბრალო ილუზიებისგან შექმნილი ცივილიზაციის შესახებ,

თითქოს გზაზე, საგანგებო სტილით დაწერილი ისტორია. კითხულობ და სწავლობ , როგორ არ უნდა შეეგუო. როგორ უნდა იარო. უბრალოდ, ადგე და იარო. დაუსრულებლად. ყოველგვარი პროგრამის, მიზნების, იდეების გარეშე. უბრალოდ იარო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, უამრავჯერ გადაკვეთო მთელი კონტინენტი მხოლოდ იმისთვის, რომ იარო. და მხოლოდ იმისთვის, რომ იგრძნო შენი სიცოცხლისუნარიანობა. იარო იმ გზაზე, რომელსაც ისეთ ადგილებში მიჰყავხარ, სადაც არავინ და არაფერი გელოდება. ეს ხომ რაღაც სიგიჟეა. საშინელება. გაუცნობიერებელი სურვილი, რომ გახდე ბინძური ანგელოზი. ყველაზე გულუბრყვილო. ტირილამდე და ტკივილამდე წმინდა. ცხოვრებაში ყველასა და ყველაფერს აქვს თავისი გზა:

”წმინდანის გზა, გიჟის გზა, ცისარტყელის გზა, აკვარიუმის თევზის გზა – ნებისმიერი გზა შეიძლება იყოს, ეს გზა ყველასთვისაა და ყველგან და ყველანაირად მიდის”.

tumblr_m7e0jfsuh71rzdcixo1_500

ვეცადე, წამეკითხა სხვა კერუაკისგზაწაკითხულები რას ფიქრობდნენ ამ საოცარ ბოდვაზე. ვერაფერი. სრული უემოციობა და მოსაწყენობა. მართლა ძალიან დაგვაგვიანდა ქართველებს. ისე ძალიან, რომ ეს უკვე გამოტოვებული საფეხურია. არაფერი ეშველება ამას. ვწუხვარ,განვიცდი და ვუთანაგრძნობ იმ დაკარგულ და სისხლდაშრეტილ თაობას, შენც ვინც ახლა ამის წასაკითხად გამოიდე თავი და ყველაზე ძალიან და ყველაზე ბოლოს ჩემს თავ ვუთანაგრძნობს, იმიტომ რომ მეც იმ ცეცხლჩამქრალი დაკარგული თაობის დაკარგული შვილი ვარ. ეს ჩვენი “ხვედრია მზის ქვეშ”, როგორც ეკლესიასტე იტყოდა.

“მე კი უკან მივჩანჩალებდი . მთელი ცხოვრება ასე გავატარე. ასე კუდში დავსდევდი ადამიანებს, ვინც მაინტერესებდა, რადგან მხოლოდ გიჟებს ვთვლი ადამიანებად, ვისაც სიგიჟემდე სურს იცხოვროს, ვინც შეშლილივით გელაპარაკება, ვისაც გაგიჟებით უნდა შეამჩნიონ და თან ყველაფერს დახარბებულია, ყველაფერი ერთბაშად უნდა რომ მიიღოს. ისინი არასდროს ამთქნარებენ მოწყენილობისგან და არც გაცვეთილი ფრაზებით ლაპარაკობენ. მხოლოდ იწვიან, იწვიან, იწვიან რომაული ყვითელი სანთლებივით და მერე ფეთქდებიან, რათა ვარსკვლავებს ობობას ქსელისმაგვარი შუქი მოაფრქვიონ. “

ჩვენ ? სასაცილოა. და ძალიან მტკივნეული. ფილმი არ მინახავს. ალბათ ვნახავ “ახლო მომავალში”.

p.s. მერე არ მითხრათ , რომ წიგნს არ შეუძლია მსოფლმხედველობის შეცვლა.

3107821841_1_10_Pzkb0tkG

Advertisements

2 responses to “კერუაკის გზა

    • ჰომ….ძალიან საინტერესო და განსხვავებული იყო შენებური გზა….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s