სტივენ კინგი და მისი მიზერული განზომილებები

7

ეს დაიწყო ფილმით, რომელსაც ამ სუსხიან ზამთარში ვუყურე. შუაღამით. ასეთი ფილმების ყურებისას ადრენალინის, ენდორფინების და ყველა მსგავსი „ინების“ მოზღვავებას ვგრძნობ („რატომღაც“) და ამიტომ, სრულიად მშვიდად, ყოველგავრი ცახცახისა და კანკალის გარეშე მივიყვანე ფილმი ბოლომდე. და მშვიდადაც დამეძინა მზის პირველი სხივების ხილვამდე . თუმცა , მაშინ არც მიფიქრია, რომ „მიზერი“ წამეკითხა და არც იმაზე ფიქრით შემიწუხებია თავი წიგნი უკეთესი იქნებოდა თუ მისი ეკრანიზაცია. მაგრამ ამ ბოლო დროს , რადგან ეს მწვანეყდიანი წიგნი „ლიტერატურულ მოვლენად“ იქცა ქართულ მწიგნიბართსივრცეში და თან რადგანაც ძვირფასმა ქეთიმ დიდსულოვნად შემომთავაზა მე გათხოვებ და წაიკითხეო (ნათხოვარ ცხენს კბილს არ უსინჯავენო :დ), დიდ ხანს არ მიფიქრია და ერთ დღეში-4 საათში წავიკითხე ეს „ბედკრულობა“.

და აი, სწორედ მაშინ ჩავიხედე უფსკრულში და აი, სწორედ მაშინ ამომხედა უფსკრულმაც ))) ვერ ვიტყვი, წიგნი უნდა წამეკითხა ჯერ თუ ფილმი უნდა მენახა. მაინც ვფიქრობ, რომ ჯერ ფილმი უნდა მენახა, რადგან თავდაპირველად წიგნი რომ წამეკითხა , ფილმის მიმართ აუცილებლად გულგრილი დავრჩებოდი. მოკლედ, ვთვლი, რომ სწორი გზით წავრმართე ჩემი „მიზერმისია“ )) უკვე ბევრი ადამიანის აზრი მოვისმინე ამ წიგნზე და ალბათ , ამანაც განაპირობა ის, რომ მე საკუთარი ემოციები წმინდა სახით ვერ „გამოვიმუშავე“. პირიქით, ძალიან გულცივად და ზვიადად მოვეკიდე ისედაც „მიზერის“.

ვფიქრობ, ეს არაფერი იყო იმ ემოციებთან შედარებით, რომელიც მქონდა სულ პირველად, დაახლოებით ორი წლის წინ რომ წავიკითხე კინგის ნოველები. აი, ეგ იყო თავიდან ბოლომდე ჩემეული აღქმა კინგისუელი „კინგული“ სამყაროსი. საოცარი. შესანიშნავი. დამხორკლავი. დამძაგრავი და ა.შ. მოკლედ, მიზერის რომ დავუბრუნდე, ჩემეული პოლ შელდონი და ენი უილკსი არც დიდი გულწრფელობით გამოირჩევიან და არც მათი სახეები იყო ჩემთვის დრამატულ-ემოციურ-ფსიქოლოგიურად „საგანგაშო“. მთვარი , რითაც კინგი თავის მიზერისეულ სამეფოში გითრევს არის თხრობის დინამიკა, დინამიკა, დინამიკა……რაც იცით ალბათ , რაოდენ აუცილებელია იმისთვის, რომ დღეს ვინმე, თუნდაც ჩემნაირი გზააბნეული კრავი, მწერლის შეშლილი და დაბინდული გონების პირმშოების , ესოდენ აუცილებელი სულისშემძვრელი ისტორიით დაინტერესდეს, იყიდოს და თან სულმოუთქმელად დაავდეს თავადაც ამ ბოდვით. დაკარგული 4 საათი, რა ხნის განმავლობაშიც სუნთქვაც კი მავიწყდებოდა, რადგან მეშინოდა, რომ ამოსუნთქვა-ჩასუნთქვა იმ ძვირადღირებულ დროს წამართმევდა , რომლის განმავლობაში შეიძლებოდა რამდენიმე სიტყვა ისე გამომპარვოდა, რომ ეს ისე სისხლსავსედ ვერ შემეგრძნო.

მოკლედ, პოლი ერთი თავზეხელაღებული, ვიგინდარა, გენიოსი მწერალი, რომელიც წერს ფულისთვის და ენისი არ იყოს სამყაროს ყოფს სამ ნაწილად, ონავრებად (ისინი , რომლებიც მის პოპულარულ „არამისეულ“ წიგნებს კითხულოობენ, მაგრამ ხანდახან „მისეულ“ წიგნებსაც გადაავლებენ ალბათ თვალს ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად), საცოდავ არსებებად (ისევ და ისევ ისინი,რომლებიც მის პოპულარულ „არამისეულ“ წიგნებს კითხულობენ მისეულის გამოკლებით) და თავად…პოლი. ვერაფერს იტყვი, ენი და პოლი ალბათ საოცრად გაუგებენ ერთმანეთს, იმიტომ რომ ეს აღწერა ენისთვის იყო „განკუთვნილი“! რა თქმა უნდა გაუგეს კიდეც ერთმანეთს, პოლის მოჭრილი ტერფი და ცერა თითი რა მოსატანია მაშინ, როცა არსებობს ასეთი მნიშვნელოვანი „უსიტყვო შეთანხმებაში“, რომ მათ ერთმანეთი გამოკვებონ და შეავსონ, იმით რაც მათ ასე აკლიათ! (კინგი ალბათ ჩამხოცავდა ჩემეული „ზე“ ინტერპრეტაციების შემხედვარე, მაგრამ ჩემი ემოციები ჩემი კინგდამ-ია და აქ მე ვარ დედოფალი მეფის გარეშე!).

შეუძლებელია ენი და პოლი ერთმანეთს არ შეხვედროდნენ, მერე რა, რომ ენი მივარდნილ ადგილას დაბუდებული ერთი შეშლილი მედდაა და პოლი კი ერთი „ერთობ კრიტიკულ“ ასაკს მიღწეული მამაკაცი ღვთის რისხვავსავით თავსდამტყდარი პოპულარობით ქალაქიდან, რომელსაც ხორცი კი უყვარს, მაგრამ ძროხის ბღავილიც კი არ გაუგია არასდროს. ასეა თუ ისე, პოლმა თავისი ქალღმერთი იპოვა, რადგანაც თუ არ ვცდები როგორც რუშდი იტყოდა „ჩვენ ვართ ღმერთიდან და ღმერთს უნდა დავუბრუნდეთ“. ამ შემთხვევაში ცივსისხლიან ქალღმერთს, კერპს, რომელიც მაშინაც იყურება, როცა მის უკან დგახარ, რადგან ის ქვისაა და რადგანაც სწორედ ეს აძლევს ძალას. ვერ ვიტყვი რომ ენი ნერვებს მიშლიდა. მე ის მხიბლავს თავისი გულწრფელობით, წესიერებით (მას ფულის გამორთმევაც კი არ უნდა იმ ადამიანისთვის , რომელსაც დაუფიქრებლად შეუძლია სხეულის ნაწილები ნაჯახით მოაჩეხოს). მომწონს ზღვარი მის მართვად და უმართვად ფსიქოზს შორის.

ეს ის ზღვარია , რომელიც თავადაც ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული თავისი გამჭრიახობის წყალობით. ძალიან მკრთალადაა აღწერილი ის გარემოებები, რომელმაც პოლიც და ენიც ამ სასოწარმკვეთ მდგომარეობამდე მიიყვანა. მაგრამ როგორც პოლი იტყოდა „ხსოვნის ბილიკით სიარული , როდესაც დეპრესიაში ხარ, კარგი აზრი არ არის“. იცის რა კინგმა ))) ის , რაზეც სერიოზულად დავფიქრდი, იყო შემდეგი: მწერალი ხდება საკუთარი ფანტაზიის პირმშოების მსხვერპლი თუ მკითხველი? და თუ ორივე, მაშინ რომელია მეტად შეშლილი? ის , ვინც სხვისი შეთხზულის მსხვერპლი ხდება თუ ის, ვინც თავადაა ავტორი ამ პერსონაჟებისა, რომელიც შემდეგ მილიონობით ადამიანის საოცარი და შეშლილი ქმედებების ინსპირაციის წყარო ხდება? ვფიქრობ, დიდი კინგი თავადაც იყო თავისი კინგ სპიჩის მსხვერპლი და სწორედ ამან დააწერინა „მიზერი“, თავისი ტკივილისთვის ნიშნისმოსაგებად. ალბათ მიზერი იყო მისი პიანინო, ის ერთგვარი „განზომილება“ ,რის გამოც ებრაელები არ გარბიან.

Advertisements

6 responses to “სტივენ კინგი და მისი მიზერული განზომილებები

  1. ar maq wakitxuli magram mominda wakitxva namdvilad… sagol 🙂 shen chemshi cnobismoyvareoba gaagvidze… tan dzalian lamazad aris agwerili titoeuli grdznoba tu gancda rac kitxvis dros dageufla sagol 🙂 ❤ martla kargia

    • მადლობა…სასიამოვნოა ჩემთვისაც )))

  2. ბავშვობიდან რაღაც კადრები ჰო გრჩება ხოლმე მეხსიერებაში. აი, ზუსტად ასე მქონდა ჩარჩენილი შავ-თეთრი ტელევიზორიდან ენის შეშლილი სახე, თუმცა შარშანდლამდე ისე მოვაღწიე არც ვიცოდი რა ფილმი იყო… მერე, ზუსტად ბუმი რომ ატყდა, გადმოვწერე ფილმიც და ვიცანი ჩემი მოგონება.
    წიგნი ჯერ არა, მაგრამ აი ეს პოსტი კი სიამოვნებით წავიკითხე ))

    • : ) წაიკითხე, შეგაშფოთებს და აგოფორიაქებს ცოტას 🙂 მადლობა:*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s